რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,მაკარონი და ბრინჯი” ქალაქ გორში წინასაარჩევნო კამპანიაში
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
გამართულ ერთერთ შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა
აღნიშნეს, რომ ქალაქ გორში მეორე ტური გაიმართება.
ქალაქ გორში ყოფილი თავდაცვის მინისტრები - ირაკლი ალასანია და ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე, ყოფილი რეგიონალური კუდის უფროსი ალექსანდრე გოგლიძე, ადვოკატები მამუკა ნოზაძე და ზაზა გიგაური, რესტორან ნიკალას მფლობელი ვლადიმერ სავანელი, სასტუმრო ,,ვიქტორიას” მფლობელის შვილი შოთა წკრიალაშვილი (მომღერალ ნინა წკრიალაშვილის ძმა) წარსდგნენ. მმართველი პარტიიდან კი, იოსებ მაკრახიძე, რომელიც კომუნისტების პერიოდიდან სამშენებლო ტრესტის ხელმძღვანელია.
კონკურენტულ გარემოში საკმაოდ პრობლემურ უბნებს, ზოგადად, კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლება წარმოადგენს. თითქმის ყველა კანდიდატმა აღნიშნულ უბნებში წინასაარჩევნო კამპანია აწარმოა.
წინასაარჩევნო პერიოდში აუდიტის სამსახურმა ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ერთერთი კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის სახელით სოციალურად დაუცველ ოჯახებში პროდუქტების დარიგებას. ამის გამო, მამუკა ნოზაძემ საჩივრით შესაბამის უწყებებს მიმართა.
ნოზაძემ აუდიტის სამსახურს იმ ადამიანების ჩანაწერები მიაწოდა, რომლებიც მას უცხადებდნენ, რომ სოციალური დახმარების პაკეტი ოქრუაშვილისგან მიიღეს.
ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მამუკა ნოზაძესთან ოქრუაშვილის პარტიის წევრები მივიდნენ და, ბრალდებების გამო, მას პასუხი მოსთხოვეს. სიტყვიერი კამათი მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა, ოქრუაშვილის პარტიის წევრებმა კონკრეტული მტკიცებულებები მოითხოვეს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა კვერნაკის დასახლებაში ერთერთ სოციალურ დაუცველთან მიტანილი პროდუქტი დააფიქსირა. მან გვითხრა, რომ ბრინჯი და მაკარონი მისი ნებართვის გარეშე მიიტანეს და ეშინია პირადად მას, რომ არ დაიჭირონ.
შიდა ქართლში ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით მოკვლევა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამაც გამოაქვეყნა.
საანგარიშო პერიოდი 2 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. კვლევის შედეგად საქართველოს მასშტაბით გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3. ზეწოლა მუქარის 11. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 12. კამპანიისთვის ხელის შეშლის 8. ფიზიკური დაპირისპირების 6. ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4. პარტიული ოფისის დაზიანების 2. სააგიტაციო მასალების დაზიანების 37. სიძულვილის ენის გამოყენების 4. არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 8 ფაქტი.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი რეგიონში მომხდარ საარჩევნო დარღვევებს გთავაზობთ, რომელიც სამართლიანი არჩევნების შუალედურ ანგარიშშიც მოხვდა.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება: კასპში 24 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი მეზურნიშვილს ოფისის წინ, ქარისაგან ჩამოვარდნილი საარჩევნო ბანერის გასამაგრებლად, კასპის კეთილმოწყობის სამსახურის მუშები და სპეც. ტექნიკა იყო მობილიზებული. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელის თქმით, მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ და სთხოვეს ბანერის გამაგრება.
„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ ბეჟიტაშვილი აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებდა და ხელისფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დასდო ბრალი. ვიდეო მასალაში დაფიქსირებული კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი ალიკა ზარიძე აღნიშნავს, რომ ტელეფონით დაუკავშირდნენ და სთხოვეს ბანერის დამაგრება. ასევე ამბობს, რომ სამუშაოს ანაზღაურების გარეშე ასრულებენ
19 სექტემბერს, ქალაქ კასპში პარტია „ქართული ოცნების“ კასპის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით გაიმართა ინტელექტუალური თამაში, „რა? სად? როდის?’’, სადაც ჰყავდათ ჩამოყვანილი ცნობილი ახალგაზრდა „მანსაკანელები“.
ინტელექტუალურ თამაშს დახლოებით 500 ახალგაზრდა ესწრებოდა. თამაშის ბოლოს სიტყვით გამოვიდა მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი, „მანსაკანელებს“ მადლობა გადაუხადა და თავის, როგორც კანდიდატის გეგმებზე ისაუბრა. ამავე დღეს, სასწავლო საათებში, ,,ქართული ოცნების‘’ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ნათია ილურიძე და ილია ბერიანიძე კასპის # 2-რე და # 4-ხე საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ და ახალგაზრდებს აღნიშნულ ღონისძიებაზე იწვევდნენ. მე-2 სკოლის დირექტორის ოლია მახარაძის განცხადებით, ახალგაზრდები შევიდნენ უფროსი კლასელების საკლასო ოთახებში და სურვილისამებრ შესთავაზეს დასწრებოდნენ ინტელექტუალურ ღონისძიებას „რა? სად? როდის?“.
2016 წლის სექტემბერში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ჩატარდა ტურნირი ჭიდაობაში. ტურნის ესწრებოდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე. ღონისძიების დროს არაერთხელ გაჟღერდა კანდიდატის მხარდასაჭერი ფრაზები და ტურნირის ბოლოს გამარჯვებულებს პრიზები სწორედ გიორგი თოთლაძემ გადასცა.
საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად
სააგიტაციო მასალების დაზიანება
17 სექტემბერს, ხაშურში, სააკაძის ქუჩაზე, „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი მოსიაშვილის პლაკატებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ვალერი გელაშვილის პლაკატები გადააკრეს
„პატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ კასპის მაჟორიტარი კანდიდატის მიხელ ბექაურის განცხადებით მის საცხოვრებელს სახლთან და ასევე გირჩის ოფისის გარე ფასადზე მისი როგორც კანდიდატის პლაკატების უმრავლესობა ჩამოხეული და დაზიანებულია. უცნობია ვინ ჩაიდინა სამართალდარღვევა.
ქალაქ კასპის ტერიტორიაზე, „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვახტანგ ბეჟიტაშვილის პლაკატები დაზიანებულია ან გადაკრული აქვს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ქვრივიშვილის პლაკატები. ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით მისი პლაკატების დაზიანება-გაფუჭება, გიორგი ქვრივიშვილის პლაკატების გამოჩენისთანავე დაიწყო.
გამოყენებულია თემატური ფოტო.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები