რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
უხამსი ლექსიკის გამოყენების გამო ტვ ,,სეზონი'' გააფრთხილეს
კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა.
ComCom-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგით დადგინდა, რომ მიმდინარე
წლის სექტემბერში, 21:00 საათზე, „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში
გავიდა გადაცემა „დღის შეჯამება ნიკოზოლ მჟავანაძესთან ერთად“,
რომელიც შეიცავდა შეურაცხმყოფელ და უცენზურო ლექსიკას როგორც
წამყვანის, ისე მიწვეული სტუმრის მიერ.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი გადაცემები 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამას წარმოადგენს, შესაბამისად, კანონი მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას არასრულწლოვანთა ინტერესები და 18:00-დან 23:00 საათამდე ეთერში არასრულწლოვანისთვის შეუფერებელი პროგრამა არ განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ „სეზონი ტვ“-ის ეთერში უცენზურო და შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოყენებული იყო 21:00 საათიან გადაცემაში, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებელმა კანონმდებლობა დაარღვია.
საგულისხმოა ისიც, რომ შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოყენებული იყო პირდაპირ ეთერში, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის აღსაკვეთად, მაუწყებელი ვალდებული იყო გაეტარებინა ისეთი გონივრული ღონისძიებები, როგორებიცაა პირდაპირ ეთერში გადაცემის შეჩერება ან პროგრამის წამყვანის მიერ სტუმრისთვის შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების ხელშეშლა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ წამყვანმა არათუ შეაჩერა სტუმარი, არამედ თავადაც გამოიყენა შეურაცხმყოფელი ლექსიკა, ComCom-მა მიიჩნია, რომ პასუხისმგებლობა სრულად მაუწყებელს ეკისრება.
გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „სეზონი ტვ” ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

ამავე კატეგორიაში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებმა
გაშალეს.
ამ ოქმების მიხედვით, ქალაქ გორში, ,,ქართულ ოცნებას'' მიღებული აქვს 11 409 ხმა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები