რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
20 წლის სქემმონაზონი ძამის ხეობიდან
რუის-ურბნისის ეპარქიის განცხადებით, 20 წლის სქემმონაზონს, მამა ანგელოსს ეპარქია დაატოვებინეს. ამის შესახებ განცხადება დღეს საღამოს ეპარქიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

,,გვინდა გაუწყოთ რომ აღნიშნული პიროვნება სქემმონოზონი ანგელოსი (კოკოლიშვილი) არის აღკვეცილი საქართველოს ფარგლებს გარეთ, შემდგომ ის გარკვეული პერიოდი მსახურობდა ჩვენს ეპარქიაში, რის შემდგომ მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მიტროპოლიტმა იობმ ა(აქიაშვილი )მიიღო გადაწყვეტილება სქემმონნოზონ ანგელოსს (კოკოლიშვილი,) ურჩობიდან გამომდინარე, დაეტოვებინა აღნიშნული ეპარქია, და ის აღარ არის ჩვენი ეპარქიის წევრი, ამიტომ გთხოვთ, ნუ შეხვალთ შეცდომაში, რომ თითქოს მამა ანგელოსი ჩვენი ეპარქიის წევრია. ის თვითნებურად ასრულებს ყველა საეკლესიო წესს"" - წერია განცხადებაში.

,,ქართლის ამბები"" დაუკავშირდა მამა ანგელოსს (კოკოლაშვილს), რომელმაც განმარტა, რომ იგი მართლაც მსახურობდა რუის-ურბნისის ეპარქიაში, კერძოდ, ძამის ხეობის სოფელ ელბაქიანთკარში მდებარე ეკლესიაში, თუმცა, მამის ავადმყოფობის გამო, 2024 წლის შემოდგომით, დატოვა ეპარქია და გადავიდა კახეთში.

როგორც მან გვითხრა, დღეს, დღის ბოლოს, ლოცვაზე იმყოფებოდა, როდესაც შეატყობინეს, რომ მის შესახებ განცხადება გავრცელდა ეპარქიის გვერდზე.

,,მინდა განვმარტო, რომ 2024 წლის შემოდგომით, მივმართე ეპარქიის ხელმძღვანელს ლოცვა-კურთხევით, რომ მამის ავადმყოფობის გამო, წავსულიყავი კახეთში. ჩემი წასვლიდან ორ თვეში მამა დაიღუპა. ახლა პაპას ვუვლი, რომელიც 87 წლისაა. უკან ძამის ხეობაში აღარ დავბრუნებულვარ. ასე, რომ რაიმე ურჩობას ადგილი არ ჰქონია"" - ამბობს მამა ანგელოსი.

ჯერ კიდევ 7 წლის იყო, როდესაც ეკლესიაში მსახურება დაიწყო. მისი წყალობით, ეკლესიის მრევლი გახდა მამაც და პაპაც.

,,17 წლის რომ გავხდი, სასწავლებლად წავედი საზღვარგარეთ. იქ მოხდა ჩემი აღკვეცა. როცა დავბრუნდი საქართველოში, მეუფე იობის სიყვარული გამო, გადავწყვიტე ძამის ხეობაში მემსახურა. მზოვრეთის მონასტრის დაბლა არის წმინდა გიორგის ეკლესია. იქ ვიყავი თითქმის ერთი წელია. თაგვების ბუდე იყო, მოუვლელი. მოვუარე ეკლესიას, ჩემთან უამრავი მომლოცველი მოდიოდა. ახლა 20 წლის ვარ. საბოლოოდ, ოჯახური მდგომარეობის გამო, დავბრუნდი კახეთში. პაპა წლების განმავლობაში ყინწვისის ეკლესიის მსახურია. ფიზიკურად აღარ შეუძლია მანდ ყოფნა. "" - გვითხრა მამა ანგელოსმა (კოკოლაშვილმა)

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ერთ ოფიცერს უწევს 70 და
მეტი ბიზნესოპერატორის შემოწმება წელიწადში.
,,თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ერთ ოფიცერს უწევს 70 და მეტი ბიზნესოპერატორის შემოწმება წელიწადში.
15:11 / 18.03.2025
ხაშურის მინის ტარის ქარხნის აქციათა 95% პროცენტი ეკუთვნის კომპანია
,,გარდაბანი ჰოლდინგ ბ.ბ''-ს.
ხაშურის მინის ტარის ქარხნის აქციათა 95% პროცენტი ეკუთვნის კომპანია ,,გარდაბანი ჰოლდინგ ბ.ბ''-ს.
12:50 / 18.03.2025
ემზარ და ელგუჯა მედოშვილებს ბრალად ედებათ 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის
მკვლელობა
ემზარ და ელგუჯა მედოშვილებს ბრალად ედებათ 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობა
12:46 / 18.03.2025
საბა ბულისკერია ატენში ცხოვრობს. ის ჯერ გორის ცენტრში
შეკრებილებს,

საბა ბულისკერია ატენში ცხოვრობს. ის ჯერ გორის ცენტრში შეკრებილებს,

10:43 / 18.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.