რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ოქრუაშვილის მეგობარს საცურაო აუზი უბრუნდება
გორის საცურაო აუზი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი
ოქრუაშვილის მეგობარს გია გიგუაშვილს გადასცემენ.
ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავარი პროკურატურის ე.წ. ,,სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა" მიიღო.
გია გიგუაშვილი საცურაო აუზის მფლობელი 2007 წლის ივნისიდან 2008 წლის ივლისამდე იყო.
2008 წლის ივლისში გია გიგუაშვილს და მის მეუღლეს, ოლღა პავლიაშვილს ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ გადააფორმებინეს. ამ პროცესში შიდა ქართლის ოლქის მაშინდელი პროკურორი დავით საყვარელიძე და მაშინდელი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი იყვნენ ჩართულები.
გია გიგუაშვილს დაჭერით და ოჯახის წევრების დაშინებით ემუქრებოდნენ. მაშინდელი პროკურატურის დაინტერესება სწორედ ოქრუაშვილთან მეგობრობას უკავშირდებოდა.
საცურაო აუზი, სინამდვილეში, 2004 წელს სხვა პირებს, სწორედ, ოქრუაშვილის გუნდის წევრებმა ჩამოართვეს.
ამ პროცესს კი, გორის რაიონის მაშინდელი გამგებელი ნუკრი პაპუნაშვილი და მისი მოადგილე ხელმძღვანელობდნენ. სხვათა შორის, ნუკრი პაპუნაშვილის მონაწილეობით 2004 წელს ბევრი ქონება ბევრ ადამიანს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოართვეს.
რაც შეეხება საცურაო აუზს, ის გორელ თამაზ მაყაშვილს, გურამ ნოზაძეს და რამდენიმე პირს 1997 წლიდან 10 წლიანი იჯარის საფუძველზე ეკუთვნოდათ.
თამაზ მაყაშვილი ამბობს, რომ თავის დროზე აუზი გია გიგუაშვილისთვის არ უნდა მიეყიდათ, რადგან აუზს მანამდე სხვა მფლობელები ჰყავდა.
,,მართალია, ჩვენ იჯარით გვქონდა აღებული, მაგრამ მის განვითარებისთვის დიდი რესურსი ჩავდეთ. გაპარტახებული აუზი დავაყენეთ ფეხზე, მოვაწყეთ გათბობის სისტემა, აღვზარდეთ მოცურავეები, რომლებმაც საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწიეს. ფაქტობრივად, საცურაო აუზი სრული დატვირთვით მუშაობდა და, ამ დროს, გამოგვყარეს ოქრუაშვილის ხალხმა. თუკი სახელმწიფო საცურაო აუზს ოქრუაშვილს დაუბრუნეს, ეს სამარცხვინო იქნება ,,ქართული ოცნებისთვის"" - აცხადებს თამაზ მაყაშვილი.
მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის გამომძიებლები დღეს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ 2008 წელს გია გიგუაშვილს ქონება უკანონოდ ჩამოართვეს.
,,2008 წლის ივლისის დასაწყისში, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პროკურატურის ზემდგომი თანამდებობის პირებისგან მიიღო უკანონო დავალება, ოლღა პავლიაშვილისთვის და მისი მეუღლე გია გიგუაშვილისთვის მოეთხოვა აუქციონის გზით შეძენილი უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაცემა.
ამ მიზნით, გორის რაიონულ პროკურატურაში, რამდენჯერმე დაიბარეს დაზარალებული გია გიგუაშვილი, რომელსაც პროკურორი დაკავების მუქარით კატეგორიულად სთხოვდა ხსენებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას. დაზარალებული, მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, იძულებული გახდა დათანხმებოდა უკანონო მოთხოვნას.
2008 წლის 17 ივლისს, გორის რაიონულ პროკურატურაში, დაზარალებულმა გია გიგუაშვილმა, პროკურორის და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის თანდასწრებით, ხელი მოაწერა პროკურატურაში შედგენილ ჩუქების ხელშეკრულებას, რითაც მან სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა მათი ოჯახის კუთვნილი 736 225 ლარის ღირებულების 1559 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 1373.2 კვ.მ. შენობა-ნაგებობით (გორის საცურაო კომპლექსი).
გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ჩამორთმევაში მხილებული პროკურორის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს პროკურატურის რიგები, გამოყენებულ იქნა დისკრეციული უფლებამოსილება და არ მოხდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადაეგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც დაიწყებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს, რათა გია გიგუაშვილს ქონება გადაეცეს.
თამაზ მაყაშვილი ფიქრობს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ არ უნდა მოახდინოს ქონების გადაცემა, რადგან უმჯობესია, საცურაო აუზი მუნიციპალურ საკუთრებაში დარჩეს.
,,საცურაო აუზი მოგებაზე ვერ იმუშავებს, თუკი, სუბსიდიის გარეშე იქნება. უმჯობესია, ქონება მერიას დარჩეს და ქალაქს საცურაო აუზი დარჩეს" - აცხადებს თამაზ მაყაშვილი.

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები