რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
სახალხო დამცველმა ოსური ფორუმის მონაწილეებს საინფორმაციო ბიულეტენი წარუდგინა
2016 წლის 20 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ოსური ფორუმის მონაწილეებს კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის შესახებ რიგით მეორე საინფორმაციო ბიულეტენი წარუდგინა.

დოკუმენტში შესულია ინფორმაცია სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის განმავლობაში გამართული შეხვედრების, გამოცემული ანგარიშების, რეკომენდაციებისა და წინადადებების, წარმატებული საქმეების შესახებ;

ასევე ასახულია ოსური ფორუმის საქმიანობა და სახალხო დამცველის საგანმანათლებლო და ნდობის აღდგენის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები.

ბიულეტენში ასევე გამოქვეყნებულია ინტერვიუ ექსპერტ იორგენ იოჰანსენთან, რომელიც ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტის ურთიერთმიმართებაზე საუბრობს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები პირების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას და მათ დაცვას.

2015 წელს გარკვეული სიახლეებია სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის კუთხით საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისათვის. თუმცა, სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მათთვის კვლავ არათანაბარია.

2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა წარადგინა სპეციალური ანგარიში - „საქართველოში მცხოვრები ოსური თემის მიგრაცია და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ცალკეული პრობლემები“.

ანგარიშს საფუძვლად დაედო 2014 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის მიზანი იყო 1991–1993 წლებში შეირაღებული კონფლიქტებისა და ეთნიკური დაძაბულობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა და დარღვეული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელი რეკომენდაციების შემუშავება.

სახალხო დამცველმა 2015 წელს სპეციალური ანგარიში მიუძღვნა გალის რაიონში განათლების უფლების პრობლემებს. ანგარიშში „განათლების უფლება გალის რაიონში: 2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი პრობლემები“ - დეტალურადაა აღწერილი 1995 წლიდან დღემდე გალის მკვიდრთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის, დისკრიმინაციისა და ბავშვებზე ძალადობის ფაქტები და წარმოდგენილია შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ანგარიშში ასახულია ის ღონისძიებებიც, რომლებიც სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია ადგილობრივ მკვიდრთა უფლებების დასაცავად.

2015 წლის განმავლობაში სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდებოდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებს, როგორც გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ისე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ თემებში; გაიმართა არაერთი შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ობიქეტიდან წარმოქმნილი წყლები
მდინარე

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ობიქეტიდან წარმოქმნილი წყლები მდინარე

16:18 / 10.04.2025
ერთ-ერთი ასეთი მონაწილე დიანა გრიგორიანია. დიანა გრიგორინია
ქართლის სტუდიის სტუმარია.

ერთ-ერთი ასეთი მონაწილე დიანა გრიგორიანია. დიანა გრიგორინია ქართლის სტუდიის სტუმარია.

15:07 / 10.04.2025
,,ეხ მოხდა აქ, სადაც აქციის წევრები ვიკრიბებით ყოველ საღამოს.
მანქანამ ჩვენს წინ ჯერ შეანელა მოძრაობა,

,,ეხ მოხდა აქ, სადაც აქციის წევრები ვიკრიბებით ყოველ საღამოს. მანქანამ ჩვენს წინ ჯერ შეანელა მოძრაობა,

17:41 / 08.04.2025
"დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული, ადამიანების დაცვის
15:39 / 08.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.