რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ზერტის ამბები - 1936-37 წწ
სოფელ ზერტში, 1936-37 წლებში, შიმშილობა იყო. ამას ის უბედურებაც
დაერთო, რომ სოფელში 50-მდე ბავშვი წითელათი დაიღუპა.
ამ ვითარებაში, რაიონში ჩამოსულმა სოფლის მეურნეობის კომისარმა ,,კოლმეურნეობის მტრების'' ძიება ამ სოფელშიც დაიწყო. მტრები სოფელ ზერტშიც ,,მოიძებნა''.
ანგარიშში ვკითხულობთ:
,,გორის რაიონის პარტიული, საბჭოთა, მიწათმოქმედების ორგანიზაციების მხრიდან კოლმეურნეობების დანაშაულებრივი ხელმძღვანელობისა და ანტისაბჭოთა ელემენტების მავნებლური, გამხრწნელი საქმიანობის შედეგად ბევრ კოლმეურნეობაში მოშლილია შრომის დისციპლინა.
სოფელ ზერტის კოლმეურნეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ამხ. მირაზანაშვილმა ოფიციალურად დაწერა, რომ კოლმეურნეები სამუშაოდ არ გამოდიან, ამიტომ რაიკომიდან მომაგრებული თანამშრომლის დახმარებით კოლმეურნეებს იჭერენ თავიანთ საკუთარ ბაღებსა და ქუჩებში - „ჩვენ არაერთხელ დავწერეთ რაიონის მიწათმოქმედების განყოფილებასა და რაიკომში, რომ ვინაიდან კოლმეურნეები სამუშაოზე არ გამოდიან, კოლმეურნეობაში ყველა საქმე იშლებაო”.
ზერტის კოლმეურნეობის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ამხ. მირაზანაშვილმა და მე-5 ბრიგადის ბრიგადირმა, ამხ. ტურაშვილმა განაცხადეს, ზოგი კოლმეურნე ამბობს, „ჩვენ ვმუშაობთ, სხვები კი ჭამენო”, „კოლმეურნეობაში ვშიმშილობთო” და სხვ.
წითელას წინააღმდეგ არასაკმარისი სამედიცინო მუშაობის გამო, სოფელ ზერტში წელს 50-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა. სოფელში ხმა გავრცელდა, რომ ბავშვების გადარჩენის ერთადერთი გზა მათი მონათვლა და წმინდანთათვის მსხვერპლის შეწირვაა.
ამა წლის 7, 8 და 9 მაისს 20 ოჯახზე მეტი გაემგზავრა (ნაწილი კოლმეურნეობის ურმით) წითელი ლენტებით, 20 კილომეტრზე, სოფელ ატენში წმინდა ბაბალეს ეკლესიაში შესაწირით (ცხვრები, ქათმები და სხვ.), რის გამოც ამ დღეებში საკოლმეურნეო მინდვრებზე თითქმის არავინ მუშაობდა. ამ კოლმეურნეობაში სხვა დროსაც ასევე უხალისოდ მუშაობდნენ.
კოლმეურნეობაში არ არის პარტორგანიზაცია, იქ მოქმედებენ და თავიანთ საქმეს აკეთებენ მტრები, როგორებიც არიან თავადი ვასილ ქარსიძე (დაბრუნდა გადასახლებიდან), მისი შვილი გენო ქარსიძე, რომელიც დიდხანს იყო საწყობის გამგე და ყოფილ თავმჯდომარე ზუბიაშვილთან ერთად იტაცებდა საკოლმეურნეო ქონებას.
ქარსიძე თავის საკარმიდამო ნაკვეთზე სამუშაოდ სისტემატურად ქირაობდა კოლმეურნეებს და საფასურად მარცვლეულს ჰპირდებოდა. ყოფილი კულაკები, გულა მირაზანაშვილი და კოლა დოლუაშვილი გასახლების შემდეგ დაბრუნდნენ, ორივე აღადგინეს კოლმეურნეობაში და ორივე დაინიშნა მეწისქვილედ. ისინი წისქვილში შეკრებილ კოლმეურნეებთან ანტისაბჭოთა თემებზე ყბედობენ.
მოანგარიშე მწურაშვილს, რომელმაც ყოფილი თავმჯდომარე გამოააშკარავა და ახლანდელ თავმჯდომარეს ბრალს სდებს საკოლმეურნეო მუშაობის პასიურობისა და ძირითადად, თავისი ხილის გაყიდვის ინტერესის გამო – ატერორებდნენ ანონიმური, მუქარის წერილებით, რომლებშიც კუბო იყო დახატული.
არსებული ვითარებიდან პოლიტიკური დასკვნების გაკეთების ნაცვლად, რაიონმა იგი სხვა კოლმეურნეობაში გადაიყვანა, ხოლო ეს კოლმეურნეობა ორი თვეა, რაც მოანგარიშისა და აღრიცხვის გარეშეა, რითაც კიდევ უფრო მეტად სარგებლობენ მტრები.
ამ კოლმეურნეობის აღმრიცხველი ტერუნაშვილი და მე-5 კლასის მოსწავლე ალექსი მიჩიტაშვილი, კოლმეურნეთა განცხადებით, შეურაცხყოფდნენ ბელადის პორტრეტს.'' - ვკითხულობთ სოფლის მეურნეობის კომისრის ანგარიშში, რომელიც დაიწერა 1937 წლის 13 ივნისს.
---
ცნობისათვის, 1937 წლის ივნისში გორის რაიონს ეწვია საქართველოს სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარი ბერიძე. თანამედროვე გაგებით სოფლის მეურნეობის მინისტრი.
მან ლავრენტი ბერიას გაუგზავნა ანგარიში, სადაც აღწერილია ის ვითარება, რაც იმ პერიოდში, სტალინის მმართველობის დროს, რაიონში სუფევდა.
ბერიძე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე კალანდაძე უნდა გათავისუფლდეს და პასუხისგებაში მიეცეს. ამ დასკვნისთვის სჭირდებოდა მტკიცებულებები.
სწორედ ასეთი ,,მტკიცებულებებით'' არის სავსე მისი ანგარიში, რომელიც 1937 წლის 13 ივნისით თარიღდება.
წყარო: შსს-ს მიერ გამოქვეყნებული საარქივო მასალები - ,,ბოლშევიკური წესრიგი საქართველოში''

ამავე კატეგორიაში

ვიდეოკადრებში ასევე ისმის კასპის მერის ხმა, რომელიც ავალებს ზურაბ ჩიტიშვილს, რომ სხდომათა დარბაზში დაამყაროს ,,წესრიგი''.

სურამში ერთ-ერთ ეკლესიის კედლის წარწერაში ვკითხულობთ, რომ ეკლესია

საქმე ეხებაა სტიქით დაზარალებულ სოფლებში სახურავების სარეაბილიტაციო
სამუშაოებთან დაკავშირებულ დავას.

დაკავებულებს შორის არის ლაშა ხეთერელი. ის უკვე მეათედაა დაკავებული.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძაღლი განსაკუთრებით აგრესიული მას
შემდეგ გახდა,
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები