რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
რა შემთხვევაში დაუბრუნდება საცურაო აუზი ოქრუაშვილის მეგობარს
მფლობელობაში გორის საცურაო აუზის გადაცემას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო გორის მერიისგან ითხოვს.

ეკონომიკის სამინისტრო აპირებს, რომ ქონება გია გიგუაშვილს დაუბრუნოს.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი გია გიგუაშვილი აუზის მესაკუთე 2007-2008 წლებში იყო.

მთავარი პროკურატურის მტკიცებით, გია გიგუაშვილს ქონება 2008 წლის ზაფხულში იძულების წესით სახელმწიფოს სასარგებლოდ, სწორედ, ოქრუაშვილთან მეგობრობის გამო, დაათმობინეს.

2012 წლის ბოლოდან გია გიგუაშვილი ქონების დაბრუნებას ითხოვს. ამჯერად, მის ინტერესებს მთავარი პროკურატურა იცავს. მისმა ხელმძღვანელმა ეკონომიკის სამინისტროს ქონების დაბრუნების პროცედურების დაწყების თხოვნით მიმართა.

ოქრუაშვილის მეგობრობისთვის აუზის გადაცემას ქალაქ გორის საკრებულოში მოწინააღმდეგეები გამოუჩდნენ.

15 კაციან საკრებულოში იდეის წინააღმდეგ აზრს ირაკლი ალასანიას ,,თავისუფალი დემოკრატების", ,,ეროვნული ფორუმისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები ღიად აფიქსირებენ. ,,ქართული ოცნების" წევრები კი, ამ წინააღმდეგობას სხდომაზე არდასწრებით გამოხატავენ.

ირაკლი ოქრუაშვილის ,,ქართულ პარტიას" საკრებულოში მხოლოდ ოთხი წევრი ჰყავს. ამ შემთხვევაში მათ ,,ქართული ოცნების" წევრების მხარდაჭერა ჭირდებათ.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, ,,ქართული პარტიისთვის" მისაღები იყო ის ფაქტი, რომ მეორე სხდომასაც არ დასწრებოდნენ ,,ქართული ოცნების" წევრები. ამ შემთხვევაში თვითმმართველობის კოდექსის ის მუხლი ამოქმედდება, რომლის მიხედვით, ქონება ავტომატურად გადაეცემა მომთხოვნს.

ქონების გადასაცემად პროექტი გორის მერიამ ქალაქის საკრებულოს 5 აგვისტოს მიმართა. პირველი მოსმენით საკითხი ჩავარდა. ,,ქართული ოცნების" წევრებმა სხდომა დატოვეს.

ქვორუმის არარსებობის გამო საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა ( ,,ქართული პარტიიდან" ) სხდომა კანონით განსაზღვრულ მაქსიმუმ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გადადო.

შაბათ-კვირის გამო 8 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომაზე ,,ქართული ოცნების" წევრები გამოცხადდნენ, თუმცა მერიამ პროექტი უკან გაითხოვა. ამის მიზეზი ის დასახელდა, რომ საცურაო აუზის ფართობია დაზასუსტებელი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 8 აგვისტოს სხდომაზეც არ აპირებდნენ მისვლას ,,ქართული ოცნების" წევრები. ამ შემთხვევაში ქონება 45 დღეში ავტომატურად ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემოდა.

მმართველი გუნდის გორელი წარმომადგენლები პირად საუბრებში გია გიგუაშვილისთვის ქონების დაბრუნების წინააღმდეგები არიან.

გია გიგუაშვილმა საცურაო აუზი 2007 წლის ივნისში დაახლოებით 60 ათას ლარად შეიძინა. მანამდე ის 10 წლიანი იჯარით რამდენიმე პირს ჰქონდა აღებული. 1997 წელს გაცემული იჯარის ხელშეკრულება გორის რაიონის გამგეობამ 2004 წელს ნაადრევად გააუქმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.