რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
ბანკი ჩივის, რომ გორში მისმა ოფიცერმა შეღავათიანი აგროკრედიტები უსაფუძვლოდ გასცა
გორში, ბანკიდან გაათავისუფლეს დაკრედიტების ოფიცერი, რომელიც წლების
განმავლობაში წარმატებულ თანამშრომლად მიიჩნეოდა, ხოლო მასთან
გაფორმებული იყო უვადო ხელშეკრულება.
სასამართლოს დადგენილებით, დაკრედიტების ოფიცერმა, 2021-2022 წლებში, 12 მსესხებელზე უსაფუძვლოდ გასცა შეღავათიანი აგროკრედიტი და მიკრობიზნეს სესხი, რომელთა საერთო ოდენობამ შეადგინა 875 000 ლარი. აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტის თანხის ოდენობამ შეადგინა 455 000 ლარი.
ამ კრედიტების გაცემით, დაკრედიტების ოფიცერმა ბონუსის სახით მიიღო 73 040 ლარი.
დაკრედიტების ოფიცერი სამსახურიდან 2023 წლის ივნისში გაათავისუფლეს. გათავისუფლებულმა თანამშრომელმა დავა სასამართლოში დაიწყო, თუმცა სამივე ინსტანციის სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. არ აღადგინეს სამსახურში. მისი ყოველთვიური ხელფასი 1800 ლარი იყო.
სასამართლო სხდომაზე ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადასცა. თუმცა, უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმე დღემდე გამოძიებაშია. დაკრედიტების ოფიცერმა სხდომაზე განაცხადა, რომ გამოძიების დაწყება არ ნიშნავს მის ბრალეულობას. ოფიცრის არგუმენტებზე ქვემოთ იქნება ვრცლად საუბარი.
უზენაესი სასამართლოს აზრით, ბანკის თანამშრომლის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებით/შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბანკმა (სს თ.ბ) თანამშრომელი კანონის შესაბამისად გაათავისუფლა.
ბანკის პოზიცია
სასამართლოს დადგენილების მიხედვით, აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა იმ ბანკში (სს თ.ბ), რომელიც შეღავათიან აგროკრეტისი პროგრამაში იყო ჩართული.
ირკვევა, რომ ბანკმა ეჭვი შეიტანა თავისი წარმატებული თანამშრომლის საქმიანობაში და მონიტორინგი ჩაატარა.
ბანკის წარმომადგენლის განმარტებით, დაკრედიტების ოფიცერი, სასესხო პროდუქტების ინსტრუქციისა და საკრედიტო სახელმძღვანელოთი დადგენილი წესის დარღვევით, მიდიოდა მომხმარებლის ბიზნეს-საქმიანობის ადგილზე და ახდენდა შემოსავლის შეფასებას, თუმცა, ნაცვლად არსებული მდგომარეობისა, უთითებდა არარეალურ მონაცემებს, რომელიც ხელოვნურად ზრდიდა მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას და სესხის კოეფიციენტს;
მათივე განმარტებით, დაკრედიტების ოფიცერი, მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ფლობდა საბანკო/კონფიდენციალურ ინფორმაციას სესხის დამტკიცების სტანდარტის შესახებ, შესაბამისად, აცნობიერებდა, რომ რეალური მონაცემების მითითების შემთხვევაში, სესხები არ გაიცემოდა. სწორედ ამ მიზეზით აწვდიდა ბანკს არარსებულ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც ხდებოდა სესხის დამტკიცება და გაცემა.
ბანკის ცნობით, დაკრედიტების ოფიცერს, 2023 წლის 15 ივლისს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, სადაც აღიარა და დააფიქსირა გაზრდილი, არარეალური ბიზნესის საფუძველზე სესხების განზრახ გაცემის ფაქტები, ასევე, დაადასტურა, რომ სესხის ელექტრონულ პროგრამაში არ ტვირთავდა სათანადო დოკუმენტაციას და მონაცემებს უთითებდა არასწორად, რათა სესხი დამტკიცებულიყო.
ოფიცრის საპასუხო არგუმენტები
სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლის აზრით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ 12 სესხის პროექტი პროცედურის დარღვევით შეადგინა.
სასამართლოსთვის უდავოდ გახდა ის ფაქტი, რომ დაკრედიტების ოფიცერი, რომელიც შეღავათიანი აგროსესხების პროექტს ადგენდა, ეყრდნობოდა მხოლოდ და მხოლოდ პოტენციური მსესხებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას იმ შემთხვევაში, თუ: არ არსებობდა საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის (იჯარის, ქირავნობის ხელშეკრულება) დამადასტურებელ დოკუმენტებს უძრავ ქონებასთან (მიწა, შენობა-ნაგებობანი) დაკავშირებით.
დაკრედიტების ოფიცერი ასევე ეყრდნობოდა სესხის მიღების მსურველის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას პირუტყვის ოდენობისა და მოსაყვანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის სავარაუდო ჯიშისა და ოდენობის შესახებ.
ოფიცრის განმარტებით, შეღავათიანი აგროსესხის შინაარსი და იდეა იყო სწორედ აღნიშნული - გამარტივებული პროცედურით, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე (ასეთის არარსებობის შემთხვევაში) ბანკი უნდა დაყრდნობოდა პოტენციური მსესხებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელსაც იგი და მის პოზიციაზე მყოფი სხვა დასაქმებულები ამოწმებდნენ ადამიანური შესაძლებლობის ფარგლებში, რაც მოხდა სწორედ იმ 12 სესხთან დაკავშირებით.
ოფიცრის განცხადებით, ვერც ბანკმა და ვერც გორისა და სააპელაციო სასამართლოებმა ვერ დაასაბუთეს, თითოეული სესხის პროექტის შემთხვევაში რომელი კონკრეტული პროცედურა დაირღვა ან/და საერთოდ რა დარღვევას ჰქონდა ადგილი.
სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლად მიუთითა 5 სესხი და აღნიშნულ სესხებზე დასაქმებულს ჩამოართვა ახსნა-განმარტება, ხოლო დანარჩენ სესხებთან დაკავშირებით ოფიცერმა შეიტყო მხოლოდ მას შემდგომ, რაც მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა.
სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა ის გარემოება, რომლის მიხედვითაც უნდა განსაზღვრულიყო შეღავათიანი აგრობიზნეს სესხის გაცემის პროცედურა. აღნიშნულის დაუდგენლობამ გამოიწვია ის, რომ ოფიცრის მიერ ყველა პროცედურის სათანადო დაცვით შედგენილი პროექტების შედეგად გაცემული სესხები ყოველგვარი კვლევის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ დამსაქმებლის ზეპირი განმარტების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ „პროცედურების დარღვევით გაცემულად“ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა და არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ სესხები, რომელზეც მოსარჩელემ პროექტები შეადგინა, ემსახურებოდა რეალურად არსებულ ბიზნესებს და ბიზნესიდან შემოსავლებით სრულდებოდა და დღემდე სრულდება ფინანსური ვალდებულებები ბანკის კლიენტების მიერ.
ბანკმა ზეპირსიტყვიერად მიუთითა, რომ ბანკს ოფიცრის მიერ პროცედურის დარღვევით „გაცემული“ სესხების გამო მიადგა დიდი ოდენობით ფინანსური და რეპუტაციული ზარალი, თუმცა საქმეში წარადგინა საპირისპირო მტკიცებულება.
კერძოდ, ბანკის მიერ წარდგენილი მტკიცებულების მიხედვით, წარდგენის პერიოდისთვის მხოლოდ 2 სესხია ვადაგადაცილებაში და ორივე უზრუნველყოფილია ქონებით. ე.ი. ის სესხები, რომელთა გაცემითაც ბანკს „მიადგა ფინანსური ზიანი“ დღემდე იფარება, იხდება, ყველა დაფინანსებული ბიზნესი დღემდე არსებობს, მოსარჩელის მონაწილეობით გაცემული სესხებით ადამიანებმა წამოიწყეს მცირე აგრომეურნეობა, მცირე ბიზნესი, იხდიან სესხს, უხდიან სახელმწიფოს გადასახადებს, კვებავენ ოჯახებს.
,,შეიძლება პროექტში მითითებული 1 ჰექტარის ნაცვლად კლიენტმა კიტრი ნახევარ ჰექტარზე მოიყვანა, მაგრამ ეს რატომ უნდა გახდეს თანამშრომლის გათავისუფლების საფუძველი? რანაირად უნდა იწინასწარმეტყველოს ოფიცრის პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა დეკემბერში, რომ კიტრის მოსავალი გაზაფხულზე დაითესება არა ერთ, არამედ ნახევარ ჰექტარზე?’’ - ეკითხებოდა ოფიცერი მოსამართლეს.
რაც შეეხება ვადაგადაცილებას, ოფიცრის განმარტებით, რა თქმა უნდა, აღნიშნული რისკი არამხოლოდ შეღავათიან აგროსესხს, არამედ ნებისმიერ სესხს, თუნდაც განვადებას ახლავს თან და ეს დასაქმებულის პასუხისმგებლობა ვერ იქნება.
ოფიცერი განმარტავს, რომ ბანკმა შეღავათიანი აგროკრედიტის სესხის პროექტებში „დარღვევები“, სხვა, თითქმის ყველა იმავე პოზიციაზე მომუშავე პირებთან აღმოჩნდა, თუმცა მისგან განსხვავებით, სხვები არ გათავისუფლდნენ სამსახურიდან, მათ მიიღეს გაფრთხილება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენით გამოიკვეთებოდა დამსაქმებლის უსამართლო და არაკეთილსინდისიერი ქცევა დასაქმებულის მიმართ;
რაც შეეხება იმ ახსნა-განმარტებას, სადაც ოფიცერი თითქოს აღიარებს თავის ,,დანაშაულს,’’ ოფიცერმა განმარტა, რომ მის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება იყო ბანკის მიერ მისი შეცდომაში შეყვანის შედეგი და ორგანიზაციის გავლენის ძალით მოპოვებული.
კერძოდ, როდესაც ბანკმა მიუთითა, რომ ოფიცერს უნდა დაეწერა ახსნა-განმარტება, იქვე განუმარტა, რომ მიიღებდა გაფრთხილებას ისე, როგორც სხვა თანამშრომლები და არ ემუქრებოდა გათავისუფლება; ეს უბრალოდ აგროსესხებთან და მათში ნაგულისხმევ რისკებთან დაკავშირებული პრობლემები იყო და ახსნა-განმარტება ყველაფერს მოაგვარებდა.
ბანკის მიერ მოწვეულმა მოწმემ, მონიტორინგის განმახორციელებელმა დაადასტურა, რომ მსგავსი ტიპის „დარღვევები“ აღმოჩნდა დანარჩენ თანამშრომლებთანაც და ოთხმა თანამშრომელმა მიიღო საბოლოო გაფრთხილება.
,,ის ფაქტი რომ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ინფორმაცია და დაიწყო ძიება, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მე, როგორც დასაქმებულმა, რაიმე დავარღვიე ან/და დანაშაული ჩავიდინე.’’ - განუმარტა ოფიცერმა სასამართლოს.
ვინ არის ოფიცერი
ბანკიდან გათავისუფლებული თანამშრომელი 2017 წლის მარტიდან დასაქმებული იყო ბანკში სხვადასხვა პოზიციებზე. ამ წლების განმავლობაში ის იყო ერთ-ერთი წარმატებული თანამშრომელი, რომელიც პოზიციურად წლებთან ერთად წინაურდებოდა. გამოცხადებული აქვს არაერთი მადლობა მოპასუხის მხრიდან და მიღებული აქვს არაერთი სიგელი. მას სამუშაო წლების განმავლობაში არ ჰქონია არცერთი დისციპლინური გადაცდომა და, შესაბამისად, რაიმე დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია;
მხარეთა შორის წერილობითი შრომითი ხელშეკრულება უვადოდ გაფორმდა 01.03.2018 წელს. ის 2023 წლის 16 ივნისს გათავისუფლდა სამსახურიდან.
12 სესხი, რომელიც ბანკის აზრი, ოფიცერმა უსაფუვლოდ გასცა
I სესხი
- 2021 წლის 26 ივლისს ი.ბ–ზე გაიცა მიკრობიზნეს სესხი. კრედიტის თანხამ შეადგინა 10 000 ლარი. მონიტორინგის ფარგლებში ვიზიტი შედგა გორის რაიონის სოფელ ........ მსესხებელი ი.ბ–ი ამუშავებს სურსათის მაღაზიას. სესხის გაცემისას შემოსავლის ნაწილში მითითებულია 60 525 ლარი და ფასნამატი 30%. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა,რომ მაღაზიის საშუალო მარჟა 10-12%-ია. სესხის გაცემისას სესხის კოეფიციენტი შეადგენდა 2.71-ს, ხოლო რეალური მონაცემებით კოეფიციენტი იქნებოდა 0.48, რის გამოც სესხი აღარ გაიცემოდა;
II სესხი
2022 წლის 13 დეკემბერს ი.მ. ნ.ხ–ზე გაიცა შეღავათიანი აგროკრედიტი. კრედიტის თანხამ შეადგინა 80 000 ლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ვიზიტი შედგა გორის რაიონის სოფელ ....... მსესხებელთან. დაფინანსებულია აგრომეურნეობა, ხელფასი და იჯარა. სესხის გაცემისას სხვა აქტივებთან ერთად გათვალისწინებულია 3.1 ჰექტარზე პომიდორი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მსესხებელს პროდუქტი მოჰყავს 51*10 მ-ზე. სესხის გაცემისას კოეფიციენტი მითითებულია 1.22, ხოლო რეალური მონაცემებით კოეფიციენტი 0.25 იქნებოდა და სესხი აღარ გაიცემოდა;
III სესხი
- 2022 წლის 17 მაისს ზ.ც–ძეზე გაიცა შეღავათიანი აგროკრედიტი. კრედიტის თანხამ შეადგინა 30 000 ლარი. აღნიშნული სესხი გადაიფარა 2023 წლის 18 აპრილს გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტით. სესხის გაცემისას სხვა აქტივებთან ერთად გათვალისწინებულია 20 მოზარდიდან შემოსავალი, თუმცა ადგილზე ვიზიტით დადგინდა, რომ მსესხებელს რეალურად ჰყავს 10 სული საქონელი.
IV სესხი
- 2021 წლის 03 სექტემბერს თ.მ–ზე გაიცა მიკრობიზნეს სესხი. კრედიტის თანხამ შეადგინა 30 000 ლარი. ამავე კლიენტზე 2022 წლის 09 სექტემბერს გაცემულია შეღავათიანი აგროკრედიტი 8 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წლის 16 დეკემბერს მიკრობიზნეს სესხი 20 000 ლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ვიზიტი ჩატარდა მსესხებლის ბიზნეს საქმიანობის ადგილზე. მსესხებელს ბანკში აქვს სამი პარალელური სესხი. ბოლო პროექტში სხვა კულტურებთან ერთად გათვალისწინებულია 1.8 ჰექტარზე პომიდვრის მოყვანა, რაც შემოწმების შედეგად არ დადასტურდა. აღმოჩნდა, რომ მსესხებელს აქვს 0.5 ჰა მიწის ნაკვეთი. რეალური შემოსავლის მითითების შემთხვევაში სესხი არ გაიცემოდა;
V სესხი
- 2021 წლის 01 ნოემბერს ე.ე–ზე გაიცა მიკრობიზნეს სესხი. კრედიტის თანხამ შეადგინა 80 000 ლარი. სასესხო პროექტის მიხედვით, მსესხებლის საქმიანობას წარმოადგენს მომსახურება, აქვს ჰოსტელი, 2 ოთახი 6 საწოლით. სასესხო პროექტში გათვალისწინებულია შემოსავალი თვეში 5 405 ლარი. ვიზიტის დროს აღმოჩნდა, რომ ფინანსური ანალიზი ჩატარებულია არასრულყოფილად, შემოსავლის ნაწილი დაფიქსირებულია გაზრდილი სახით. მსესხებლის შემოსავლების გათვალისწინებით, სესხი არ გაიცემოდა;
VI სესხი
- 2022 წლის 16 ნოემბერს ე.მ–ზე გაიცა მიკრობიზნეს სესხი. კრედიტის თანხამ შეადგინა 85 000 ლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით გამოვლინდა შემდეგი: სასესხო პროექტის მიხედვით, მსესხებლის საქმიანობას წარმოადგენდა აგრომეურნეობა და მომსახურეობა. აღნიშნულია, რომ მსესხებელს მოჰყავს პომიდორი გრუნტზე 1.8 ჰექტარზე, თუმცა, რეალურად, მსესხებელს პომიდორი არ მოჰყავს. ასევე, აღნიშნულია, რომ მსესხებელი ფლობს ბლის ბაღს 1.2 ჰექტარს, რეალურად კი, ის ფლობს 0.2 ჰექტარ ბლის ბაღს. ფინანსური ანალიზი ჩატარებულია არასრულყოფილად, გაზრდილია შემოსავლები. სესხი შეთავაზებულ პირობებში არ გაიცემოდა;
VII სესხი
- 2021 წლის 17 აგვისტოს ო.გ–ზე გაიცა მიკრობიზნეს სესხი. კრედიტის თანხამ შეადგინა 25 000 ლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი: სესხი გაცემულია თონიდან მიღებული შემოსავლების საფუძველზე. რეალურად, ბიზნესი არ ეკუთვნის მსესხებელს).
მე-8 სესხი
- 2022 წლის 31 დეკემბერს ც.მ–ზე გაიცა შეღავათიანი აგროკრედიტი. კრედიტის თანხამ შეადგინა 55 000 ლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდა შემდეგი: პროექტში მითითებულია 1.3 ჰა ვაშლის ნარგავი, რეალურად კი არსებობს მხოლოდ 0.5 ჰა. მითითებულია 1.5 ჰა ნივრის ნათესი, რეალურად არის 0.6 ჰა. პომიდორი მოცემულია 2.6 ჰა-ზე, რეალურად არის 0.8 ჰა. პროექტში გათვალისწინებულია 7 ძროხა და 7 მოზარდი საქონელი, თუმცა რეალურად არის 5 ძროხა და 5 ხბო. სესხის გაცემისას, ფულის მოძრაობის უწყისში რეალური აქტივების გათვალისწინებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტი ირღვევა და სესხი ამ ოდენობით არ გაიცემოდა;
მე-9 სესხი
- 2022 წლის 28 ნოემბერს გ.კ–ზე გაიცა შეღავათიანი აგროკრედიტი. კრედიტის თანხამ შეადგინა 130 000 ლარი. პროექტში გათვალისწინებულია 3 ჰა-ზე პომიდვრის მოყვანა, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და მსესხებელი ამ მოცულობის მიწის ნაკვეთზე არ აწარმოებს პომიდვრის მოყვანას. არასწორი მონაცემების მითითების გამო, სესხის კოეფიციენტი დარღვეულია;
მე-10 სესხი
- 2022 წლის 01 აგვისტოს რ.თ–ზე გაიცა შეღავათიანი აგროკრედიტი. კრედიტის თანხამ შეადგინა 160 000 ლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ ექსპერტს გაზრდილი აქვს აქტივები. კერძოდ, პროექტი დათვლილია 25 ტონა კალმახსა და 7 ტონა ტბის სხვადასხვა თევზზე, თუმცა რეალურად მსესხებელი 15 ტონა კალმახს აწარმოებს და 3-4 ტონამდე ტბორის თევზი ჰყავს. პროექტში ასევე გათვალისწინებულია 0.33 ჰა პომიდვრის და 1 ჰა საშემოდგომო ქერის შემოსავლები, თუმცა კლიენტს არცერთი კულტურა არ მოუყვანია. რეალური აქტივების გათვალისწინებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტი ირღვევა და სესხი არ გაიცემოდა;
მე-11 სესხი
- 2022 წლის 25 აგვისტოს ლ. ს-ს სახელზე გაიცა მიკრობიზნეს სესხი. კრედიტის თანხამ შეადგინა 110 000 ლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ მსესხებელი არის ექიმი, სახლში უწევს პაციენტების მომსახურება და აწარმოებს ჩანაწერებს. ჩანაწერების, კლიენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და ადგილზე ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დარღვეულია სესხის მომსახურების კოეფიციენტი;
მე-12 სესხი
- 2022 წლის 23 დეკემბერს უ. შ-ზე გაიცა მიკრობიზნეს სესხი. კრედიტის თანხამ შეადგინა 80 000 დოლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ მსესხებელს ჰყავს 60 სული საქონელი, მაშინ, როდესაც, მოსარჩელეს მითითებული აქვს 800 სული ღორის არსებობა ბალანსისა და ფულის მოძრაობის ნაწილში, რაც არარეალური მონაცემია. თავად მსესხებელმა გასაუბრებისას განმარტა, რომ 800 ღორი არასდროს ჰყოლია;
სასამართლო:
დაკრედიტების ექსპერტის მოვალეობაში შედიოდა არა მხოლოდ პოტენციური მსესხებლისგან მიღებული ინფორმაციის დაფიქსირება, არამედ ამ ინფორმაციის დეტალური შესწავლა და ფინანსური ანალიზი, რაც, სადავო სესხებთან მიმართებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს ჯეროვნად არ განუხორციელებია. შედეგად, სესხები გაიცა ისეთ სუბიექტებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ბანკის მიერ წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს.
დაკრედიტების ექსპერტი მსესხებლის საქმიანობის ადგილის მონახულებისას ვიზუალურად ამოწმებს არანაკლებ შემდეგს: ბიზნესის აქტივები: ფულადი სახსრები; სასაქონლო-მატერიალური მარაგები (ოდენობა, ასორტიმენტი, ლიკვიდურობა და ხარისხი (ვარგისიანობა სარეალიზაციოდ); ძირითადი საშუალებების მდგომარეობა.
რა არის შეღავათიანი აგროკრედიტი?
შეღავათიანი აგროკრედიტი არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეხმარება, სესხის პროცენტის თანადაფინანსების გზით იაფ ფინანსურ პროდუქტებზე წვდომა გაუჩნდეთ და სოფლად საქმიანობა წამოიწყონ ან უკვე არსებული საქმე განავითარონ.

ამავე კატეგორიაში

შესყიდვების სააგენტოს ცნობით, კომპანიის ანგარიშშზე ჩარიცხულია 5.7
მლნ ლარი.

ლუკას ყოველთვის აინტერესებდა ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოო
გადაწყვეტილება ძმის წარმატება მიაღებინა.

"იმ პირობებში, როდესაც ე.წ. ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს აწესებს და
აძლიერებს ფინანსურ სანქციებს,

მარიამ მეყანწიშვილი აცხადებს, რომ დაკავებიდან რამდენიმე საათში
ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დამრღვევ მძღოლებს ადმინისტრაციული
სამართადარღვევათა კოდექსის მუხლებით
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები