რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
16-18 ივნისის რეიდების შედეგები
2016 წლის 16-18 ივნისს, საპოლიციო კონტროლის შედეგად, სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 182 დანაშაული.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ყველაზე მეტი დანაშაული იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლით გამოვლინდა.

კერძოდ, 61 ფაქტი;

მკვლელობის მცდელობის (სსკ 19 -109-ე მუხლი) - 1 ფაქტი;

ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების (სსკ 260-ე მუხლი) – 21 ფაქტი;

საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის (სსკ 262-ე მუხლი) – 1 ფაქტი.

პოლიციამ დააკავა 1 ძებნილი პირი. 

ასევე, გაიხსნა ადრე ჩადენილი ყაჩაღობის, ძარცვის მცდელობის და საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის თითო ფაქტი.

დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1450 შემთხვევა, მათ შორის:

ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 49 ფაქტი;

წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) - 17 ფაქტი;

დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) - 32 ფაქტი;

დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) - 16 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 6 ავტომატი; 4 პისტოლეტი; 1 რევოლვერი; 2 საფანტის პისტოლეტი; 3 შაშხანა; 15 გადაჭრილი სანადირო თოფი; 1 სანადირო თოფი; 1 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი; 4 ყუმბარმტყორცნი; 2 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი; 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი; 36 ყუმბარმტყორცნის ჭურვი; 2 ნაღმმტყორცნი; 14 ამფეთქი ფალია; 71 ხელყუმბარა; 6 კაფსულ-დეტონატორი; 4037 ვაზნა და 1,5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი.

ასევე, ამოღებულია: 19 აბი ფსიქორტოპული მედიკამენტი; 7 აბი „დიფენოქსილატი“; 109 ძირი კანაფი; 7 შეკვრა მარიხუანა; 2 შეკვრა „ჰეროინი“; 1 შეკვრა „სუბოტექსი“; 1 შეკვრა „ოპიუმი“; 49 აბი „ტრამადოლი“; 50 აბი „ფსევდოეფედრინი“; 1 შეკვრა ყაყაჩოს თესლი.

საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 26, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 53 პირი დააკავეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.