რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
გორში ოლიმპიელების მხარდასაჭერად ფანკლუბი შეიქმნება
გორში, მერიის ინიციატივით, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის წევრების
მხარდამჭერი ფანკლუბი შეიქმნება.
აღნიშნული იდეა ძიუდოისტებთან, ვაჟა მარგველაშვილთან და ბექა ღვინიაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გააჟღერა.
შეხვედრაზე ოლმპიელებს და მათ მწვრთნელებს - ანზორ თენაძეს და ნიკოლოზ ბიბილაშვილს წარმატებები უსურვეს.
ფანკლუბის გარდა, ქალაქის ტერიტორიაზე ბანერები სლოგანით ,,გორი-საქართველოს გამარჯვებისთვის“ გაიკვრება.
გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, დიდ ეკრანზე თანაქალაქელთა ასპარეზობას ადევნონ თვალი.
დაგეგმილია, ასევე, ფანკლუბიდან პირდაპირი გადაცემების ორგანიზება მერიის ფეისბუქგვერდის საშუალებით.
ოლიმპიადა მიმდინარე წლის აგვისტოში ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით ვაჟა მარგველაშვილსა და ბექა ღვინიაშვილთან ერთად ასევე გორის სპორტულ სკოლებში აღზრდილი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და ლაშა შავდათუაშვილიც მიიღებენ მონაწილეობას. მათ გორის მერი გასულ კვირას შეხვდა.
საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში სულ 5 გორელი სპორტსმენია - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის პრიზიორი (თავისუფალი ჭიდაობა), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში ბექა ღვინიაშვილი (ძიუდო), ევროპის ჩემპიონები - გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო).
ცნობილი ხდება, რომ მთავრობა გორში მასშტაბურ სპორტულ არენის მშენებლობასაც აპირებს.
,,მერიის მოთხოვნას გორში მასშტაბური თანამედროვე სპორტული არენის მშენებლობის შესახებ სამთავრობო წრეებში უკვე მოჰყვა სერიოზული დაინტერესება. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი გორელის ოცნება, საკუთარ ქალაქში იხილოს მსოფლიოში აღიარებული გორელი სპორტსმენების ასპარეზობა, მალე ასრულდება, და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“ - განაცხადა შეხვედრაზე ზურაბ ჯირკველიშვილმა.

ამავე კატეგორიაში

უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის
წარმოუდგენლობა დაასახელა.

"გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ

განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება. სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''

,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები