რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
,,არასაკმარისია მტკიცებულებები'' - გაამართლეს საქონლით მოვაჭრეები, რომლებსაც 42 სული ძროხის მითვისებაში ედებოდათ ბრალი
გორის პროკურატურამ ვერ დაიცვა ის მოქალაქეები, რომელთა შინაური რქოსანი პირუტყვი საქონლით მოვაჭრეებმა გასაყიდად წაიყვანეს, თუმცა საქონლის მეპატრონეებს თანხა არ გადაუხადეს,

საუბარია 100 000 ლარის ღირებულების 42 სულ ძროხაზე.

როგორც პროკურორი ოთარ დოხნაძე საბრალდებო დასკვნაში წერს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მცხოვრებ მოქალაქეებისგან მოვაჭრეებმა 42 სული წაიყვანეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც პოლიციაში განცხადება შეიტანეს.

აღნიშნულ ფაქტზე კასპის პოლიციამ 2 პირი დააკავა.

პროკურორის განცხადებით, ,, ბრალდებულები დ. ჯ. ო. და ჯ. ქ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მცხოვრები მოქალაქეების მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითიც დაზარალებულებს მიადგათ დიდი ოდენობით, 98 816 ლარის ოდენობის ზარალი'' - აღნიშნულია ოთარ დოხნაძის საბრალდებო დასკვნაში.

საქმე ჯერ გორის სასამართლომ განიხილა, სადაც ბრალდებულები გაამართლეს. პროკურორმა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ თბილისის სააპელაციო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა. უზენაესმა სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა.

,,საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებებს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არ დადასტურდა, რომ საქონლის შესყიდვასა და ხორცის რეალიზაციას მსჯავრდებულები ახდენდნენ და, რომ, მათ გააჩნდათ, მოტყუებით, საქონლის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ ჯ. ქ-მ ო.სა და დ. ჯ. ო.ს წარდგენილი ქმედებები არ ჩაუდენიათ.'' - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 2025 წლის 25 თებერვალს მიიღეს.

რაც შეეხება დაზარალებულებს, ადგილობრივი მოსახლეობამ შიდა ქართლის პროკურატურასთან რამდენჯერმე გამართა აქცია დამნაშავეების დასჯის და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
პროკურორი, რომელიც აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულების ინტერესებს იცავდა, თბილისში გადაიყვანეს და დააწინაურეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ერთ ოფიცერს უწევს 70 და
მეტი ბიზნესოპერატორის შემოწმება წელიწადში.
,,თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ერთ ოფიცერს უწევს 70 და მეტი ბიზნესოპერატორის შემოწმება წელიწადში.
15:11 / 18.03.2025
ხაშურის მინის ტარის ქარხნის აქციათა 95% პროცენტი ეკუთვნის კომპანია
,,გარდაბანი ჰოლდინგ ბ.ბ''-ს.
ხაშურის მინის ტარის ქარხნის აქციათა 95% პროცენტი ეკუთვნის კომპანია ,,გარდაბანი ჰოლდინგ ბ.ბ''-ს.
12:50 / 18.03.2025
ემზარ და ელგუჯა მედოშვილებს ბრალად ედებათ 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის
მკვლელობა
ემზარ და ელგუჯა მედოშვილებს ბრალად ედებათ 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობა
12:46 / 18.03.2025
საბა ბულისკერია ატენში ცხოვრობს. ის ჯერ გორის ცენტრში
შეკრებილებს,

საბა ბულისკერია ატენში ცხოვრობს. ის ჯერ გორის ცენტრში შეკრებილებს,

10:43 / 18.03.2025
რუის-ურბნისის ეპარქიის განცხადებით, 20 წლის სქემმონაზონს, მამა
ანგელოსს ეპარქია დაატოვებინეს.

რუის-ურბნისის ეპარქიის განცხადებით, 20 წლის სქემმონაზონს, მამა ანგელოსს ეპარქია დაატოვებინეს.

22:56 / 16.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.