რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
თბილისში აქციის დასრულებისას ხაშურელი აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი დააკავეს
21 თებერვალს საღამოს რუსთაველის გამზირის მიმდებარედ დაკავებული
დემონსტრანტი მარიამ მეყანწიშვილი აცხადებს, რომ დაკავებიდან
რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა პოლიციიდან
გამოსვლისას დაახვედრეს 5000-ლარიანი ჯარიმა 17 თებერვალს „გზის
გადაკეტვის“ გამო.
როგორც მეყანწიშვილი წერს, წუხელ აქციაზე გამოსვლა გადაწყვტია მას შემდეგ, რაც იხილა კადრები, როგორ დაუპირისპირდა ორი ადამიანი, - რომელთაც თან მაჩეტე და ხელკეტი ჰქონდათ, - დემონსტრაციების მონაწილეებს.
„მე დამიჭირეს, რომ ვეკითხებოდი რა მნიშნვნელობა ჰქონდა ისეთ ქვეყანაში ყოფნას, სადაც მოძალადეს და ჩვენს შორის ვინც ქვეყნის განვითარებისთვის იბრძვის, ტოლობას დასვამდნენ“, - ამბობს მოქალაქე.
„ადგნენ და ტროტუარიდან ამიყვანეს. გამათავისუფლეს ხელწერილით. გამოსულს იქვე დამახვედრეს 5000 ლარიანი ჯარიმა 17 თებერვალს გზის გადაკეტვის გამო“, - აცხადებს ის.
მეყანწიშვილის თქმით, წუხანდელ ეპიზოდზე მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, - რასაც სრულ აბსურდს უწოდებს. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო.
„ისევ სასამართლოში შევხვდებით“, - წერს ის.
წუხელ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მარიამ მეყანწიშვილი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს ესაუბრება, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციელი მას ეუბნება: "გითხარით და ვერ იგებთ, დაკავებული ბრძანდებით".
21 თებერვალს, საპროტესტო დემონსტრაციების 86-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე მორიგი პროევროპული აქცია გაიმართა და გზა კიდევ ერთხელ გადაიკეტა.
ბოლო დღეებია, საპროტესტო აქციებზე "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" გამო, ყოველდღიურად, ათობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითარი.

ამავე კატეგორიაში

სასამართლოს დადგენილებით, დაკრედიტების ოფიცერმა, 2021-2022 წლებში,
12 მსესხებელზე

შესყიდვების სააგენტოს ცნობით, კომპანიის ანგარიშშზე ჩარიცხულია 5.7
მლნ ლარი.

ლუკას ყოველთვის აინტერესებდა ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოო
გადაწყვეტილება ძმის წარმატება მიაღებინა.

"იმ პირობებში, როდესაც ე.წ. ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს აწესებს და
აძლიერებს ფინანსურ სანქციებს,

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დამრღვევ მძღოლებს ადმინისტრაციული
სამართადარღვევათა კოდექსის მუხლებით
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები