რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
,,არ შეიძლება გვერძინეთის სკოლა და თბილისის სკოლა ერთი და იგივე კანონით იმართებოდეს" - გიორგი კობახიძე
ქარელის მუნიციპალიტეტის ის სკოლები, სადაც ფრანგულ და გერმანულ ენებს ასწავლიან, შესაძლოა შესაბამისი სპეციალობის პედაგიგების გარეშე დარჩეს.

ამ საფრთხეს ხედავს ქარელის გერმანული სკოლის ხელმძღვანელი, გიორგი კობახიძე. ის წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო და სკოლებში არსებული სიტუაცია მისთვის დეტალურადაა ცნობილი.

რაც შეეხება საფრთხეს, როგორც გიორგი კობახიძე განმარტავს, ახალი კანონიდან მომდინარეობს, რომლის მიხედვით პედაგოგის შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია საათების რაოდენობაზე, და არა წარმატებულ კარიერაზე და სტატუსებზე:

,,ბევრჯერ დაიწერა იმ მავნებლობაზე, რასაც მასწავლებლების ხელფასების მატება დაარქვეს. სხვამაც დაწერა, მეც ბევრჯერ დავწერე. გარდა იმისა, რომ მასწავლებლების ნაწილი უბრალოდ მოატყუეს და ხელფასი კი არ მოემატებათ, არამედ დააკლდებათ და მასწავლებლებს, რომლებმაც ბევრი იშრომეს, სახელმწიფოს მიერ დაწესებული კრიტერიუმები შეასრულეს და წინ წაიწიეს, შემდგომი განვითარების ყოველგვარი მოტივაცია მოუსპეს," - აღნიშნავს გიორგი კობახიძე.

ახალი კანონი ჯერ არ შესულა ძალაში, ამიტომ კობახიძეს იმედი აქვს, რომ ძალაში შესვლამდე გადაიხედება.

,,დავიწყოთ იქიდან, რომ ჯერ იმ ავადსახსენებლებმა გერმანული და ფრანგული ინგლისურით ჩაანაცვლეს და ავტომატურად რუსული გახდა მეორე ენა და ფაქტობრივად საერთოდ ამოიძირკვა სკოლებში იმ ორი ენის სწავლება...""

,,ათწლეული და უამრავი შრომა დაგვჭირდა, რომ რაღაცა დოზით აღგვედგინა სკოლებში ეს ენები..."

,,ამის საშუალება კი, გარკვეულწილად, სწორედ ძველმა სახელფასო სისტემამ მოგვცა. შევეცდები, განვმარტო, რას ვგულისხმობ:"

,,ქარელის ერთ-ერთი სოფელში ფრანგულს მთელს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ასწავლის. ორ სოფელში გორიდან დადის გერმანულის სპეციალისტი, ორ კონფლიქტისპირა სოფელშიც კიდევ- ქარელიდან. გარდა თვითონ ამ ადამიანების დიდი მოტივაციისა, მათი მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ის დანამატია, რომლებსაც ისინი იღებენ და რომელსაც, ბრძანების სრულად ძალაში შესვლის შემდეგ, აღარ აიღებენ და იმდენად შეუმცირდებათ ხელფასი, რომ არაა გამორიცხული, სკოლიდან წავიდნენ..."

,,რას მივიღებთ ამით? - დიდი შრომის შედეგად სკოლებში დაბრუნებული ევროპული ენები ისევ აღარ გვექნება. აი ესაა კიდევ ერთი დიდი და დაფარული მავნებლობა ამ კანონისა."" - აღნიშნავს გიორგი კობახიძე.

მისი თქმით, ევრიპული ენების სპეციალისტების გარდა, პრობლემები სხვა საგნების პედაგოგებსაც შეექნებათ, რადგან საათობრივი დატვირთვის მიხედვით, მცირეკონტიგენტიან სკოლებში მუშაობას აზრი ეკარგება:

,,იგივე სიტუაცია იქნება ისტ-ის მიმართულებით...
ამ კანონის ავტორს თუ თანაავტორს, რომლიც ცინიკურ ხელწერასაც ყოველ სტრიქონში იგრძნობს საქმეში გარკვეული ადამიანი, ჰგონია, ყველა სკოლაში 2, 3, 4 პარალელური კლასი არსებობს და ყველგან უამრავი საათია."

,,აბა გამოიხედოს საბაზო სკოლებში, სადაც 10, 15, 20 ბავშვი გვყავს. თან, მით უმეტეს, თუ ახალი უცხო ენა შარშან, შარშანწინ ან სამი წლის წინ შევიდა სკოლაში, იმ მასწავლებელს ხომ მხოლოდ 2, 4 ან 6 საათი აქვს. 200 ან 400 ლარისთვის ივლის გორიდან მასწავლებელი ქარელის რომელიღაცა სოფელში?

,,თუ ჰგონიათ, რომ ისტის საათებია უამრავი? ან ფიზიკის? გამოყავით თავები კაბინეტებიდან, ხალხო!!!"


,,.სანდრო ჯეჯელავა იყო ყველაზე მაგარი მინისტრი. იმის მიუხედავად, რომ გარკვეული შეცდომები ჰქონდა, ერთადერთი იყო, რომელსაც თავისი არაორდინალური გადაწყვეტილებებით ჩვენი განათლების სისტემის ფეხზე დაყენება შეეძლეო. მისი ერთ-ერთი იდეა ის იყო, რომ არ შეიძლება, გვერძინეთის სკოლა და თბილისის რომელიღაცა, 2500 ბავშვიანი სკოლა ერთი და იგივე კანონით იმართებოდეს. არ შეიძლება და მორჩა! მაგრამ როგორც კი ვიღაცებს და რაღაცებს შეეხო ეს კაცი, იმ წამს დაიყვანეს კომბლეს ზღაპრებისა და ვაშლების დონეზე."

,,ისევ იმ კანონს რომ დავუბრუნდეთ, ვერ ვიშლი ოპტიმიზმს და მაინც მგონია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმების მოგროვებაზე იყო გათვლილი და ისევ შეიცვლება."- წერს გიორგი კობახიძე
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის
წარმოუდგენლობა დაასახელა.
უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა დაასახელა.
22:07 / 01.04.2025
"გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ
18:49 / 01.04.2025
განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება.
სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება. სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

17:00 / 01.04.2025
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
16:20 / 01.04.2025
,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
12:06 / 31.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.