რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
დანგრეული აივანი და ძროხების სადგომი ივანე ჯავახიშვილის მუზეუმში
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ეზო საქონლის საძოვრად იქცა.
სასახლის აივანი კი, დანგრეულია.
ფოტო და ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დღეს გადაიღო.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მდებარე მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია. ერთადერთი რასაც ადგილობრივები დადებითაც აფასებენ. მისასვლელი გზის მოწესრიგებაა.
მთვარ მაგისტრალზე ახალი ასფალტის საფარია დაგებული, ხოლო სოფლის ცენტრალური გზიდან მუზეუმამდე მისასვლელი მონაკვეთი კი ახლა რემონტდება.
სახლ-მუზეუმს დიდი ეზო აქვს. ღობის დიდი ნაწილი მოშლილია. ამის გამო, სოფლის მცხოვრებთა საქონელი მუზეუმის ეზოში ძოვს.
ადგილობრივი მცხოვრების გივი ჯანანაშვილის განცხადებით, კომუნისტების პერიოდის შემდეგ, მუზეუმს კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. მისი თქმით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი მუზეუმის რეაბილიტაციისთვის უნდა დახარჯულიყო. მოსახლეობაც კი შეკრიბეს ეზოში და ინფორმაცია გააცნეს.
,,მას შემდეგ ორი წელი გავიდა. მუზეუმი შარშან შემოდგომაზე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაშია" - გვითხრა გივი ჯანანაშვილმა.
ორი თვის წინ მუზეუმს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტუმრა. ის ადგილობრივებს დაპირდა, რომ შესაბამისი თანხა დიდი ქართველი მეცნიერის და ,,ქართველი ერის ისტორიის" ავტორის სახლ-მუზეუმისთვის გამოიყოფა.

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები