რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,შემოით!'' - ქართლელი მოხალისის დღიური გურიიდან
ილია ძამუკაშვილი იმ ცნობილი ვიდეოს ავტორია, სადაც ჩანს, თუ როგორ
ეპატიჟება მას და მის თანმხლებ მოხალისეებს, თოვლით დაფარულ ეზოსა თუ
სახლში, გურული მასპინძელი შემდეგი ფრაზით: ,,შემოით!"
ილია, თავის მეგობრებთან ერთად, გურიაში მოხალისედ 25 თებერვალს დილით ჩავიდა. უკან დაბრუნებისას კი ჩანაწერები, სტიქიის ზონაში რამდენიმედღიანი ,,მოგზაურობის შესახებ"", დღიურის სახით გამოქვეყნა.
ილია ძამუკაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადიდანაა (კავთისხევის თემი).
გთავაზობთ მის ჩანაწერებს, რომელიც რეალურად ასახავს, თუ რა მდგომარეობა იყო სტიქიის ზონაში და როგორ არ კარგავდნენ გაჭირვების ჟამს გურულები იუმორის გრძნობას.
,,24 თებერვალი ღამე. დიდთოვლობის და შესაბამისი სტრუქტურების არაეფექტურად მუშაობის გამო ბევრი ხალხი ითხოვდა შველას: მოხუცები, ქალები, ბავშვები, შშმ პირები.
25-ში დილით ბავშობის ძმაკაცს გაგის დავურეკე, რომელსაც უკვე ქონდა ინფორმაცია დიდთოვლობასთან და მოწყვლადი ჯგუფების გაჭირვებასთან დაკავშირებით და შევუდექით მზადებას მოხალისეობრივი მისიისთვის.
ხელს გვიშლიდა ფინანსების არ ქონა და მანქანების მომზადება ამხელა გზის (უგზოობის) გასავლელად. დავპოსტე ახლად შექმნილ ჯგუფში მოხალისეები გურიისთვის საღამომდე ნანუკას ფონდი გამოგვეხმაურა და საწვავის თანხა ჩაგვირიცხა (არ გვეყო უკან დასაბრუნებლად)
გამოგვეხმაურა ათობით მოხალისე (სამწუხაროდ ყველას წაყვანა ვერ მოვახერხეთ), რომლებმაც გამოთქვეს სურვილი ჩვენთან ერთად ლანჩხუთში მოხალისედ წამოსვლაზე.
სსევე გამოგვეხმაურა კარგი ადამიანი (ვერც კი მოვიფიქრე, ჩამეწერა მისი სახელი და გვარი), რომელმაც დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტი და წამლები გაგვატანა სტიქიის ზონაში.
გამოგვეხმაურა ლევან და გუჯა ნემსაძის ოჯახი ოზურგეთიდან, რომელსაც ყავდა დაღუპული და ჩასასვენებელ-მაცივარს ვერ რთავდნენ უშუქობის გამო, გვთხოვეს დენის გენერატორის ჩატანა თბილისიდან (რომელიც საბარგულში ვერ ჩავტიეთ და სალონში ჩავდეთ).
შევივსეთ 2 მანქანა, იმ მომენტში სრულიად უცნობი ადამიანებით (დღეისთვის კარგი მეგობრები) - გიორგი კუპატაშვილი, გიორგი კიკაბიძე, ზურაბ ფარჯიანი, ილია ბატიაშვილი
გზაში საშინელი ამინდი, რიკოთზე ზვავს სულ რამოდენიმე წუთით გავასწარით (რომელმაც მანქანები მოიყოლა)
სრიალ სრიალით და ცოტა სახიფათო სიტუაციებში მოხვედრის შემდეგ, დილის 5 საათზე ჩავაღწიეთ ლანჩხუთში, ვიცოდით, რომ მოხალისეებს ქონდათ დაორგანიზებული საკოორდინაციო შტაბი, სადაც ინფორმაციას აგროვებდნენ და პროდუქციას ახარისხებდნენ საჭიროებისამებრ. (დავუტოვეთ თბილისიდან ჩატანილი სხვადასხვა სახის და დანიშნულების წამლები). მათთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ მეტად საჭირო ვიქნებოდით ოზურგეთში, სადაც ჭირდა მაღალი გამავლობის მანქანები და მოხალისეთა რაოდენობის სიმცირე იყო.
ასევე ლანჩხუთის შტაბიდან ავიღეთ ინფორმაცია ოზურგეთის სოფლების მდგომარეობაზე, დროის და ჩვენი რესურის ეფექტურად გამოსაყენებლად, გადაწყდა გზად, ოზურგეთამდე ზემო ნატანებში ასვლა, სადაც ჩვენამდე არავინ ასულა (მიუხედავად "პოლიტ-ნაგვიდან" მტკიცებისა, რომ ყველაფერს აკონტრილებდნენ)
ნატანების გზაზე მხოლოდ ტრაქტორი იყო გავლილი გზის გასუფთავების გარეშე, ანუ უბრალოდ საბურავების კვალი მეტრზე მაღალ თოვლში.
პირველი ოჯახი, ვისი დახმარებაც შევძელით, იყო შალვა ნაკაიძეს ოჯახი, რომელიც ჩვენს მისვლამდე ცდილობდა თოვლი გაეკვალა სახლიდან მთავარ გზამდე (500.მ) რისთვისაც 2 დღე დასჭირდა (ცოტა ჩვენც დავეხმარეთ) მისი ოჯახის საჭიროება ოყო: საკვები, სასმელი წყალი და მედიკამენტები.
ნაკაიძეს მეზობელ ოჯახს დავუტოვეთ მცირე რაოდენობით სასმელი წყალი და საკვები.
შალვამ თავისივე სოფელში მიგვასწავლა უკიდურესად გაჭირვებული მამა-შვილი (მამა მხედველობადაქვეითებული, შვილი შშმ პირი, მივუტანეთ საკვები და საჭირო ნივთები, გავუკვალეთ ჭიშკრამდე გამოსასვლელი ბილიკი.
ქვემო ნატანებში ქალბატონს მივუტანეთ საკვები და წამლები.
- გიორგი შუკაკიძის 5 სულიან ოჯახს მივაწოდეთ: საკვები, მედიკამენტები, წყალი
დავით ლეჟავას ოჯახს გადავეცით საკვები და წყალი
ქვემო ნატანებიდან ზემო ნატანებში ავიყვანეთ ფეხ-ამპუტირებული მოქალაქე სახლში.
კიდევ რამოდენიმე ოჯახს დავეხმარეთ საკვებით და მედიკამენტებით ზემო და ქვემო ნატანებში(შეუძლებელი იყო ყველა ინფორმაციის ჩაწერა ისეთ პირობებში გვიხდებოდა მუშაობა)
ზემო ნატანებიდან ოზურგეთის საავადმყოფოში გადავიყვანეთ ცოფის აცრისთვის მასწავლებელი ნანა (ნინა) ბოლქვაძე, რომელმაც 100 ლარი დაგვიტოვა გაჭირვებულებისთვის პროდუქტის შესაძენად.
- მივაწოდეთ თბილისიდან გატანებული გენერატორი ნემსაძეების ოჯახს ოზურგეთში
ოზურგეთში გოგებაშვილის ქუჩა, ტუღუში ვაჟა შშმ პირი,გადავეცით საჭირო მედიკამენტები და საკვები
ჯავახიშვილის ქუჩა, მივაწოდეთ 2 ოჯახს საკვები და წყალი
რუსთაველის ქუჩა, 2 შვილის დედას მივაწოდეთ საკვები და წყალი
გაღმა დვაბზუში გავაგზავნეთ მედიკამენტები
გამოღმა დვაბზუ გავაგზავნეთ საკვები 2 ოჯახისთვის
ვეცადეთ სოფელ ბახვში ასვლა, მაგრამ მანქანებით ჩავრჩით ინტენსიური თოვლისა და გაუკვალავი გზების პირობებში, საიდან გამოსვლაზეც დიდი დრო დაგვეკარგა.
უკან მობრუნებულები დავეხმარეთ მანქანის ამოყვანაში(ბუქსირი) გზიდან წამოვიყვანეთ ბავშვი, რომელიც დავაბრუნეთ ოზურგეთში თავისი ახლობლების ოჯახში.
გიორგი ფაჩულია თამარ ვასაძე საკვები, სანთლები ოზურგეთი.
დავეხმარეთ ათეულობით მძღოლს გაჭედილ/ჩავარდნილი მანქანების ამოყვანაში (ეწ ბუქსირი) ქალაქ ოზურგეთის რუსთაველის ქუჩაზე და მის მიმდებარედ.
დავეხმარეთ მანქანის სადგომთან მისასვლელი გზის გასუფთავებაში რუსთაველის ქუჩაზე, რომელიც აპირებდა მოხალისეობას საკუთარი ავტომობილით.(სამწუხაროდ დამავიწყდა მასზე ინფოს ჩაწერა)
ნანა საკვები და სასმელი წყალი -ოზურგეთი.
ქეთევან ჭეიშვილი, პროდუქტები .
ავადმყოფი ვახტანგ დათუნაშვილი წამლები და პროდუქტები სოფ დვაბზუ
უბანი ზვანიდან საოპერაციოდ ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოში წავიყვანეთ ბელა ღლონტი და მისი თანმლები ადამიანი.
ოზურგეთის მოხალისეთა შტაბიდან მოვიმარაგეთ წამლები და საკვები პროდუქტები 12 ოჯახისთვის და ვეცადეთ სოფ. სილაურში მაქანებით ასვლა, მაგრამ ძალიან მაღალი თოვლის გამო მანქანებით ვერ შევძელით.
ჯგუფმა ფეხით გააგრძელა გზა და დაახლოებით 12 ოჯახს, სადაც მოხუცები, ბავშვები და შშმ პირებიც იყვნენ, გაუნაწილდათ საკვები,წამალი და სხვა საჭირო ნივთები.
აღნიშნულ სოფელში ჩვენამდე არანაირი დახმარება არ იყო ასული, ჩვენი ჯგუფი შევიდა პირველი...დიდი მადლობა ამ სოფლის ძალიან თბილ მოსახლეობას, მათი გაჭირვების მიუხედავად, ყველა ოჯახი ეპატიჟებოდა ბიჭებს შინ და ცდილობდნენ პატივი ეცათ მოხალისეებისთვის.
ადგილობრივი თორნიკე ქილიფთარი დაგვეხმარა გაჭირვებული ოჯახების საჭიროებების გარკვევაში.
თორნიკე ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან დაბრუნებულა, როდესაც გაიგო თავის რეაგიონში დიდთოვლობის ამბავი, სოფლიდან გაუკვალავ თოვლში რამოდენიმე კილომეტრი იარა ჩვენს დასახვედრად და დაგვეხმარა სილაურში ორიენტირებასა და ოჯახებისთვის პროდუქტების დანაწილებაში, ის ნამდვილი პატრიოტი და მისაბაძი ადამიანია რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას...
