რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
რას უპირებენ სოფლის დეპუტატს
სოფელ თელიანის მაჟორიტარი წარმომადგენელი ვახტან ბეჟიტაშვილი იურიდიული კომისიის სხდომაზე დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

კომისიის თავმჯდომარე ხათუნა თათაშვილი ამბობს, რომ კომისიას, ბეჟიტაშვილის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, საკრებულოს წევრისგან საპასუხო დოკუმენტაცია ჭირდება.

საქმე იმაშია, რომ 2016 წლის 25 მარტს საჯარო სამსახურის ბიუროდან საკრებულოს თავმჯდომარეს შეატყობინეს, რომ ქონებრივ დეკლარაციაში ვახტანგ ბეჟიტაშვილს ორი თანამდებობა აქვს მითითებული, კერძოდ, ის როგორც ფრაქცია ,,თავისუფლების" თავმჯდომარე არის ასევე ერთ-ერთი კერძო კომპანიის მენეჯერი.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს ვახტანგ ბეჟიტაშვილს შემოსავლები როგორც ბიუჯეტიდან, ხელფასის სახით, ასევე, კერძო კომპანიიდან უფიქსირდება.

2015 წელს ფრაქცია ,,თავისუფლების" თავმჯდომარემ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა კასპის ბიუჯეტიდან, ანაზღაურების სახით, 15 660 ლარი მიიღო. დეპუტატი პარალალურად უთითებს, რომ 2015 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული აქვს დამატებით 56 000 ლარი, კერძოდ, კომპანია შ.პ.ს. ფრუიტილიასგან. 

ხოლო როგორც მენეჯერს, მიღებული აქვს 4 600 ლარი.

ამ ფაქტებიდან გამომდინარე საკრებულოს წევრის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: „ჩემგან უნდათ ის, რომ მე დავტოვო დეპუტატის მანდატი, ეს იყო კომისიის თავმჯდომარის პირადი ინიციატივა, მას ქონდა ძალიან დიდი სურვილი თავის დროზე, მე, როდესაც ვღბულობდი არჩევნებში მონაწილეობას, რომ არ დავმდგარიყავი და არ მომეგო ის ადგილი, კონკრეტულად, ის ოლქი, სადაც მისი კანდიდატურა იყო და, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის ზოგზოგიერთებს ჩემი კონკრეტული ინტერვიუები, რომლებიც თქვენი მეშვეობითაც ვრცელდებადა; ის კრიტიკა, რასაც მე ყოველთვის ვაჟღერებ“.

მანუჩარ მერებაშვილი-კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე: „საჯარო სამსახურის ბიუროდან მოვიდა წერილი, ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით, წერილში მითითებულია, რომ შეუსაბამოა ბატონ ვახტანგ ბეჟტაშვილის თანამდებობა აღნიშნულთან“.

ხათუნა თათანაშვილი: „საჯარო სამსახურის ბიურო გვატყობინებს, რომ მასთან შემოსულია ინფორმაცია, რომ ფრაქციის თავმჯდომარე ვახო ბეჟიტაშვილი დეკლარაციის მიხედვით არის ასევე შ.პ.ს-ეს დირექტორი. რაც ჩემი აზრით არის დარღვევაო, ამას გვწერენ, გვთხოვენ საქმის შესწავლას“.

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: „ჯერ ერთი დეპუტატს გააჩნია იმის უფლება, რომ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდეს და ხელმძღვანელიც იყოს, მაგრამ, როგორც კი გავხდი დეპუტატი და, როგორც კი ფრაქციის ხელმძღვანელი გავხდი, მე დავწერე განცხადება და დავტოვე დირექტორის თანამდებობა შესაბამის კომერცულ ორგანიზაციაში, რომლის დამფუძნებელიც მე თვითონ გახლავართ“.

ხათუნა თათანაშვილი - „ბეჟიტაშვილი ვალდებულის დაესწროს იურიდიული კომისიის სხდომას, ხელების გაშვერას აქეთკენ, ხათუნა თათანაშვილისკენ, იქითკენ, იურიდიული კომისიისკენ, მთლიანად კომისიაზე ვგულისხმობ და ვიღაცაზე, ვიღაც პიროვნებაზე, ჯობია კანონში მეც ჩავიხედო, თვითონაც ჩაიხედოს და მოვიყვანოთ ეს შესაბამისობაში“.

რობერტ კავთიაშვილი: „იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ფაქტი, რომ კონკრეტული თანამდედობის პირს ქონდა თანამდებობრივი შუთავსებლობა, რის გამოც შესაძლებელია მას შეუწყდეს ვადაზე ადრე უფლებამოსილება და აღმოჩნდება ის, რომ მან, რასაკვირველია არასწორად მიიღო ის თანხა, რაც მიღებული აქვს ამ ეტაპისთვის, ბუნებრივია ჩემი პირადი, როგორც იურისტის პოზიცია იქნება ის, რომ მუნიციპალიტეტს აქვს, იმის სამართლებრივი საფიძველი, რომ ამ თანხის უკან დაბრუნება მოითხოვოს“.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.