რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შეხვედრა ბიზნესოპერატორებთან სურსათის უვნებლობის საკითხზე
სურსათის უვნებლობის საკითხთან დაკავშირებით, გორში, ბიზნესის
წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საზოგადოება
,,ბილიკის’’ ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრაზე რამდენიმე მომხსენებელი იყო. მათ შორის, ვერიკო გულია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გარემოს ჯანმრთელობისა და დაბინძურების მართვის ინსტიტუტს’’ წარმოადგენს.
მასთან ერთად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ისაუბრა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა, ვახტანგ კობალაძემ.
,,ჩვენს ქვეყანაში, კანონმდებლობით, თანაბრად არის დაცული, როგორც ბიზნესოპერატორი, ასევე, მომხმარებელი’’ - აღნიშნა ვერიკო გულიამ, რომელმაც თავის გამოსვლაში ძირითადად ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე და ნორმატიულ აქტებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მიიღეს.
მისი განმარტებით, კანონების მიღების მიზანი იყო ის, რომ ქვეყანა მაქსიმალურად დაუახლოვდეს იმ სტანდარტებს, რომელიც მიღებულია ევროპაში და დასავლეთის ქვეყნებში. ამ კუთხით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამსახურზე, მის სტრუქტურაზე, საქმიანობის სფეროზე და იქ დასაქმებულ ოფიცრებზე.

როგორც ვერიკო გულუამ აღნიშნა, სააგენტოს ოფიცრებს საკმარისად გააჩნიათ ის უნარ-ჩვევები, რომლითაც შესაძლებელი ხდება ბიზნესოპერატორების საქმიანობის რეგულირება და კონტროლი:
,,თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ერთ ოფიცერს უწევს 70 და მეტი ბიზნესოპერატორის შემოწმება წელიწადში. ოფიცრები ძალიან კვალიფიციურები არიან, გააჩნიათ შესაბამისი უნარები, მაგრამ სასურველია, რომ ასეთი კადრების რაოდენობა გაიზარდოს’’ - აღნიშნა ვერიკო გულუამ.
დარბაზში მყოფ ბიზნესოპერატორების ყურადღება განსაკუთრებული მიიპყრო ე.წ. ჰასპის სტანდარტების დანერგვის საკითხმა. ბოლო დროს მიღებული კანონებით, საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს ევალებათ საწარმოში ამ სტანდარტის დანერგვა, რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ბიზნესოპერატორების ნაწილს მიაჩნია, რომ ჰასპის დანერგვისთვის ხარჯების გაღება ზოგჯერ არაა საჭირო. რადგან მიაჩნიათ, რომ ბევრი ბიზნესოპერატორი მანამდე იმდენად კარგად და ხარისხიანად მუშაობდა, რომ ამ სტანდარტის დაცვისთვის ათასობით ლარის დახარჯვა არ ღირდა:
,,მე მაგალითად მაქვს საწარმო, სადაც მუშაობა მიდის ყველანაირი სტანდარტის დაცვით. როდესაც საჭირო გახდა ,,ჰასპის’’ დანერგვა, აღმოჩნდა, რომ მე ყველანაირი სტანდარტი დაცული მქონდა. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ის 5000 ლარი ტყუილად გადავიხადე. ,,ჰასპის’’ დანერგვამდე აქტიურად ვთანამშრომლობდი სააგენტოს წარმომადგენლებთან, მქონდა მათთან აქტიური ურთიერთობა. ვეცნობოდი, ყველანაირ სიახლეს და მოთხოვნას. ამიტომ, ვთვლი, რომ მე აღარ მჭირდებოდა ამ პროცესის გავლა’’ - აღნიშნა შეხვედრაზე ერთ-ერთმა ბიზნესოპერატორმა.

ვერიკომ გულუამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში განმარტა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ,,პატიოსან’’ ბიზნესოპერატორთან, რომელიც აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს სურსათის სააგენტოს წარმომადგენლებთან და დაინტერესებულია მაღალი ხარისხი პროდუქციის წარმოებასთან.
,,მე მაინც ვთვლი, რომ აქ ძალიან კარგად იმუშავეს იმ ადამიანებმა, ვინც ამ რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოში მუშაობენ. ეს შედეგებზეც ჩანს. ძალიან კარგია, რომ ასეთი ურთიერთობები არსებობს, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ პროცესს’’ - განმარტა ვერიკო გულიამ.
იგი ადასტურებს, რომ ბიზნესოპერატორების უმრავლესობა, ქვეყანაში, უჩივის ,,ჰასპის’’ სტანდარტების დანერგვის პროცესის სიძვირეს: ,,მე მაინც ვთვლი, რომ აქ გარკვეულ როლს თამაშობს ფასი. გეთანხმებით, ბევრს სწორედ ფასის გამო არ უნდა ჰასპის დანერგვა, თუმცა საჭიროა’’ - აღნიშნა მან.
შეხვედრაზე დამსწრე კიდევ ერთი ბიზნესოპერატორი თვლის, რომ კანონმდებლობა ყველაზე მეტად მაინც მომხმარებლებს იცავს, ვიდრე ბიზნესოპერატორებს:

,,თქვენ ძალიან ბევრი ისაუბრეთ მომხმარებლის უფლებებზე, მაგრამ საჭიროა ბიზნესოპერატორების დაცვაც. მაგალითად, მოვიყვან ერთ მაგალითს, როდესაც ერთ-ერთი გადაცემის ჯგუფი მიდის კვების ობიექტებში და იწყებს გადაცემას. ამ შემთხვევაში, ირღვევა თუ არა ბიზნესოპერატორების უფლებები?’’ - იკითხა დამსწრემ.
ვერიკო გულიამ უპასუხა, რომ კერძო ტერიტორიაზე, უცხო პირის შესვლა კანონით აკრძალულია. ამიტომ, შეუშვებს თუ არა ბიზნესოპერატორი საავტორო გადაცემის წამყვანს თავის ტერიტორიაზე, ეს ბიზნესოპერატორის გადასაწყვეტია.
შეხვედრაზე ერთ-ერთმა ბიზნესოპერატორმა ისაუბრა იმ გეგმაზე, რომლის განხორციელებასაც აპირებს: ,,გვინდოდა ასეთი მომსახურების დანერგვა - ვახშამი წყვილებისთვის.თუ მომხმარებელმა ჩემგან შეიძინა მომსახურება, მივიდა რესტორანში. თუ რესტორანში მომსახურება არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, დადასტურდა კვებისმიერი ინტოქსიკაცია, მომხმარებელს ვისთან ექნება პრობლემა? ჩემთან? ვისთანაც შეიძინა მომსახურება თუ უშუალოდ რესტორანთან, სადაც მოიწამლა? და მე თუ ვარ გათავისუფლებული ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან?’’ - იკითხა ბიზნესოპერატორმა.

აღნიშნულ საკითხს შეხვედრაზე მყოფი, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე სააგენტოს მხრიდან ხდება დაუყოვნებელი რეაგირება. გადაწყვეტილება კი, ასეთი შემთხვევის დროს, მიიღება კომპლექსური შემოწმების შემდეგ.
,,ეს ჯაჭვი, მომხმარებელი და ბიზნესოპერატორი, უწყვეტი ჯაჭვია. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მზადდება ბიზნესოპერატორის მიერ, არის მომხმარებლისთვის განკუთვნილი. თავისთავად, თანაბრად უნდა იქნეს ორივე მათგანის უფლებები გათვალისწინებული. როგორც გამოიკვეთა ბიზნესოპერატორებსაც თავიანთი წუხილი აქვთ უფლებების დაცვის კუთხით. ხანდახან ეჩვენებათ, რომ მათი უფლებები არათანაბრად არის დაცული. ჩვენს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, თანაბრად არის დაცული, მთავარია, მათ იცოდნენ ამ უფლებების შესახებ. ჩვენი შეხვედრის მიზანიც ეს იყო: რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. გავაცნოთ მათ ამის შესახებ. რომ მეტად იყვნენ დაცულები. და ბაზარზეც შესაბამისად უვნებელი სურსათი გვხვდებოდეს’’ - დასძინა ვერიკო გულუამ.

ამავე კატეგორიაში

ხაშურის მინის ტარის ქარხნის აქციათა 95% პროცენტი ეკუთვნის კომპანია
,,გარდაბანი ჰოლდინგ ბ.ბ''-ს.

ემზარ და ელგუჯა მედოშვილებს ბრალად ედებათ 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის
მკვლელობა

საბა ბულისკერია ატენში ცხოვრობს. ის ჯერ გორის ცენტრში შეკრებილებს,

საუბარია 100 000 ლარის ღირებულების 42 სულ ძროხაზე.

რუის-ურბნისის ეპარქიის განცხადებით, 20 წლის სქემმონაზონს, მამა ანგელოსს ეპარქია დაატოვებინეს.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები