რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ჩეხი ტურისტის ცემის ფაქტზე დაკავებულის დედა შეწყალებას ითხოვს
გორში მცხოვრები ნატალია ნიკოლიშვილი საქართველოს პრეზიდენტს პატიმარი
ვაჟის შეწყალებას სთხოვს.
ჩეხი ტურისტის ცემის ფაქტზე მისი შვილი 2015 წლის 20 ივნისს დააკავეს.
ელექტროფიკაციის დასახლებაში მცხოვრები მარტოხელა დედა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარკვეულ დეტალებზე ესაუბრა.
მისი თქმით, ვაჟს გაუგებრობა სიმთვრალეში შეემთხვა.
პროკურატურის მტკიცებით, 32 წლის მამაკაცმა ჩეხი ტურისტი ჯერ ცემა და შემდეგ ველოსიპედი წაართვა.
,,როგორც ვიცი, ჩემი შვილი და ტურისტი ერთად ქეიფობდნენ. სტუმარს ჭალაში კარავი ჰქონია გაშლილი და იქ დაულევიათ ერთად. ჩემმა შვილმა სთხოვა, ველოსიპედი მათხოვე, ვისეირნებო, ტურისტმა არ ათხოვა და ხელზე უკბინა. ამის შემდეგ ჩემ ვაჟს სტუმრისთვის ხელი მოუქნევია და თვალი დაულურჯებია. მეც ეს ყველაფერი გადმოცემით ვიცი" - ამბობს ნატალია ნიკოლიშვილი.
მოსამართლემ ბრალდებულს თავისუფლება ყველაზე ნაკლები ვადით აღუკვეთა. წარდგენილი მუხლი 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
,,ვთხოვ, პრეზიდენტს ჩემი მდგომარეობა გაითვალისწინოს და შვილი შეწყალებით გამოუშვას" - ამბობს ნატალია ნიკოლოშვილი.
მარტოხელა ქალბატონი ამჟამად გაჭირვებაში ცხოვრობს და თავს მზესუმზირის გაყიდვით ირჩენს. მის შვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ამავე კატეგორიაში
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები