რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
გორში კლინიკა ,,ნოვაციოში'' ბავშვთა კარდიოლოგიის ცენტრი დაფუძნდა
გორში კლინიკა ,,ნოვაციოში'' ბავშვთა კარდიოლოგიის ცენტრი დაფუძნდა, სადაც  ბავშვებისთვის, კონსულტაციის გარდა, ტარდება კარდიოექოსკოპია და კარდიოგრამა.

ცენტრი ჯოენის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოლოგებით დაკომპლექტდა.

ცნობისათვის, ,,ნოვაციოსა'' და ჯოენის საუნივერსიტეტო კლინიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკას ესტუმრა ბავშვთა და ინტერვენციული კარდიოლოგი, ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტან ხელაშვილი.

კარდიოლოგსა და რეგიონში მომუშავე ექიმებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იყო რეგიონში დარგის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა, არსებული გამოწვევები და კლინიკის შესაძლებლობები თანამედროვე ტექნოლოგიების თვალსაზრისით.



,,კლინიკაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები ექიმებს საშუალებას აძლევს, ბავშვთა კარდიოექოსკოპიის მეშვეობით ზუსტად შეაფასონ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პაციენტებს ამბულატორიული მომსახურებისას ადგილზე, ქალაქიდან გასვლის გარეშე, ეძლევათ შესაბამისი დანიშნულება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ოპერაციული ჩარევა, ჯო ენის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდის მართვა შესაძლებელი იქნება ადგილზევე, გორში, რაც ამცირებს ფინანსურ დანახარჯებს და ხელს უქყობს დროულად გამოვლინდეს შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ ბავშვთა კარდიოლოგის მეთვალყურეობას.'' - გვითხრეს ,,ნოვაციოში''

შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე ჯოენის სუნივერიტეტო ჰოსპიტალის ნევროლოგიური დეპარტამენტის უფროსი ბავშვთა და მოზრდილთ ნევროლოგი თამარ აბაშიძე. განხილულ იქნა აქტუალური დაავადებები ნევროლოგიაში, მათი დიაგნოსტიკისა და მართვის ალგორითმები. სიახლეები დარგის მიმართულებით.

მოწვეული ექიმების მიერ გამოითქვა სურვილი კვლავ გაგრძელდეს მსგავსი შეხვედრები დარგში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ასევე აღნიშნეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ბავშვთა კარდიოლოგიური მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

,,კლინიკა "ნოვაციო" უკვე ნახევარი წელია, რაც წარმატებით ფუნქციონირებს გორში. ამ მოკლე პერიოდში კლინიკამ შეძლო მოსახლეობის დამსახურებული ნდობისა და სიყვარულის მოპოვება. კლინიკა "ნოვაციო" წარმოადგენს მაღალი ხარისხის ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას. მისი სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი განპირობებულია თანამშრომლობით საქართველოს წამყვან სამედიცინო კლინიკებთან. "ნოვაციოსა" და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკაში რეგულარულად იმართება კონსულტაციები სხვადასხვა პროფილის მოწვეული ექიმების მიერ.'' - აღნიშნავენ კლინიკაში.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განცხადება გაავრცელა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმაც,
სადაც აღნიშნულია,
განცხადება გაავრცელა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმაც, სადაც აღნიშნულია,
01:37 / 12.03.2025
2024 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი
დეტალი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს.
2024 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს.
21:54 / 11.03.2025
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11
პრიმა - 109-ე მუხლის

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლის

21:48 / 11.03.2025
ვ.მ სასამართლოში ჩივის იმის გამო, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ
გაათავისუფლეს.
ვ.მ სასამართლოში ჩივის იმის გამო, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.
17:18 / 11.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.