რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის შესასვლელში 15-სართულიანი კორპუსების მშენებლობა იგეგმება
გორში ბერბუკის გადასახვევთან 15-სართულიანი კორპუსების აშენება
იგეგმება.
ამის შესახებ საპროექტი განაცხადით კომპანია ,,აიდეა ჰოლდინგმა'' გორის მერიას მიმართა. მერიამ მასალები საკრებულოს გადაუგზავნა, სადაც საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
კომპანიის მფლობელები არიან ალექსანდრე შაპოვალოვი და დეა ბერია. ორგანიზაცია 2015 წელს დაარსდა. ორივე მფლობელს მითითებული აქვს, რომ არიან სოხუმიდან და ცხოვრობენ თბილისში.
გორის შესასვლელში კორპუსების ასაშენებლად მიწის ნაკვეთები უკვე შეიძინეს. შეძენილია 9 პირისგან. ჩამონათვალში არის გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და მისი ოჯახის წევრებზე განკუთვნილი ნაკვეთები.
9 ნაკვეთიდან ერთი ნაკვეთი ეკუთვნოდა თამაზ შიოშვილს. თამაზ შიოშვილმა მიწის ნაკვეთი ჯერ იყიდა, შემდეგ ერთი წლის შემდეგ გაყიდა კომპანიის სასარგებლოდ. დანარჩენი ნაკვეთები ეკუთვნოდა ანა მანველიშვილს, ვლადიმერ მანველიშვილს, გუჯა ბერუაშვილს, ნიკოლოზ ლელუაშვილს, გია ედიშერაშვილს..
პროექტის მიხედვით, აშენდება რამდენიმე კორპუსი, თუმცა დაზუსტებული არაა რაოდენობა. პროექტში მინიმუმ 3 კორპუსი ჩანს.
პროექტი წარმოადგენს რამოდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი დანიშნულების შენობ(ებ)ის ერთობლიობას. აღნიშნულ მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში მიწისპირა სართული უკავია კომერციული დანიშნულების ობიექტებს, რიგ შემთხვევაში აღნიშნული ობიექტები დუპლექსური ტიპისაა, ხოლო სხვა დანარჩენი მოცულობა მთლიანად საცხოვრებელი დანიშნულებისაა. თავად შენობები სხვადასხვა სართულიანია და ისინი ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს. შენობ(ებ)ის / კომპლექსის საშუალო სართულიანობაა - 15 სართული. კომპლექსის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელია სამხრეთ-დავსავლეთით მდებარე საავტომობილო გზიდან. თავად კომპლექსის ტერიტორიაზეც გათვალისწინებულია დახვეწილი სისტემა საავტომობილო მოძრაობისთვის, ასევე არსებობს როგორც მიწისზედა ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომების სისტემაც. ავტოსადგომების რაოდენობა აბსოლუტურად დააკმაყოფილებს შესაბამის რეგლამენტს, -ყოველ 100 კვ.მ. საცხოვრებელ ფართზე თითო სადგომი და ასევე ყოველ 60კვ.მ. კომერციულ ფართზე თითო ავტოსადგომი, საშუალოდ 540-მდე სამანქანე საპარკინგე ადგილი. აღსანიშნავია, რომ საპროექტო ტერიტორიაზე ცალკეა გამოყოფილი სარეკრიაციო, გამწვანებული ზონა, როგორც აქტიური დასვენებისთვის, ასევე საბავშვო სათამაშო მოედნებით. თავად შენობების ვიზუალს და გარე ფასადებს რაც შეეხება, აღნიშნულ კოპლექსში გამოყენებული იქნება თანამედროვე მასალები.'' - წერია კომპანიის განაცხადში.
გორის საკრებულომ თანხმობის მისაცემად განკარგულება უკვე მოამზადა:
,,იქიდან გამომდინარე, რომ გორის მუნიციპალიტეტისთვის ამ დროისთვის გენერალური გეგმა არ არსებობს, ამასთან, გეგმარებით ერთეულზე ან მის მიმდებარედ მუნიციპალიტეტს არ აქვს დაგეგმილი რაიმე ქალაქთმშენებლობითი ღონისძიება და/ან მსხვილი ინფრასტრუქტურული მშენებლობა, რაც ხელისშემშლელი იქნებოდა ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების დაწყებისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულს მიზანშეწონილად მიაჩნია მიეცეს თანხმობა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში არსებულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების თაობაზე.'' - ვკითხულობთ განკარგულებაში.

ამავე კატეგორიაში
პროკურორ ანა ცაგურიას განმარტებით, ქალმა და ბავშვებმა თავი შეაფარეს
ბოსელს და ელოდებოდნენ კაცის თანხმობას
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით,
ახალი სისტემით, პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევდა.
ავთანდილ ტიტვინიძე 29 ნოემბერს დააკავეს. სტუდია ,,მონიტორის''
კადრებში ჩანს, რომ
2037 ხელმომწერს შორის, 6 ექიმი გორიდანაა, 1 ექიმი კასპიდან, 1 ექიმი
კი - ხაშურიდან.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები