რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
შიდა ქართლის ტერიტორიაზე 11 მინიჰესის აგება იგეგმება
შიდა ქართლის ტერიტორიაზე 11 მინიჰესის აშენება იგეგმება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ობიექტები განთავსდება ძირითადად მდინარე მტკვრის კალაპოტში.

წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ქვიშხეთიდან ქსნამდე 11 ჰესია გათვალისწინებული. კიდევ ორი კი მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე - ქსნიდან ზაჰესამდე.

მაგალითად, ,,ქარელი ჰესი'' აშენდება დოღლაურიდან ბებნისამდე არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც დაიგეგმა შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ს მიერ. 13.6 მგვტ-იანი ,,ქარელი ჰესი'' კალაპოტური ტიპის იქნება. ვარდნა 8 მ.

,,მტვარის ჰესების კასკადის პროექტის და მისი შემადგენელი „ქარელი ჰესი“-ს პროექტის განხორციელება მნიშნელოვანი დადებითი ეფექტის მომტანი იქნება ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკით განსაზღვრული ამოცანების შესრულებისათვის. მხოლოდ „ქარელი ჰესი“ მიერ გამომუშავებული ელექტრონერგიის საშუალო წლიური რაოდენობა იქნება 48.9 მლნ.კვტ.სთ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მცირე მდინარეებისაგან განსხვავებით მდ. მტკვარის ჰიდროლოგიური რეჟიმი იძლევა ელექტროენერგიის წლის ყველა პერიოდში სტაბილური გამომუშავების საშუალებას.'' - ვკითხულობთ სკოპინგის ანგარიშში.



პროექტის მიხედვით, „ქარელი ჰესი“-ს კაშხლის ზედა ნაწილში შექმნილი წყალსაცავის წყლით დაიტბორება ძირითადად მდინარის აქტიური კალაპოტის არეალი, რაც, პროექტის ავტორების აზრით, მნიშვნელოვნად ამცირებს ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების რისკებს.

პროექტის გავლენის ზონაში მოექცევა მცირე ფართობის ჭალის ტყის კორომები.

,,ჰიდროენერგეტიკული პროექტების ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების რისკებით განსაკუთრებით საყურადღებოა წყლის ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში პროექტი ითვალისწინებს კალაპოტური ტიპის ჰესის მოწყობას და დერივაციული ტიპის პროექტისაგან განსხვავებით, კაშხლის ქვედა ბიეფში წყლის დონის შემცირებას ადგილი არ ექნება და შესაბამისად იქთიოფაუნაზე ზემოქმედება მოსალოდნელია მხოლოდ კაშხლის, როგორც მიგრაციის ხელშემშლელი ხელოვნური ბარიერის არსებობით. პროექტი ითვალისწინებს ე.წ. საფეხურებიანი თევზსავალის მოწყობას, ხოლო წყალმიმღებზე ელექტროიმპულსური თევზამრიდის მოწყობას. აღნიშნული შემარბილებელი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეამცირებს ზემოქმედების რისკებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კაშხლის ზედა ბიეფში შექმნილ წყალსაცავში ხელსაყრელი პირობები შეიქმნება, როგორც იქთიოფაუნის საბინადროდ და გასამრავლებლად, ასევე წყალთან დაკავშირებული ცხოველებისა და ფრინველებისათვის.'' - ვკითხულობთ ანგარიშში.

ვიზუალურ-ლანდშაფტურ ცვლილებებთან დაკავშირებული ზემოქმედების შემცირების მიზნით, დაგეგმილია ნაპირდამცავი დამბების ფერდების რეკულტივაცია (მრავალწლიანი ბალახების და ხემ-მცენარეების გაშენება), რაც გარკვეულად შეამცირებს ზემოქმედების ხარისხს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჰესის ნაგებობები განთავსებული იქნება მდინარის აქტიური კალაპოტის ფარგლებში და შესაბამისად მიწის საკუთრებასა და გამოყენების პირობებზე ზემოქმედება მინიმალურია. პროექტის გავლენის ზონაში კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები წარმოდგენილი არ არის.

მოსახლეობას პირდებიან, რომ შეტბორვის ზონა არ გასცდება მდინარის აქტიურ კალაპოტს, წყლის სარკის ზედაპირის ფართობი ბუნებრივთან შედარებით გაიზრდება 4-5 ჯერ. აღნიშნულის გათვალისწინებით ადგილობრივ კლიმატზე მაღალი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.

შპს „ენ-სი ჯგუფი 2022’’ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს პროექტის განხორციელებისას მოსალოდნელი რისკების სათანადო მართვა, გაატაროს შესაბამისი შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებები და დააწესოს მკაცრი კონტროლი აღნიშნული ღონისძიებების შესრულებაზე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განცხადება გაავრცელა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმაც,
სადაც აღნიშნულია,
განცხადება გაავრცელა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმაც, სადაც აღნიშნულია,
01:37 / 12.03.2025
2024 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი
დეტალი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს.
2024 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს.
21:54 / 11.03.2025
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11
პრიმა - 109-ე მუხლის

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლის

21:48 / 11.03.2025
ვ.მ სასამართლოში ჩივის იმის გამო, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ
გაათავისუფლეს.
ვ.მ სასამართლოში ჩივის იმის გამო, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.
17:18 / 11.03.2025
პროკურორ ოთახ დოხნაძის ცნობით, მსჯავრდებულებმა, 2023 წლის 8
აპრილს, დილის 04:30 სთ-ზე,

პროკურორ ოთახ დოხნაძის ცნობით, მსჯავრდებულებმა, 2023 წლის 8 აპრილს, დილის 04:30 სთ-ზე,

14:35 / 10.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.