ჩემი ჩავარდნილი მანქანა სილაურის მეორე გადასახვევთან, ასე თუ ისე გაწმენდილ გზაზე გამოვიყვანე, სანამ ჩემი ჯგუფის წევრები სილაურისკენ რთულ, რამოდენიმე კილომეტრიან გაუკვალავ გზას ადგნენ, გამოველაპარაკე იქვე მდგომ ადგილობრივ მცოვრებლებს თუ რამეში შევძლებდი მათ დახმარებას (რადგან ჯგუფს მინიმუმ 5 საათი სჭირდებოდა დასაბრუნებლად, დრო მქონდა)
ადგილზე ძალიან ცუდ და დაუჯერებელ ფაქტს შევესწარი , რაც არ იქნებოდა გასაკვირი და დაუჯერებელი მოქმედი არაღიარებული მთავრობის ზედა ეშელონებში, მაგრამ საკუთარ სოფელში, საკუთარ ხალხს, საკუთარ მეზობლებს, საკუთარ სოფლელებს ისევ და ისევ ადგილობრივი "ჰალსტუხიანები" წირავენ. (სამწუხაროდ ღიად და დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ აღნიშნულ ფაქტზე, რათა ადგილობრივებს არ შევუქმნა პრობლემები, ვინც იქ იყო იმ მომენტში)
ჯუმათიდან (შუშანდარი) წავიყვანეთ 3 უსაყვარლესი ქალბატონი ოზურგეთის ბაზარში პროდუქტების მოსამარაგებლად, რადგან რამოდენიმე დღე არ იყო გზა მათ სოფელში თითქმის ყველა პროდუქტი ელეოდათ.
გზიდან ასევე გავიყოლეთ ქალბატონი და ბავშვი , ისინიც ბაზარში, შემდეგ უკან ავიყვანეთ ყველა მათგანი. (აღნიშნულ ქალბატონებს ოზურგეთის ბაზართან შემთხვევიათ ცოტა კურიოზული ამბავი, რომელიც უკანა გზაზე მომიყვნენ. ვიღაც ნაცნობს უკითხავს რითი ჩამოხვედით თქვენი ჩაკეტილი სოფლიდანო და როდესაც ერთერთმა ქალბატონმა უთხრა მოხალისე ბიჭებმა ჩამოგვიყვანესო, იმ "ნაცნობს" დაუწყია ჩვენი (მოხალისეების) ლანძღვა "ეგენი აფერისტები არიანო" და ამ დროს მანქანას დაურტყია ჩვენი გამლანძღველისთვის)
სოფ. ბაილეთში ავიტანეთ საკვები პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები (სანთელი, ტვ ქაღალდი, ასანთი და ა.შ)
დაურიგდათ შემდეგ ოჯახებს:
ირაკლი დარჩია
გივი ჩხარტიშვილი
თამაზი დობორჯგინიძე
ჯუმბერი ცერცვაძე
ტარიელ ჩხარტიშვილი
გოჩა დობორჯგინიძე
ჟენია დობორჯგინიძე
თემური დარჩია
ვიტალი ჩხარტიშვილი
ადგილობრივი ძალიან მაგარი ადამიანი საბა ჩხაიძე დაგვეხმარა პირველად ინფორმაციაში, პროდუქტის სწორად და პრიორიტეტულად გავრცელებაში. მიიტანა რამოდენიმე ოჯახთან უგზოობაში და გაუკვალავ თოვლში ჩვენი ჯგუფის წევრებთან ერთად. მისთვის განკუთვნილი პროდუქტი თვითონ არ აიღო და გადასცა სხვა გაჭირვებულ ოჯახს. ძალიან დიდი მადლობა მას, ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო.
მოხალისეთა შტაბიდან სოფ. საკუპრეში 8 ოჯახისთვის ავიტანეთ პროდუქტი. ფეხით სავალი 1 კმ გაუკვალავში ადგილობრივები დაგვხვდნენ და გავატანეთ, ამ ოჯახებში იყვნენ ბავშვები და ღრმად მოხუცებიც
ჯაბუა გორგილაძე პროდუქტები . სოფ. დონაური.
ზაზა გორგილაძე ბავშვიანი ოჯახი პროდუქტები. სოფ. დონაური
მალხაზ ჯაბუა პროდუქტები და წამლები დონაური
ასაკიანი ტკბილი ბებია და შვილიშვილი მედიკო ბურჯანაძე და ნიკოლოზ პატარაია ჩამოვიყვანეთ დონაურიდან ნატანებში ნათესავებთან იზოლდა ფერაძეს მივაწოდეთ პროდუქტები ზემო ნატანები.
ადგილობრივმა ქეთი ნარიმანიშვილმა გაარკვია და დაახარისხა წამლები მოხალისეთა შტაბში, ვის რა ჭირდებოდა და ძალიან დაგვეხმარა ადგილზე დარიგებაში.(მათშორის უგზოობაში და გაუკვალავ თოვლში) დიდი მადლობა მას .
- ასკანა წამლები ნაცვალაძესთვის
- უშანგი ქურასბედიანი წამლები
- ქეთინო ვასაძე წამლები და საკვები ასკანა
- მურმანი შევარდნაძე მარტო კაცი საკვები
- ასკანა, ვასაძე ვალერი, ასთმიანი მივაწოდეთ სალბუტამოლი
- გოჩა შარია ნათელა ჯელაძე ძალიან გაჭირვებული ოჯახი, ქვედა კიდური არ აქვს მივაწოდეთ წამლები, საკვები ასკანა
- გუჯაბიძე ჯუმბერი ავადმყოფი, გუჯაბიძე ნაირა, ტკბილი და ყურედღებიანი მოხუცები იქით გვატანდნენ ჩურჩხელებს და ტკბილეულს. მოვუტანეთ გადაუდებელი საჭიროების წამლები. გაუკვალავ თოვლში ღამის 3 საათზე.
მთისპირი (ვანისქედი) - ბოლო დღეს გავახარეთ 13-სულიანი ოჯახი მივუტანეთ პროდუქტი და ტკბილეული ბავშვებისთვი (ზემო ნატანები)
თბილისში დაბრუნებულებს დაგვხვდა საშინელი ამინდი (თოვა და მოყინული გზები)
ჩვენი სოფლისკენ მიმავალებმა, დიღომში, მოყინულ გზაზე სამწუხაროდ გავაფუჭეთ ერთერთი მანქანა (რისი აღდგენის ხარჯებში დაგვეხმარნენ ჩვენი მისიის ეკიპაჟის წევრები და მათი მეგობრები , რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ).
ჩვენმა მოხალისეობრივმა თავგადასავალმა გაგვაცნო და დაგვაახლოვა ბევრ კარგ ადამიანთან, ჩვენი ეკიპაჟის წევრებიდან დაწყებული ადგილობრივი მოსახლეობით დამთავრებული.
-აღნიშნულმა მისიამ ნათლად დამანახა თუ როგორ შეიძლება გააკეთონ გულანთებულმა დამიანებმა (მოხალისეებმა) ადგილობრივი და ცენტრალური (არაღიარებული) მთავრობის და სტრუქტურების საქმე გაცილებით უკეთესად და ეფექტურად.
ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ჯერ კიდევ არ დაუკარგია ერთმანეთის გვერდში დგომის იმედი ქართველ ხალხს...
ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ დავწერე, რომ ვიღაცეები გამოდიან ტელევიზიით და იძახიან მოხალისეები არ იყო საერთოდ საჭირო და მხოლოდ ხელს გვიშლიდნენო. . .ნუ იქნებით ხალხო ბრმა!!! სისტემა არ მუშაობს!!!''

ამავე კატეგორიაში

2024 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი
დეტალი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლის

ვ.მ სასამართლოში ჩივის იმის გამო, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ
გაათავისუფლეს.

პროკურორ ოთახ დოხნაძის ცნობით, მსჯავრდებულებმა, 2023 წლის 8 აპრილს, დილის 04:30 სთ-ზე,

გარდაცვლილია 70 წელს გადაცილებული მამაკაცი. პირველადი ვერსიით,
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები