რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,გამართლებული'' ძალადობები ქალთა მიმართ
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ყოველ წელს დედაქალაქში, იმართება ქალთა მარში.

2024 წლის განმავლობაში, გორის სასამართლომ ქალთა მიმართ ძალადობის ათეულობით საქმე განიხილა. უმრავლეს შემთხვევაში, ბრალდებულები წარსულში ნასამართლევები არიან. ქართლის ამბების მიერ მოძიებული მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს უმრავლეს შემთხვევაში ბრალდებულების მიმართ გამამრთლებელ გადაწყვეტილებები გამოაქვს.

ძალადობა დედის მიმართ


ერთ-ერთი ბოლო საქმე, რომელიც გორის სასამართლოში განიხილეს, კასპში მომხდარ ინციდენტს ეხება. წარსულში ნასამართლევ პირს, 15 ივნისს, შემაკავებელი ორჯერდით, აუკრძალეს დედის სახლში, სამსახურსა და სხვა ადგილებზე მიახლოება. მიუხედავად ამისა, პირმა 19 და 21 ივნისს დედას და დეიდას თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე მიაკითხა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

ბრალდებული დააკავეს, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.გორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის გამართლდა.

ძალადობა ცოლის მიმართ

ქალი, რომელიც პურის საცხობში მუშაობს, მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. უფრო მეტიც, ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად, ის გაძარცვეს.

ძალადობისა და ძარცვის ბრალდებით, მისი მეუღლე დააკავეს. პროკურორ ანა ცაგურიას სიტყვით, მამაკაცი დაეუფლა მობილურ ტელეფონს, ხელჩანთას, სამკაულებს, კერძოდ, საყურესა და ყელსაბამს, ასევე - ფულად თანხას, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 3929 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ნივთების წართმევამდე ქალს სახეში გაარტყეს.

მამაკაცი დააკავეს, თუმცა გირაო შეუფარდეს. წინასწარი გამოძიების შემდეგ, გორის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. სასამართლომ ბრალდებული გაამართლა, გირაოც გაუქმდა.

თვითმკვლელობამდე მიყვანა

ზამთარში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ქალი ხიდიდან მდინარეში გადახტა. ის თანასოფლელებმა გადაარჩინეს, დროულად გამოიძახეს სამედიცინო ბრიგადა.

აღნიშნულ ფაქტზე დააკავეს მეუღლე, რომელიც რეგიონის სხვა რაიონში ცხოვრობს. წინასწარი გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ მდინარეში გადახტომამდე ქალს მეუღლემ ორჯერ სცემა, თანაც არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით.

წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ, სასამართლო სხდომაზე ბრალდებული გაამართლეს როგორც ცემაში, ასევე ოჯახში ძალადობის ბრალდებით წაყენებულ მუხლში. შესაბამისად, აღარ არსებობდა თვითმკვლელობამდე მიყვანის საფუძველიც.

ევროპული გამოცდილება

როგორც მოყვანილ მაგალითებში ჩანს, უმრავლეს შემთხვევაში, ქალები უარს ამბობენ ჩვენების მიცემაზე, განსაკუთრებით, სასამართლო სხდომებზე. ამით, წინასწარ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები ძალას კარგავს.

ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საქართველოში ევროკავშირი აფინანსებს პროექტებს, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების შესაძლებლობებს აძლიერებს.

პროექტები ძალადობის პრევენციის მიზნით ცნობიერებას ამაღლებს და ქალებს უფასო იურიდიულ, სოციალურ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ასევე სტერეოტიპებისა და მავნე წარმოდგენების შესაცვლელად და საინფორმაციო კამპანიების დასაწყებად მუშაობს. ასევე, ეს პროექტები SafeYou აპლიკაციის გამოყენებას უწყობს ხელს.

დღეს, ევროკავშირის ელჩმა პაველ კაჩინსკიმ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საჭიროა დაირღვევს ამ საკითხთან დაკავშირებით დუმილი და სტიგმა. ელჩი ამ განცხადებით ეხმაურება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოხვრის საერთაშორისო დღეს:

,,გენდერული ძალადობა არა მხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ეს ასევე არის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდებზე, ოჯახებსა და საზოგადოებებზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში.

სტატისტიკა ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო მასშტაბებს ავლენს: დაახლოებით 736 მილიონმა ქალმა - თითქმის ყოველმა მესამემ მსოფლიოში - ცხოვრებაში ერთხელ მაინც ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა განიცადა. ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში 15-69 წლის ყოველი მეორე ქალი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ძალადობას განიცდიდა.

უპირველესი გზა ქალების გასაძლიერებლად არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ შიშის გარეშე და ძალადობისგან დაცულად შეძლონ ცხოვრება. უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა. წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის თემა არის: "ყოველ 10 წუთში ერთხელ ქალს კლავენ. #არანაირი გამართლება. გაერთიანდით ქალების მიმართ ძალადობის დასასრულებლად". ერთად შეგვიძლია შევქმნათ მომავალი, რომელშიც პატივისცემა, ღირსება და უსაფრთხოება ყველასთვის გარანტირებულია."" - წერია განცხადებაში
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.