რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
როგორ აღმოჩნდა ალწყაროს მიწები კერძო საკუთრებაში
ალწყაროში, სადაც 1990-იან წლებამდე ძირითადად ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ, დღეს მიწების ყიდვა-გაყიდვის პროცესი მიმდინარეობს. ნასოფლარის ტერიტორიაზე ნაკვეთები უკვე 100-ზე მეტმა ადამიანმა შეიძინა. სახელმწიფომ კი, 2 ათეული წლის წინ, თითქმის მთლიანი სოფელი 1850 ლარად ერთ პიროვნებას მიჰყიდა.

ხაშურის მერია 2025 წლის 11 აპრილს საჯარო განხილვას გეგმავს, სადაც წარმოდგენილი იქნება ,,ახალი სოფლის - ალწყაროს'' კონცეფცია. იგეგმება სააგარაკე სახლების - უფრო კონკრეტულად, ახალი სოფლის აშენება. მერიის ცნობით, ალწყაროს აღდგენა გამოიწვევს ხაშურში ტურიზმის და ეკონომიკის აღდგენას. კონცეფციაში წერია, რომ სახლები მყიდველებმა თავიანთი სახსრებით უნდა ააშენონ.

ალწყაროს კუთვნილი 50 ჰა-მდე ფართობი 1997 წლიდან იჯარით აღებული ჰქონდა ,,ზემო ოსიაურის კოოპერატივს''. ამ კოოპერატივმა, საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ, 2007 წელს, დაახლოებით 1850 ლარად სათიბები ქონების მართვის სამსახურისგან შეისყიდა და ფაქტობრივად ნასოფლარის კერძო მესაკუთრე გახდა.

სოფლის დანაწილება 2008 წლიდან დაიწყო. განსაკუთრებით, შესამჩნევი ხდება 2016 წლიდან. საჯარო რეესტრში გვხვდება შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მერიის აღიარების კომისიას მიმართავენ თვითნებურად დაკავებული მიწის დაკანონების თხოვნით.

მერიის დამტკიცებულ კონცეფციაში სოფლის დაცლის სხვა ვერსიაა მოცემული.

,,მისი დაცლა 90-იან წლებში მოხდა, როდესაც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა გადინება საქალაქო ტიპის დასახლებაში დაიწყო. წლების განმავლობაში სოფელში არსებული ნასახლარები ინგრეოდა და სოფელი თითქმის გაქრა. ბოლო წლების განმავლობაში, სოფლის მიმართ ინტერესი ისევ გაჩნდა და მოხდა რამდენიმე სახლის რეკონსტრუქცია და აღდგენა. დღეის მდომარეობით, სოფლის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ორი მესაკუთრის საკუთრებაშია, თუმცა გაჩნდა სოფლის მიმართ ინტერესი და ბოლო წლების განმავლობაში სოფლის ტერიტორიაზე 100-ზე მეტმა ადამიანმა შეიძინა მიწის ნაკვეთი.'' - ვკითხულობთ დოკუმენტში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ობიქეტიდან წარმოქმნილი წყლები
მდინარე

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ობიქეტიდან წარმოქმნილი წყლები მდინარე

16:18 / 10.04.2025
ერთ-ერთი ასეთი მონაწილე დიანა გრიგორიანია. დიანა გრიგორინია
ქართლის სტუდიის სტუმარია.

ერთ-ერთი ასეთი მონაწილე დიანა გრიგორიანია. დიანა გრიგორინია ქართლის სტუდიის სტუმარია.

15:07 / 10.04.2025
,,ეხ მოხდა აქ, სადაც აქციის წევრები ვიკრიბებით ყოველ საღამოს.
მანქანამ ჩვენს წინ ჯერ შეანელა მოძრაობა,

,,ეხ მოხდა აქ, სადაც აქციის წევრები ვიკრიბებით ყოველ საღამოს. მანქანამ ჩვენს წინ ჯერ შეანელა მოძრაობა,

17:41 / 08.04.2025
"დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული, ადამიანების დაცვის
15:39 / 08.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.