რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
ძევერის ამბები - 1936-37 წწ
1937 წლის ივნისში გორის რაიონს ეწვია საქართველოს სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარი ბერიძე. თანამედროვე გაგებით სოფლის მეურნეობის მინისტრი.

მან ლავრენტი ბერიას გაუგზავნა ანგარიში, სადაც აღწერილია ის ვითარება, რაც იმ პერიოდში, სტალინის მმართველობის დროს, რაიონში სუფევდა.

ბერიძე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე კალანდაძე უნდა გათავისუფლდეს და პასუხისგებაში მიეცეს. ამ დასკვნისთვის სჭირდებოდა მტკიცებულებები.

სწორედ ასეთი ,,მტკიცებულებებით'' არის სავსე მისი ანგარიში, რომელიც 1937 წლის 13 ივნისით თარიღდება.

როგორც შსს-ს მიერ 2015 წელს გასაჯაროებულ ანგარიშში წერია, სოფელ ძევერაში მოსახლეობამ არ იცოდა, რა ხდებოდა ქვეყნის, ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის მასშტაბით.

ეს ის პერიოდია, როდესაც ერთმანეთს პოლიტბიუროს წევრები დაუპირისპირდნენ და სტალინმა დაიწყო ოპონენტების, კერძოდ ე.წ. ტროცკისტების დევნა.

საქართველოში ამ დავალების შესრულება ლავრენტი ბერიას დაევალა. ერთ-ერთ ასეთ ,,ტროცკისტად'' გორის რაიაღმასკომის თავმჯდომარე კალანდაძე მოიაზრებოდა.

როგორც ბერიძის ანგარიშში წერია, საკმაოდ ადრე, კალანდაძე შესწინააღმდეგებია ბერიას, იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ბრძანების სახით გამოიცა.

ბერიას ბრძანებით, გორის რაიონში უნდა გაზრდილიყო გეგმა, კერძოდ მოხნულიყო შედარებით მეტი ფართობის მიწა, მოეყვანათ მეტი მოსავალი და ა.შ. ამ ბრძანებას, როგორც ბერიძის ანგარიშში ვკითხულობთ, კალანდაძე არ ეთანხმებოდა, რადგან მიზანშეუწონლად მიაჩნდა კოლმეურნეობებში ვალდებულებების ზრდა. როგორც კი დრო დადგა, ბერიამ კალანდაძის შესამოწმებლად კომისარი ბერიძე გაგზავნა.

სოფლებში არსებული მდგომარეობის შემდეგ კომისარი ბერიძე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შესაბამისი ზომები იყო გასატარებელი კალანდაძის მიმართ. ამის მტკიცებულებად მოჰყავდა სოფლებში არსებული მდგომარეობა, რომელიც თავის ანგარიშში ჰქონდა მოყვანილი.

ჩვენ ,,ტყვიავის ამბები"" უკვე გავაცანით მკითხველს, ამჯერად ,,ძევერის ამბების'' დრო მოვიდა.

რა წერია ძევერის შესახებ:

,,სოფელ ძევერაში, სადაც პოლიტიკურ-აღმზრდელობითი მუშაობა თითქმის არ მიმდინარეობს, 16 ადამიანისგან შემდგარ კომკავშირულ ორგანიზაციას გასული წლის დეკემბრის შემდეგ არ ჩაუტარებია საერთო კრება და არ უმუშავია კოლმეურნე ახალგაზრდებს შორის, გაზეთებს თვეობით არ კითხულობენ, არ არის არც ერთი რადიოდანადგარი, არ ამუშავებენ კონტრრევოლუციონერ ტროცკისტთა მავნებლურ ჯაშუშური საქმიანობისა და ჩატარებული პროცესების საკითხებს.

კოლმეურნეობის მოანგარიშე ჯავახიშვილს წარმოდგენა არ აქვს ტროცკისტულ კონტრრევოლუციური ელემენტების მავნებლურ ჯაშუშური საქმიანობისა და ჩატარებული პროცესების შესახებ – ასეთ პირობებში ხელსაყრელი გარემოა შექმნილი გაზეთების დამტარებელ, ყოფილ გვარდიელ მენშევიკ, სკკპ(ბ) რიგებიდან გარიცხულ ბზიშვილისა და ყოფილი მენშევიკის, ერობის მენშევიკ წევრ ნესტორ ლომიძისთვის, რომელმაც წინათ მის კუთვნილ, ამჟამად კი საკოლმეურნეო ბაღში მსხმოიარე ხეები გაჩეხა; ყოფილი მღვდლისთვის, ქურდ გიუნაშვილისთვის, რომელიც ამ სოფლიდან დიდი ხნის წინ გადასახლდა სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ბოლო თვეებში ხშირად ჩამოდის და ბაბალე მახარაშვილისა და ქრისტესა ჯოლბორდის სახლში ნათლავს ბავშვებს.

ახლომდებარე სოფელ შერთულში გორიდან ჩამოდის მღვდელი ბიბილური, რომელმაც ივნისში, ანეტა დადიანიძის სახლში მონათლა ბავშვები. გასულ წელს მღვდლებმა გაავრცელეს ჭორი იმის შესახებ, რომ წითელასგან, ძირითადად, მოუნათლავი ბავშვები იხოცებიან.

ძევერის კოლმეურნეობაში, რომელსაც 97 ჰექტარი ხეხილის ბაღი აქვს, ხილი საერთოდ არ ნაწილდება შრომადღეების მიხედვით, ლპება და ნადგურდება, მისგან შემოსავალი სრულიად უმნიშვნელოა.

ასე, მაგალითად, 1936 წელს ხილის 49 ტონა მოსავლიდან კონტრაქტაციით ჩაბარებულია 36 ტონა, ხოლო 11 ტონა გამოიყო საკოლმეურნეო ვაჭრობისთვის, აქედან 1,5 ტონა დალპა, დანარჩენი კი რეალიზაციისთვის გაიგზავნა კუიბიშევში, სადაც 3 თვე ისხდნენ კოლმეურნეობის წარმომადგენლები, რომლებმაც დაიქირავეს 6 გამყიდველი, შედეგად კი კოლმეურნეობამ მიიღო გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე მას გორში სთავაზობდნენ დამამზადებელი ორგანიზაციები (1 მან. 65 კაპ. კილოგრამში, ნაცვლად 2 მან. 60 კაპ.).

უნდა აღინიშნოს, რომ წარმომადგენელთა შორის იყო ყოფილი თავადი, ხილის „საქმოსანი” ვინმე ჯავახიშვილი, რომელსაც არასოდეს უმუშავია კოლმეურნეობაში.

კოლმეურნეებს შრომადღეებზე მხოლოდ 35 კაპიკი მისცეს, 1936 წელს გამომუშავებულ შრომადღეებზე კი საბოლოო ანგარიში ჯერ არ გაუსწორებიათ. ამავე კოლმეურნეობაში ღვინის მთელი მოსავალი – 1720 ლიტრი საზოგადოებრივი ღრეობისთვის გამოიყო და შრომადღეების მიხედვით არაფერი განაწილებულა.

რაიონის ბევრ კოლმეურნეობაში სრულიად დაუფიქრებლად მიმართავენ კოლმეურნეთა გარიცხვას.

გარიცხული კოლმეურნეების აღდგენის შესახებ რაიაღმასკომის მიერ მიღებულ დადგენილებაში, როგორც წესი, წერია: „აღდგენილ იქნას პირობითად და კოლმეურნეობის თავმჯდომარეს დაევალოს, საკითხი კოლმეურნეთა საერთო კრებაზე განიხილოს”. ძევერის სასოფლო საერთო კრებამ, გარიცხული კოლმეურნის აღდგენაზე უარი თქვა'' - წერია ანგარიშში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის
წარმოუდგენლობა დაასახელა.
უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა დაასახელა.
22:07 / 01.04.2025
"გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ
18:49 / 01.04.2025
განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება.
სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება. სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

17:00 / 01.04.2025
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
16:20 / 01.04.2025
,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
12:06 / 31.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.