რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ირაკლი მილაძე მზადაა მზია ამაღლობელის თავისუფლების სანაცვლოდ კასპელ ბრალდებულ ჩინოვნიკებს აპატიოს
სამოქალაქო აქტივისტს ირაკლი მილაძეს გორის პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თუ მისი სურვილია, კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებს, ვიცე-თავმჯდომარეს და აპარატის უფროსს ამნისტია შეეხებათ.

ირაკლი მილაძე თანახმაა, მზია ამაღლობელის თავისუფლების სანაცვლოდ, ვიცე-თავმჯდომარეს გიორგი მჭედლიშვილს და აპარატის უფროსს, ზურაბ ჩიტიშვილს დანაშაულებრივი ქმედება აპატიოს, ხოლო ბრალდებულების მიმართ გავრცელებულ ამნისტიის პირობებზე პრეტენზია არ ექნება.

როგორც ქართლის ამბები წერდა, შიდა ქართლის პროკურატურამ ძალადობის მუხლით ბრალი წაუყენა კასპის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარეს გიორგი მჭედლიშვილსა და აპარატის უფროსს ზურაბ ჩიტიშვილს.

ბრალდების მიხედვით, მათ, 2022 წლის თებერვალში იძალადეს სამოქალაქო აქტივის, ირაკლი მილაძის წინააღმდეგ.

ძალადობის სავარაუდო ფაქტის შესახებ ვიდეო თავად სამოქალაქო აქტივისტმა გადაიღო. ვიდეო კადრების მიხედვით, საკრებულოს სხდომაზე სცემეს აქტივისტს ირაკლი მილაძეს.

ვიდეოკადრებში ასევე ისმის კასპის მერის ხმა, რომელიც ავალებს ზურაბ ჩიტიშვილს, რომ სხდომათა დარბაზში დაამყაროს ,,წესრიგი''.

ირაკლი მილაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს. ბრალდებულებს ჯერ გირაო შეუფარდეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა სასჯელი მიუსაჯეს.

გასულ კვირას ზურაბ ჩიტიშვილი საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა.

,,გორის პროკურატურიდან დამირეკეს და ხვალ სასამართლოზე გამოცხადება მთხოვეს. საქმე ეხება 2023 წლის თბერვალში მომხდარ ფაქტს, რომლის გამოც დაზარალებულად ვარ ცნობილი და ბრალი წაუყენეს ორ ქოცს, კასპის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს და ამავე საკრებულოს აპარატის უფროსს. ბრალდებულები კი არიან, თუმცა დღემდე რჩებიან თანამდებობებზე. პროკურორმა შემახსენა სექტემბრის თვეში გამოცხადებული ამინისტიის შესახებ და მანიშნა, რომ თუ მე პრეტენზია არ მექნება ამ ორი მოძალადის მიმართ, სისხლის სამართლის პასუხისგება შეწყდება.
აღნიშნული ძალადობის დროს ცხვირი გამიტეხეს და დამასისხლიანეს, რაც კამერებზეა აღბეჭდილი. ამ ხნის მანძილზე არსებობდა მათი მიმალვის და ჩემზე ზეწოლის შანსებიც, თუმცა ორივე მოძალადე მუშაობას აგრძელებს. ამის პარარელურად მზია ამაღლობელი სილის გარტყმის გამო ჩასვეს ციხეში და გიარაოს სანაცვლოდაც კი არ გამოუშვეს. სისტემა მაქსიმალურად გვებრძვის და ამავე სისტემის მოძალადეებს მე ვერ ვაპატიებ აღნიშნულს. მაქვს ერთი შეთავაზება: ორივე მოძალადემ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და მზია ამაღლობელი გამოუშვან დროულად! ამის შემდეგ მე პრეტენზია აღარ მექნება მათთან.'' - აცხადებს ირაკლი მილაძე. 

 



ირაკლი მილაძე ერთ-ერთია, ვინც ბოლო პერიოდში, თბილისში, პროევროპულ აქციებზე მონაწილეობას იღებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ის ასევე იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ აქციისა, რომელიც ქალაქ კასპში გაიმართა და სადაც თავს დაესხნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სოფელ ზერტში, 1936-37 წლებში, შიმშილობა იყო. ამას ის უბედურებაც
დაერთო, რომ სოფელში 50-მდე ბავშვი წითელათი დაიღუპა.
სოფელ ზერტში, 1936-37 წლებში, შიმშილობა იყო. ამას ის უბედურებაც დაერთო, რომ სოფელში 50-მდე ბავშვი წითელათი დაიღუპა.
20:59 / 26.03.2025
სურამში ერთ-ერთ ეკლესიის კედლის წარწერაში ვკითხულობთ, რომ
ეკლესია

სურამში ერთ-ერთ ეკლესიის კედლის წარწერაში ვკითხულობთ, რომ ეკლესია

19:58 / 26.03.2025
საქმე ეხებაა სტიქით დაზარალებულ სოფლებში სახურავების სარეაბილიტაციო
სამუშაოებთან დაკავშირებულ დავას.
საქმე ეხებაა სტიქით დაზარალებულ სოფლებში სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ დავას.
14:42 / 26.03.2025
დაკავებულებს შორის არის ლაშა ხეთერელი. ის უკვე მეათედაა დაკავებული.
დაკავებულებს შორის არის ლაშა ხეთერელი. ის უკვე მეათედაა დაკავებული.
12:39 / 26.03.2025
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძაღლი განსაკუთრებით აგრესიული მას
შემდეგ გახდა,
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძაღლი განსაკუთრებით აგრესიული მას შემდეგ გახდა,
10:35 / 26.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.