რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
გორის მერიასთან არსებულმა აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოჯახმა გორში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, 849,08 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა.

გადაწვეტილება კომისიამ 2021 წლის დეკემბერში მიიღო. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შემდგომში საჯარო რეესტრმა საკუთრების მოწმობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დედის, ქეთევან გაგნიძის სახელზე გასცა.

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დედამ თავდაპირველად 2021 წლის 21 ივნისს მოითხოვა. მის განცხადებას თან ახლდა რამდენიმე დოკუმენტი. ჩამონათვალში მითითებულია, რომ მიწა თვითნებურადაა დაკავებული.

ამავე ჩამონათვალში მითითებულია, რომ განცხადების ავტორი თანახმაა საკითხი აღიარების კომისიამ განიხილოს, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობდა მოლოდონი იმისა, რომ საკითხი აღიარების კომისიაში გადაიგზავნებოდა.

ივნისიდან სექტემბრამდე საჯარო რეესტრმა სხვადასხვა უწყებებში გააგზავნა წერილი იმის დასადასტურებლად, რომ მიწის ნაკვეთი ნამდვილად თვითნებურად იყო დაკავებული. მითითებულ ვადებში დაინტერესებულმა მხარემ დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარადგინა, რის გამოც, ქეთევან გაგნიძემ საჯარო რეესტრს ახალი განცხადებით, 2021 წლის სექტემბერში მიმართა.

ეს ის პერიოდია, როდესაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საარჩევნო კამპანიას ატარებს. 2021 წლის აგვისტოდან ის ცდილობს, რომ მოქალაქეებმა მერად აირჩიონ ,,ქართული ოცნების'' მხარდაჭერით.

პარალელურად, სახელმწიფო უწყებები ცდილობენ, რომ მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთი თანაც თვითნებურად დაკავებული, დაურეგისტრირონ.

დამატებითი მოკვლევის შემდეგ, 2021 წლის სექტემბერს საჯარო რეესტრმა დოკუმენტები გორის მერიის აღიარების კომისიას გაუგზავნა.

რატომ დაიკავა აღნიშნული მიწა თვითნებურად ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა?

ქართლის ამბები 3 წლის წინ წერდა, რომ მერობის კანდიდატმა თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ 2018 წელს 172 000 ლარად იყიდა 6 129 კვ.მ კომერციული ფართი. აღნიშნული კომერციული ობიექტის მომიჯნავეა ის 849.09 კვ.მ ფართობის მიწა, რომელზეც საჯარო რეესტრმა და მერიის აღიარების კომისიამ იმუშავა.

აღიარების კომისიამ ყოველგვარი პრობლემის გარეშე აღიარა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოჯახი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ.

,,ქართლის ამბებმა" მოიძია რამდენიმე მაგალითი, როდესაც გორის მერია მოქალაქეებს არ უღიარებს იმ მიწის ფართობებს, რომლებსაც ისინი 20 და 30 წელზე მეტი ხნით სარგებლობდნენ.

ამ მაგალითებით ჩანს, რომ მერია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მომჩივან მოქალაქეებისთვის არ დაერეგისტრირებინა მიწები. მოქალაქეები ჩიოდნენ, რომ მერია იგონებოდა ფაქტებს.

მაგალითად, შეგვხვდა შემთხვევები, როდესაც სტადიონის მოწყობის მიზეზით ან გზის მოწყობის მოტივით, მოქალაქეებს არ უღიარებდნენ ფართობს. სასამართლო სხდომებზე გაირკვა, რომ იმ პერიოდისთვის მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

რატომ გაუადვილდა ხინჩეგაშვის ფართის დაკანონება?

მერიის აღიარების კომისიამ საბოლოოდ გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როდესაც მერიას უკვე ხელმძღვანელობდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. კომისიას კი თავმჯდომარეობდა მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი.

თამაზ შიოშვილი ტელევიზიებთან გაკეთებულ ინტერვიუში ირწმუნება, რომ ყველაფერი კანონის დაცვით მოხდა, მაგრამ მისთვის ჯერ არ დაუსვამთ კითხვა, თუ რატომ უქმნიდნენ პრობლემებს სხვას, ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მსგავსი ბარიერები არ შეახვედრეს...

ქვემოთ ვნახავთ ამ ისტორიებს



I ფაქტი

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოქალაქე რ.შ 1900 კვ.მ მიწის ფართობს თვითნებურად ფლობდა. ნაკვეთი იყო შემოღობილი.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 2019 წელს, ისე გადასცეს სატყეო სააგენტოს, რომ არ დაეკითხნენ მოქალაქეს.

ამის შემდეგ მოქალაქემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რათა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარება მომხდარიყო.

საჯარო რეესტრმა მასალები გადაუგზავნა გორის მერიის აღიარების კომისიას.

გორის მერიასთან არსებულმა კომისიამ მოქალაქე რ.შ-ს უარი უთხრა რეგისტრაციაზე. დავა სასამართლოში გაგრძელდა. გორის სასამართლომ მოქალაქის სარჩელი დააკმაყოფილა და მერიას მესაკუთრედ მისი აღიარება მოსთხოვა.


II ფაქტი

მოქალაქე გ.ს. საკუთარი ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად ფლობდა 2 049 კვ.მ მიწის ფართობს.

მან, მესაკუთრედ აღიარების თხოვნით, საჯარო რეესტრს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2049 კვ.მ მიწის ფართობს თვითნებურად ფლობს 90-ანი წლებიდან, რომელიც შემოსაზღვრა ღობით.

საჯარო რეესტრმა ზემოაღნიშნული განცხადება 2021 წლის 27 მარტ გადაუგზავნა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ აღიარების კომისიას.

კომისიამ 2021 წლის 23 ივნისის №732 განკარგულებით საკუთრების აღიარებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ:

- მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა არა სახელმწიფოს, არამედ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებას,

- ასაღიარებელ მიწის ფართს არ ფლობდა მოსარჩელე

- მასზე მიმდინარეობდა საფეხბურთო მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები,

- აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა სახელმწიფო წყლის ფონდის მიწას და

- მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ტოპოგრაფიულ რუკაზე ფიქსირდებოდა არხი.

სადავო მიწის ფართზე საფეხბურთო მინი მოედნის მოწყობასთან დაკავშირებით, მოქალაქე მიიჩნევს, რომ გაურკვეველია სამშენებლო სამუშაოების წარმოების კანონიერების საკითხი, მეტიც, სამუშაოების დაწყება მოპასუხის მხრიდან უკავშირდება მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოების ხელოვნურად შექმნას.

დავა გაგრძელდა სასამართლოში. გორის სასამართლომ დაადგინა, რომ მერიას არ ჰქონდა რაიმე საფუძველი იმისა, რომ მოქალაქისთვის უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

III ფაქტი

მოქალაქე ე.დ. 1984 წლიდან თვითნებურად ფლობს და სარგებლობს ქ. გორში 885 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით. თუმცა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა აღიარების კომისიამ 2021 წლის 7 აპრილის განკარგულებით მას უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწა სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული გორის მუნიციპალიტეტს და ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გზის დაგეგმარება.

მოსარჩელის მითითებით, გზის დაგეგმარების საკითხი არ დასტურდებოდა არცერთი ოფიციალური დოკუმენტით. 

დავა გაგრძელდა სასამართლოში, სადაც მოქალაქემ მოიგო.

IV ფაქტი

მოქალაქე  ნ. შ-მა 1994 წლიდან უნებართვოდ დაიკავა ქალაქ გორში, 2 155 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც იმავე წელს ააშენა დამხმარე შენობა-ნაგებობა. ამ უძრავ ქონებას, იგი დღემდე უწყვეტად ფლობს.

მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს, წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ აღიარების კომისიას მიმართვით გადაუგზავნა ნ. შ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი მასალები მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ საკითხის განსახილველად.

გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა აღიარების კომისიამ ნ. შ-ს უარი უთხრა თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

უარის თქმის მოტივად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ ნ. შ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე გადის 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი.

დავა გაგრძელდა სასამართლოში, სადაც დადგინდა, რომ მაღალი ძაბვის სადენების გაყვანა მოხდა 2015 წელს, რომელიც არ ყოფილა შეთანხმებული გორის მერიასთან. დავა მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად
მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

16:04 / 18.11.2024
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებმა გაშალეს.
12:36 / 18.11.2024
ამ ოქმების მიხედვით, ქალაქ გორში, ,,ქართულ ოცნებას'' მიღებული
აქვს 11 409 ხმა.

ამ ოქმების მიხედვით, ქალაქ გორში, ,,ქართულ ოცნებას'' მიღებული აქვს 11 409 ხმა.

11:30 / 18.11.2024
ნეო ტვ-ს გუნდმა ეს პროექტი

ნეო ტვ-ს გუნდმა ეს პროექტი "რუსული კანონის" დამტკიცების პარალელურად შეიმუშავეს.

17:13 / 15.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.