რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
ხაშურის მინის ტარის ქარხნის ტერიტორიაზე მიწის ფართის დაკანონებას ითხოვენ
ხაშურის მინის ტარის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც შენობა-ნაგებობებს
ანგრევენ, კომპანია ,,აისი’’ 7800 კვ.მ ფართის დაკანონებას ითხოვს.
აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელია დავით დუგლაძე.
შპს ,აისი’’ 2004 წელს სს ,,მინის ტარის ქარხანას’’ გამოეყო. საკუთრებაში გადაეცა გარკვეული შენობა-ნაგებობები, თუმცა ის მიწა, სადაც ეს შენობები იდგა, არ ჰქონდა დარეგისტრირებული.
საჯარო რეესტრის ცნობით, კომპანია ,,აისს’ მიწის დარეგისტრირება 2012 წლის სექტემბრამდე უნდა მოესწრო. ამის შემდეგ უკვე იგი ვალდებულია მიწა პრივატიზაციით შეისყიდოს.
დავით დუგლაძეს თავის მოთხოვნაში განმარტებული აქვს, თუ რატომ ვერ შეძლო შენობა-ნაგებობების ფართზე მიწის დარეგისტრირება.
,,2011 წლის 2 ივლისს შპს „აისმა,“ საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნით, ა საჯარო რეესტრს მიმართა და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, საჯარო რეესტრმა მოსარჩელე გადაამისამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაკენ, რომელმაც გააჭიანურა შპს „აისის“ კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება.’’ - აღნიშნულია დუგლაძის განცხადებაში.
როგორც მისი სარჩელიდან ირკვევა, პროცესის გაჭიანურებით დაინტერესებული იყო წინა მთავრობა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, დავით დუგლაძემ მაინც ვერ შეძლო მიწის დარეგისტრირება.
როგორც სურამში გვითხრეს, ქარხნის ტერიტორიაზე შენობებს დემონტაჟს უკეთებენ იმ მიზნით, რომ შემდეგ აქ ახალი შენობები და საცხოვრებელი კორპუსები აშენდეს.
ქარხნის შესასვლელში გამოკრული აბრის მიხედვით, სადემონტაჟო სამუშაოები 2025 წლის 15 მარტს უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც კერძო კომპანია დაიქირავეს. მისმა წარმომადგენელმა გვითხრა, რომ გარკვეული საკითხების გამო, ნგრევის პროცესი შეჩერებულია.
ხაშურის მინის ტარის ქარხნის აქციათა 95% პროცენტი ეკუთვნის კომპანია ,,გარდაბანი ჰოლდინგ ბ.ბ''-ს.
აქციონერთა კრება ბოლოს 2025 წლის 26 თებერვალს გაიმართა, რომლის ოქმში წერია, რომ ჰოლდინგის ერთ-ერთი დირექტორი რუსეთის მოქალაქეა.
საარბიტრაჟო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, რომელიც 2022 წლით თარიღდება, აღნიშნულია, რომ ,,გარდაბანი ჰოლდინგ ბ.ბ.'' არის რუსული ,,ინტერ რაოს'' შვილობილი კომპანია.

ამავე კატეგორიაში

უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის
წარმოუდგენლობა დაასახელა.

"გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ

განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება. სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''

,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები