რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
აირჩიე ქალი პოლიტიკაში - გორში დისკუსია გაიმართა
დემოკრატიული ჩართულობის გორის ცენტრში თითქმის ორი საათის
განმავლობაში, პოლიტიკაში ქალთა აქტიურობის შესახებ, ისაუბრეს.
დისკუსიის მონაწილეები, საბოლოოდ, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პოლიტიკურ პარტიებს შიდა სტრუქტურა აწყობილი არა აქვს. შესაბამისად, იქ პოლიტიკოსის რანგში ვერც ქალი და ვერც კაცი განვითარდება.
შეხვედრის ორგანიზება გენდერიის მედიაცენტრმა უზრუნველყო.
დისკუსია რადიო ,,თავისუფლების" ჟურნალისტის გოგა აფციაურის კითხვამ გაამწვავა. მან მაგალითისთვის ევროპის ქვეყნის გამოცდილება მოიყვანა, სადაც პარტიული წევრი წარმატებას ელემენტარული აქტივობიდან (პლაკატების გაკვრა, აგიტაცია და ა.შ.) უმაღლეს თანამდებობას აღწევს.
საქართველოში კი, წინასაარჩევნოდ ,,გააქტიურებული" პარტიები ოფისებს მხოლოდ არჩევნების წინ ხსნიან, ზონის კოორდინატორებსაც საარჩევნოდ ქირაობენ. ფაქტობრივად, ერთგული წევრი ამა თუ იმ პარტიას თითქმის არ ჰყავს.
ეკონომიკის ექსპერტის თამარ ედიშერაშვილის თქმით, საბოლოო პრობლემა განათლებაში. განათლებული ადამიანი ყოველთვის წარმატებას მიაღწევს.
მოწვეული შვიდი პოლიტიკური პარტიიდან (ქართული ოცნება, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, საქართველოს კონსერვატიული პარტია, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და ლეიბორისტული პარტია) შეხვედრას მხოლოდ 5 დაესწრო.
ეროვნული ფორუმისა და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები შეხვედრას არ დასწრებია.
მომდევნო შეხვედრა აგვისტოში გაიმართება, რომელშიც სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრები იმართება პროექტის ,,ხმა მიეცი თანასწორობას“ ფარგლებში, რომელსაც ა/ო ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ და გორის გენდერის მედიაცენტრი ახორციელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ( IFES) მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობაში ინფორმირებულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის კუთხით.

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები