რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ოსურმა მხარემ დივერსიის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა
დისეველი გიორგი გიუნაშვილი დააკავეს.
აღნიშნული უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გიუნაშვილი 2004 წლიდან სხვადასხვა დივერსიულ აქტებში იღებდა მონაწილეობას და საქართველოს სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა.
ამ ინფორმაციას დე-ფაქტო მთავრობის კონტროლირებული მედია-საშუალებები ავრცელებს.
სააგენტო ,,სპუტნიკის" ცნობით, გიუნაშვილმა 2007 წელს სოფელ ხელჩუასთან აფეთქება ოსური სამხედრო ძალების სიახლოვეს მოაწყო, რა დროსაც ერთი ოსი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო, ერთი - დაიჭრა.
ის ,,დისევის დაცვის" ჯგუფის წევრი იყო - იუწყებიან ცხინვალის სააგენტოები.
დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახური სხვა საიდუმლო მასალებს არ აჯაროვებს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ საქმიანობის შესწავლას განაგრძობს.
სოფელი დისევი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებრეობს და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთს ესაზღვრება.
რა ვითარებაში მოხდა გიუნაშვილის დაკავება, უცნობია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ძალოვან უწყებებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ამავე კატეგორიაში

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ობიქეტიდან წარმოქმნილი წყლები მდინარე

ერთ-ერთი ასეთი მონაწილე დიანა გრიგორიანია. დიანა გრიგორინია ქართლის სტუდიის სტუმარია.

,,ეხ მოხდა აქ, სადაც აქციის წევრები ვიკრიბებით ყოველ საღამოს. მანქანამ ჩვენს წინ ჯერ შეანელა მოძრაობა,

ლაშა გოგნიაშვილი 2012 წელს ქარელის პოლიციის უფროსი იყო.

"დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული,
ადამიანების დაცვის
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები