რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შიდა ქართლში 4 სკოლის მშენებლობის მიტოვების გამო ,,ლაგი კაპიტალს'' ხელშეკრულება შეუწყვიტეს
კომპანია ,,ლაგი კაპიტალს'' შეუწყვიტეს ხელშეკრულება იმის გამო, რომ
შიდა ქართლში ოთხი სკოლის მშენებლობის პროცესი მიატოვა.
ამის შესახებ ,,ქართლის ამბებს'' ხაშურის მეოთხე და სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლების დირექტორებმა განუცხადეს.
ისინი თბილისში ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მშობლებთან ერთად, იმყოფებოდნენ, სადაც განუცხადეს, რომ 2025 წლის გაზაფხულიდან გამოცხადდება ახალი ტენდერი, ხოლო ის ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ,,ლაგი კაპიტალთან'' იყო გაფორმებული, შეწყვეტილია.
,,გაწვალებულები ვიყავით. დაიწყებდნენ რაღაცას, შემდეგ გაჩერდებოდნენ. ჯერ მხოლოდ მიწაა გათხრილი. ამდენი ხანი მეტი ვერაფერი გააკეთეს. იძულებული გავხდით, წავსულიყავით თბილისში. წავიყვანეთ მშობლებიც, რომ ისინიც საქმის კურსში ყოფილიყვნენ. იქ გვითხრეს, რომ ხელშეკრულება შეწყვეტილია კომპანიასთან და გაზაფხულზე ახალი ტენდერი გამოცხადდება. იმედი გვაქვს, რომ პროცესი მალე დასრულდება. ძალიან გაწვალდნენ ბავშვები'' - გვითხრეს ხაშურის სკოლების დირექტორებმა.
,,ლაგი კაპიტალმა'' ,,გააწვალა'' არა მარტო ხაშურის სკოლები (ნაბახტევი, ბეღლეთი და მეოთხე სკოლა), არამედ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის სკოლის ბავშვებიც. ატენშიც ჯერ მხოლოდ მიწაა გათხრილი. სამუშაო პროცესი აქაც დიდი ხანია შეჩერებულია.
ატენის სკოლის მოსწავლეები მეზობელ სოფელ ხიდისთავში დადიან. ნაბახტევის სკოლის ბავშვები - ალის სკოლაში. ხაშურის მეოთხე სკოლის ბავშვები კი მეშვიდე სკოლაში. გაჭიანურებული სამშენებლო პროცესის გამო ზარალდება ასობით მოსწავლე.
,,ლაგი კაპიტალი'' დაფუძნდა 2015 წელს. დამფუძნებლები იყვნენ:
ნინო ზარქუა - 50%; გიორგი ლომიტაშვილი - 25%' ლაშა გრიგალავა - 25%.
ტენდერში გამარჯვებისა და ხელშეკრულების გაფორმების დროს, 2023 წლის 26 აპრილს, კომპანიის მფლობელები იყვნენ:
შპს ჯე5, - 50% (ალექსანდრე ამისულაშვილი, პარლამენტის წევრის ირაკლი ზარქუას სიძე)
შპს ,,ურბანიქსი, 25% (გიორგი ლომიტაშვილი)
შპს ლაშა 1987, -25% (ლაშა გრიგალავა)
2023 წლის სექტემბერში ყველა მათგანმა წილები გააჩუქა ია ირემაშვილზე.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სკოლები უნდა აეშენებინა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში (120 მოსწავლე), ხაშურში - N4 საჯარო სკოლა (500 მოსწავლე), ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში (120 მოსწავლე) და ქვიშხეთში (30 მოსწავლე).
შესყიდვის სავარაუდო ბიუჯეტი 22 213 386 ლარი იყო, თუმცა ხელშეკრულების ღირებულებად 20 611 989 ლარი განისაზღვრა.
ამჟამად, ლაგი კაპიტალს მიღებული აქვს 5.67 მლნ ლარი. შესყიდვების სააგენტოს ცნობით, ოთხივე სკოლაში შესრულებულია სამუშაოების 27%. პროექტი 2023 წლის აპრილიდან დაიწყო. ხელშეკრულების ვადა 2026 წლის აგვისტოში იწურებოდა.
ამ ტენდერებში "ქართული ოცნების" დეპუტატის სიძის კომპანიის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია "პირველმა" გაავრცელა. რეპორტაჟს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავად ზარქუა გამოეხმაურა. მან ახლობლებსა და მეგობრებს მოუწოდა, ვისაც გამოცდილება აქვთ, ტენდერებში მონაწილეობა თამამად მიიღონ.
"ალექსანდრე ამისულაშვილს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ღირსეულად ატარა ეროვნული ნაკრების მაისური, ეროვნული დროშა, ყველა იცნობს, ვინ რას წარმოადგენს. ეტყობა ძველი რეჟიმის დროიდან ჰგონიათ, რომ ეს ასე ხდება. ადამიანი თავისი შრომით, ჯაფით, კაპიტალით სამშენებლო თემებშია და რადგან ზარქუას სიძეა, თურმე უნდა გახდეს ბულინგის მსხვერპლი. ეს არის თქვენი სტანდარტი. გეგონათ, თავის მართლების რეჟიმში გადავიდოდი. არა ბატონებო, პირიქით, მე მოვუწოდებ ყველა ჩემს ახლობელს, მეგობარს, უბნელს, ჩემს თბილისელებს, ჩემს წალენჯიხელებს, ვისაც გაქვთ კაპიტალი, გამოცდილება, შესაძლებლობა, რომ ღია, გამჭვირვალე ტენდერებში მიიღოთ მონაწილეობა, თამამად გააკეთეთ ეს იმიტომ, რომ მეტი სკოლა და ბაღი უნდა აშენდეს, მეტი სპორტკომპლექსი, ღირსეულად და ხარისხიანად", - თქვა ირაკლი ზარქუამ.

ამავე კატეგორიაში

განცხადება გაავრცელა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმაც,
სადაც აღნიშნულია,

2024 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი
დეტალი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლის

ვ.მ სასამართლოში ჩივის იმის გამო, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ
გაათავისუფლეს.

პროკურორ ოთახ დოხნაძის ცნობით, მსჯავრდებულებმა, 2023 წლის 8 აპრილს, დილის 04:30 სთ-ზე,
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები