რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გიორგი სოსიაშვილის შემოქმედების ქებათა-ქება გორის უნივერსიტეტის სტუდენტთა შრომების კრებულში
გორის უნივერსიტეტის ,,სტუდენტთა შრომების კრებული'' ბოლოს 2021 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში გვითხრეს, სტუდენტების ნაშრომები, კრებულის სახით, არ გამოცემულა.

ადმინისტრაციის წარმომადგენლმა გიორგი ყაზიშვილის გვითხრა, რომ 2021 წლის შემდეგ, ახალგაზრდები თავიანთ მასალებს თეზისების სახით წარმოადგენენ.

ბოლო კრებულში მკითხველი შეხვდება მასალას, რომელიც გიორგი სოსიაშვილის, როგორც მწერლის შემოქმედებას, მისი ენის თავისებურას ეხება. გიორგი სოსიაშვილი ამჟამად პარლამენტარია. ის დეპუტატი 2021 წლის ბოლოს გახდა, როდესაც პარლამენტის მანდატი გიორგი ხოჯევანიშვილმა დატოვა. რიგგარეშე არჩევნები გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში 2021 წლის შემოდგომით ჩატარდა.

გიორგი სოსიაშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა გუნდმა სიის 74-ე ნომრად წარადგინა. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, იგი მომდევნო პარლამენტის შემადგენლობაშიც მოხვდა.

2021 წლამდე სოსიაშვილი გორის უნივერსიტეტის რექტორი იყო. სტუდენტთა #13 შრომების კრებული სწორედ გსუ-ში მისი მმართველობის ბოლო წელს გამოქვეყნდა.

როგორ ესმის სტუდენტს გიორგი სოსიაშვილის შემოქმედების ენა? ამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ ტექსტს ამ ნაშრომიდან. ნაშრომი მეორე კურსის სტუდენტმა წარადგინა. საკონფერენციო მასალის ხელმძღვანელია პროფესორი, რომელიც იმ ადამიანის დედაა, ვინც გიორგი სოსიაშვილის სასარგებლოდ პარლამენტის მანდატი დატოვა.

ციტატის დასაწყისი კრებულიდან:

,,ყოველი ჭეშმარიტი მწერალი შემოქმედებითი მიზანდასახულობით უდგება სიტყვას. ლიტერატურული სამყაროს ესთეტიკურ ველს მეტაფორები, შედარებები, სიმბოლოები, ხატები და სურათები ქმნიან. მეტაფორის მოხდენილად გამოყენებითაა შექმნილი მხატვრული ფონი გიორგი სოსიაშვილის მოთხრობისა „ნათლის გვირაბი.’’

აქ მრავალ მეტაფორას შეხვდებით, რომლებიც მწერლის ენის ორიგინალურობაზე მეტყველებს. მეტაფორათა მოშველიებით მწერალს არაერთი შთამბეჭდავი სურათი აქვს შექმნილი:

„გამხმარ, დაბეხრეკებულ ხეთა საიქიოს ბინადარი მუხის ყლორტივით შესცქერის შთამომავალს “.

ასე გადმოსცემს მწერალი მოხუცი ადამიანის სასოებას და განცდას საკუთარი შთამომავლისადმი.

თანამედროვე მწერლობა წარმოუდგენელია ფილოსოფიური განსჯის და რეფლექსიის გარეშე. სწორედ ცხოვრების, წუთისოფლის წარმავლობაა გამოხატული სევდით სავსე ამ სტრიქონებში:

„მიწას გამოეთხარა, შეესანსლა და ის გული ერთ დროს რომ ბაგა-ბუგი გაუდიოდა ეხლა საფლავის მიწად იყო ქცეული.“

ძლიერი ემოციური დატვირთვის გამო მკითხველს გულგრილს არ დატოვებს მწერლის მიერ გადმოცემული გარდაცვალების სურათი:

„გრძნობდა, როგორ აწყდებოდა ასაფრენად გამზადებული სული ბებერ სხეულს. ახალი რაღაც იბადება - იქ ჩვილი , აქ სული - ზეცის . „ტკივილი გაძლიერდა, ზეციური ჩვილის დაბადების ტკივილი.“

„თურმე გულს კიარა, ერთ მუჭა მიწას დავატარებთ ადამიანები საფლავის სალუკმეს.“

„მზე ისე გაშავებულიყო, თითქო დიდი ხნის დამარხული მნათობი სამარიდან ამოეღოთ.“

მოთხრობაში „დახატული“ მეტაფორულად ქცეული პორტრეტები, ფერწერულ ტილოებს გვაგონებენ და საოცარი სიცხადით წარმოგვიდგენენ სხვადასხვა სურათს. მწერალი სასაფლაოზე შემოპარულ შემოდგომას ასე აღგვიწერს:

„ოქროში ლივლივებს ყველაფერი, მზემ სხივები დაგვიტოვა დაღვინდა უკვე, უსმენდა ბავშვობის მეგობარს და თითქო ოქროდდაღვრილ ფოთლებზე მიაბიჯებდა. გალოპრილ ხეებში გახლართულიყო შემოდგომის მზე და ვერ ახერხებდა თავის დაძვრენას.“

თვალხილულად წარმოგვიდგება დღისა და ღამის გაყრის შთამბეჭდავი სცენა შემდეგი სტრიქონებით:

„ხრინწიანი ხმით შეუტია ღამენათევ მთვარეს სოფლის განაპირა სახლის წინ მსხლის კენწეროზე მოფხიზლებულმა მამალმა, კიდევ უფრო მოიკუნტა მამლის ნისკარტით დაკენკილ ცაზე დაკიდებული ძალადაკარგული მთვარე “.

ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ „ ბნელ სივრცეში “ როგორ „ ირწევიან ღრუბლები,“ მერე კი ვარსკვლავებსაც დაინახავ .

„ღრუბლებგაფლეთილი ციდან დედიშობილები რომ გამოიჭვრიტებიან.“

„მზე“ და „ვაზი“სიმბოლოებად უქცევია მწერლის კალამს, მის საყვარელ სიტყვებად ქცეულან და არაერთი მშვენიერი მეტაფორული სტრიქონია მათი მეშვეობით შექმნილი.

ნაწარმოების მთავარი მოქმედი პირის მეშვეობით მწერალი გვეუბნება, რომ იგი ყველგან მზეს ხედავს: ქვევრშიც, მარანშიც, ამბარშიც, ყურძნის მტევნებშიც ... აღმერთებს ვაზს, მისდამი ტრფიალი იგრძნობა ყველა სტრიქონში: „მზე მყავდა ქვევრში დამწყვდეული, მიწის წვენით და შემოდგომის მზით ივსებოდა ჩემი მარანი . ამბარი მზის მარცვლით მქონდა სავსე.“ „ღმერთმა ცაშიც კი მომცა ვენახი .“

მწერლის განუზომელი ძალის სიყვარული იგრძნობა მზეჩაღვრილი ვაზისადმი, ეს სიყვარული იმ წინაპართაგან მოდის „მიწის გულიდან გამოსულ წვენს რომ მიირთმევდნენ.“

მზეჩამდგარ მტევნებში ჭვრეტს იგი უფლის თვალებს. „მზე ჩამდგარ მტევანზე დიდი სასწაული რა უნდა ნახო. მზეც აქ არი, მიწაც აქ არი, სიყვარულიც იქ არი, უფლის თვალებიც იქ არი .“

მწერალს თითქოს ეცოტავება საგანთა ტრადიციული აღქმა და ამიტომაც საოცარ ხერხს მიმართავს: განსხვავებული ემოციური შინაარსით მუხტავს მათ აღმნიშვნელ სიტყვებს, რის გამოც განსაკუთრებული ექსპრესიით მოქმედებს მკითხველზე:

„ეხლა იმ ყლორტების შეხება ვიგრძენი, ულვაშებაპრეხილი, საბედოსავით რომ დაეძებს სატრფოს. ვიგრძენი მისი შეხება და ის წამები მომენატრა ვაზს რომ ვესაუბრებოდი ხოლმე, ჩამოვუჯდებოდი და ვესაუბრებოდი. უთქმელად მაგებინებდა სათქმელს. ასე მეგონა, სამყაროს გაჩენისას დედამიწაში მზე ჩაეღვარა გამჩენს და ის ჩაღვრილი მზე ვაზად გადაქცეული ამოდის. ვაზი მზეა. გინახავს სარზე ულვაშებამოხვეული ვაზი? ვნებიანად რო შემოეჭდობა, აი, ყმაწვილ გოგოს რო მოეხვევა ვნებაამღვრეული ბიჭი, ვაზიც ეგრე ჩაიცხრობს ხოლმე ვნებებს, გადაეჭდობა თავის ნაპოვნ საბედოს .“

განსაკუთრებულად მხედველი თვალი, გამორჩეულად ფაქიზი სული უნდა გქონდეს, რომ „გოგოს მზერაში დაუსაბამო და უსასრულო ცა დაინახო,“ მის „ შემოდგომის მზით დაფერილ ღაწვებზე კი ბრილიანტებად ჩამოღვენთილი ცრემლები ბაგეებით აცენცო“ და ეს ენობრივი ქსოვილის სახით მკითხველსაც დაანახვო. „ ბახუსის ვარსკვლავებივით აციალებული თვალები,“

„მზეჩამდგარი მაჭარივით ადუღებული სისხლი,“ „ვაზის მოფერებით მოღლილი მზე,“ „სასაფლაოზე დაბადებული აპრილის დილა ,“ „შემოდგომის მზით სავსე მარანი,“ „უცხო მათხოვრის პირდაღრენილი ტუფლები ,“ „ვეება წვერზე წამოგორებული ღიმილი ,“ „ცხოვრებანათრე ვი სხეული ,“ „ენაზე ფიფქებივით უკვალოდ გამქრალი ბაგეები “ - ეს ,,ნათლის გვირაბში " განმბნეული სტრიქონებია. მსგავს ფრაზებს მრავლად შევხვდებით გიორგი სოსიაშვილის მოთხრობაში.

ვიღაცისათვის ეს შეიძლება დეტალებია, ანდა კონკრეტული ამბის მშვენიერი სამკაული, ჩემთვის კი ის სიტყვებია, ცხოვრებას და სამყაროს რომ სხვა თვალით მაჩვენებს.

უთუოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ მწერალი მეტაფორებთან ერთად ნაწარმოებში მრავლად იყენებს სხვა მხატვრულ ფორმებს.

გაბედულად შეიძლება ვთქვათ, რომ ყოველი ლიტერატურული ნაწარმოები ენობრივი მოვლენაა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ენობრივ  - სტილისტურმა ანალიზმა უნდა გამოავლინოს მხატვრული ნაწარმოების ენის თავისებურებანი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ისე, როგორც ორკესტრის მთლიანობას ქმნის ცალკეულ ინსტრუმენტთა ჟღერადობა, მწერლის სიტყვის მთლიანობაც მის მიერ გამოყენებულ მხატვრულ ენობრივ საშუალებათა ერთიანობაში ვლინდება, მათ შორის კი მეტაფორა ტექსტის მხატვრულობის დონის ერთ-ერთი ძირითადი საზომია. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გიორგი სოსიაშვილის მეტაფორული აზროვნება წარმოსახვის ორიგინალურობით, ხედვათა და განცდათა სიღრმის თვალსაზრისით გამორჩეულ ადგილს იკავებს ქართულ ლიტერატურულ აზროვნებაში.

წყარო: გორის უნივერსიტეტის სტუდენტთა შრომების კრებული, 2021 წელი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.