რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მეჯვრისხევში 53 პენსიონერის თანხა დაიკარგა - პოლიციაში შედგენილი ჩვენებები სადავო ხდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 53 პენსიონერის
თანხა დაიკარგა.
ბრალდებული, რომელიც მეჯვრისხეველია, აღნიშნული ბანკის მოლარე-ოპერატორი იყო, ამჟამად, დუბაიში არალეგალურად ცხოვრობს. პენსიონერთა განცხადებით, მას პოლიციის თანამშრომელი მიხეილ მთვარელიძე ბრალის შემსუბუქებაში დაეხმარა. მასთან ერთად კიდევ ორი პოლიციელი ფიგურირებს.
ამ სოფელში აღნიშნული ბანკის ორი ფილიალის მმართველიც ცხოვრობს. ერთერთის ინიციატივით, საქმე გამოძიებამდე მივიდა. იმის გამო, რომ პოლიციაში გამომძიებელმა პენსიონერებს ბრალდებულ ირაკლი იარდალაშვილის სასარგებლოდ ხელწერილები დააწერინა, ,,ლიბერთი ბანკმა" სამოქალაქო წესით პენსიონერების საზიანოდ სასამართლოს მიმართა.
,,მოგახსენებთ, რომ ირაკლი იარდალაშვილის არამართლზომიერი ქმედების შედეგად დაზარალებული 51 კლიენტისათვის ბანკის მიერ პრობლემის გამოვლენიდან უმოკლეს ვადებში იქნა ანაზღაურებული 27,974 ლარი. რაც შეეხება კონკრეტული პენსიონრების მიმართ სარჩელების შეტანას, აღნიშნული ბანკისათვის გახდა გარდაუვალი, რადგან ირაკლი იარდალაშვილის არამართლზომიერი ქმედების შედეგად დაზარალებული პენსიონრებისათვის, ბანკის მიერ ანაზღაურებული თანხის - 27 ათასი ლარის ნაწილში ბანკის დაზარალებულად ცნობა ვერ მოხდა გამოძიების ეტაპზე პენსიონრების მიერ გაცხადებული ჩვენებების შინაარსის გამო.
ამდენად, თუ საგამოძიებო ორგანოების მიერ მოხდება ბანკის დაზარალებულად ცნობა იმ ნაწილში სრულად, რაც ჩვენს მიერ ანაზღაურებულია, ამით გაგვიჩნდება სამართლებრივი შესაძლებლობა სამართლებრივი ბერკეტები ავამოქმედოთ და ბანკისათვის დამდგარი ზიანი სრულად მოვთხოვოთ მხოლოდ ირაკლი იარდალაშვილს, რის შედეგადაც ბანკი პენსიონრების მიმართ ინდივიდუალური პრეტენზიების წარდგენაზე განაცხადებს უარს.“ - აღნიშნულია ,,ლიბერთი ბანკის" განცხადებაში.
..ლიბერთი ბანკის" მოლარე ოპერატორი ირაკლი იარდალაშვილი მეჯვრისხევში პენსიონერებს ემსახურებოდა. ჩანთით ერთ გასვლაზე 20 ათასი ლარი ნაღდი ფული ებარა და პენიებს დედამისის, ქეთევან იარდალაშვილის მაღაზიაში ანაღდებდა.
2014 წლიდან პენსიონერებთან ურთიერთობის ახალი სქემა შეიმუშავა. პენსიისა და სოციალური დახმარების 3 თვის თანხის წინასწარ აღებას სთავაზობდა.
,,მითხრა, სამი თვის თანხა წინასწარ გამოიტანე, მასესხე და მერე მე ჩავასესხებო. სამი თვის შემდეგ გავიგე, რომ თურმე 25 თვე გამოუტანია" - აცხადებს მეჯვრისხევში მცხოვრები ნუნუ დალაქიშვილი.
ანალოგიურ მდგომარეობაში კიდევ 51 პენსიონერი აღმოჩნდა. ირაკლი იარდალაშვილი მათ განცხადებებს აწერინებდა, ზოგს თავის ხელით აწერდა და პენსიონერთა თანხას თვითონ იღებდა.
ეს ამბავი 2015 წლის გაზაფხულზე მეჯვრისხევში მცხოვრებმა გიორგი კვირიკაშვილის ოჯახმა გაახმაურა. გიორგი კვირიკაშვილის ბებიამ მეზობლებისგან შეიტყო. იმ პერიოდში სოფელში საზოგადოებრივი ცენტრი შენდებოდა. ,,ლიბერთი ბანკის" ოფისი უნდა განთავსებულიყო და მის ხელმძღვანელად ირაკლი იარდალაშვილი იყო მოაზრებული.
მარტიდან მოლარე-ოპერატორის ირაკლი იარდალაშვილის საქმიანობით ,,ლიბერთი ბანკის" მთავრი ოფისის აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. ფინანსური ანგარიშგება წესრიგში იყო, თუმცა, კარდაკარ იმ პენსიონერების ძებნა დაიწყეს, რომლებსაც პენსია და სოციალური დახმარება წინასწარ აღებული ,,ჰქონდათ".
აუდიტის სამსახური მეჯვრისხევში რამდენიმე დღე მუშაობდა. პენსიონერთა დიდმა ნაწილმა ირაკლი იარდალაშვილის წინააღმდეგ ახსნა-განმარტებები მისცა. მოლარე-ოპერატორი გაათავისუფლეს, ხოლო მასალები პოლიციას გადასცეს.
საქმე გამოსაძიებლად მეჯვრისხევის განყოფილებას გაუგზავნეს.
,,ლიბერთი ბანკმა" პენსიონერებს თანხის დარიგება გაუგრძელა. ირაკლი იარდალაშვილის ოჯახის წევრები სოფელში აცხადებდნენ, რომ ვალი დაფარეს და ბანკი ამიტომაც აგრძელებს თანხის გაცემას.
სოფელში გამომძიებელი მიხეილ მთვარელიძე მიავლინეს. მან, ჯერჯერობით დაუდგენელ ორ პოლიციელთან ერთად, პენსიონერებისგან ხელწერილებისა და ჩვენებების ჩამორთმევა დაიწყო.
ამ ხელწერილების მიხედვით, პენსიონერებს ირაკლი იარდალაშვილთან პრეტენზიები არ ჰქონდათ. ამით, უმწეო და მარტოხელა მოხუცებს ,,აღიარებინეს", რომ ირაკლი იარდალაშვილს მათთვის არ მოუტყუებია.
,,მხოლოდ რამდენიმე პენსიონერმა არ დაუწერა ჩვენება" - გვითხრეს ლიბერთი ბანკში. სწორედ ამიტომ, ბანკმა თანხის უკან ამოღება პენსიონერებისგან გადაწყვიტა.
რაც შეეხება ირაკლი იარდალაშვილს, მას ბრალი მხოლოდ 2 400 ლარის მითვისებაზე წაუყენეს. დანარჩენი 38 ათასი ლარი კი, პენსიონერების გადასახდელი გახდა.
თანხის ამოღების მიზნით ,,ლიბერთი ბანკის" იურიდიულმა სამსახურმა პენსიონერებს სასამართლოში ცალ-ცალკე უჩივლა. პროცესები ინდივიდუალურად იხილება და, მაგალითად, ნაზო პანტიკიანცმა პროცესი უკვე წააგო.
,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისის იურისტები მოსამართლეს მიმართავენ, რომ საქმეები გააერთიანოს.
,,ამით, ნათელი გახდება, რომ ადგილი ჰქონდა მასშტაბურ მოტყუებას" - აცხადებს იურისტი მაია გრძელიშვილი.
საიაც თვლის, რომ პენსიონერებს გამომძიებლებმა ხელწერილები მოტყუებით დააწერინეს.
პენსიონერები ამბობენ, რომ პოლიციაში ისინი ქეთევან იარდალაშვილს მეუღლესთან ერთად მიჰყავდა.
,,მოვიდა მანქანით, გვითხრა, გამომძიებელი გელოდებათ. მხოლოდ ის დაწერეთ, რომ ირაკლისთან პრეტენზიები არა გაქვთ. თანხა ხომ მაინც გერიცხებათ. ეგ ჩვენი დაფარული ვალიაო. ჩვენ კიდევ, არავის გაუბედურება არ გვინდოდა. გამომძიებელიც მაგას გვეუბნებოდა, ირაკლი კარგი ბიჭია, რა დაემართა, ეხლა თქვენ რომ უჩივლოთ, მაგით ვერაფერს მიიღებთო. ამიტომაც დავუწერეთ ჩვენი გამოუცდელობით, ყველანი ჩვენ გვატყუებენ" - აცხადებენ პენსიონერები.
ლიბერთი ბანკში აცხადებენ, რომ პენსიონერებს თანხა როგორც წინასწარ გამოატანინეს, ასევე, სწრაფი სესხიც ააღებინეს. რამდენიმე მოქალაქეს კი, სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.
,,დადიოდა ირაკლი იარდალაშვილი ორ ბიჭთან ერთად და გვეუბნებოდა, აი, მე დამეხმარეთ, უპატრონო ბავშვთა სახლი უნდა ავაშენოთ, სახლებს გადაგიხურავთ, ფულად დახმარებებს მოგცემთ. ჩვენც კიდევ იმ იმედით, რომ დახმარებას მივიღებდით, დავთანხმდით სამთვიან სესხზე. რომ გავიდა სამი თვე, მივედი და ვეუბნები დედამის, სად არის დახმარება?" - აცხადებს ლიზიკო მექვაბიშვილი.
2015 წლის გაზაფხულზე სოფელში დახმარება მართლაც მოვიდა. ეს დახმარება ლიბერთი ბაკის კასპის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი კოდოშვილის ძმამ, პაატა კოდოშვილმა მიიღო. პაატა კოდოშვილის სახლს ჭერი გამგეობის დავალებით გამოუცვალეს. დანარჩენ ათობით ოჯახს კი, სახურავი დღესაც გადასახური აქვს. ეს ის ამბავია, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაახმაურა - კომპანიას გამგეობამ ჯერ სახურავები შეაკეთებინა, შემდეგ, ტენდერი გამოაცხადეს. ტენდერში კი, ამ კომპანიამ ვერ გაიმარჯვა.
სოფლის წარმომადგენელი საკრებულოში ლექსო ბუჯიაშვილი ამბობს, რომ მან გამგეობას 36 ოჯახის სია გაუგზავნა, სადაც გიორგი კოდოშვილის ძმის სახლი არ იყო ჩასმული. კოდოშვილის სახლი გამგეობის წარმომადგენელმა ჩასვა სიაში.
სოსო ელყანაშვილი ამბობს, რომ მან 15 კაციანი სია გაუგზავნა.
,,აქედან 6 მოქალაქეზე დავწერეთ, რომ მართლაც ესაჭიროებათ დახმარება, ხოლო, დანარჩენზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდით და კომისიას გადავაბარეთო." - ამბობს სოსო ელყანაშვილი.
პაატა კოდოშვილი შს სამინისტროს თანამშრომელია და ამჟამად ტყვიავის განყოფილებაში მუშაობს. მამამისი, ასევე, მისი მოსახელე პაატა კოდოშვილი ამბობს, რომ სახლს გადახურვა ნამდვილად ესაჭიროებოდა, რადგან სტიქიამ დააზიანაო. ამის საილუსტრაციოდ, დაზიანებული სახლის სახურავის ფოტოები გვაჩვენა.
ქეთევან იარდალაშვილი ამბობს, რომ ბანკის კასპის ფილიალის მმართველი გიორგი კოდოშვილი და მისი ძმა, პოლიციელი პაატა კოდოშვილი მისი შვილის ძმაკაცები არიან.
,,ეგეთი ძმაკაცები იცი რამდენი ჰყავს გიორგის?" - გვეუბნება მამა კოდოშვილებისა.
პენსიონერებმა გადაწყვიტეს, რომ პოლიციაში დაწერილი ჩვენებები შეცვალონ, სადაც აღნიშნავენ, რომ ისინი შეცდომაში გამომძიებელმა შეიყვანა. ამის გამო, პენსიონერების თქმით, გამომძიებელი მიხეილ მთვარელიძე, დაჭერით ემუქრება.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი შს სამინისტროს მეჯვრისხევის განყოფილებას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მიხეილ მთვარელიძე მეჯვრისხევის განყოფილებაში არ მუშაობს. მთვარელიძე შს სამინისტროს გორის შს სამმართველოს გამომძიებელი-დეტექტივია.
ამის შემდეგ მივმართეთ შსს-ს პრეს-ცენტრს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიების მასალები სასამართლოშია გადაგზავნილი. ,,შეგიძლიათ, ინფორმაცია სასამართლოდან მოითხოვოთ" - გვითხრეს პრეს-სამსახურში.
გორის სასამართლოდან მიღებული ცნობით, ირაკლი იარდალაშვილს ბრალი დაუსწრებლად სამი მუხლით აქვს წაყენებული. რამდენიმე პენსიონერის მეშვეობით ბანკისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა, მხოლოდ, 2 400 ლარითაა განისაზღვრული. დანარჩენი პენსიონერები სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებენ.
პროკურატურის პრეს-ცენტრის ცნობით, თუკი პენსიონერები თვლიან, რომ ირაკლი იარდალაშვილის სასარგებლოდ ჩვენებები გამომძიებელმა მოტყუებით დააწერინა, ამის შესახებ, პროკურატურას წერილობით უნდა მიმართონ.
შსს: ,,ირაკლი იარდალაშვილი დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენების ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ს 220 -ე მუხლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
,,რაც შეეხება გამომძიებელ მიხეილ მთვარელიძეს, მან აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს მან, საქმის წარმოების პროცესში, პენსიონერებს ხელწერილები ჩამოართვა, სიმართლეს არ შეესაბამება. საქმეში არსებული ხელწერილები ბრალდებულ ი. ი.-ს ადვოკატმა შეაგროვა. აღნიშნულ ხელწერილების თანახმად, 49 პენსიონერს ი.ი.- სთან პრეტენზია არ ჰქონდა."

მოტყუებული
პენსიონერები

აუდიტის
სამსახურის დასკვნა
აუდიტის სამსახური მეჯვრისხევში რამდენიმე დღე მუშაობდა. პენსიონერთა დიდმა ნაწილმა ირაკლი იარდალაშვილის წინააღმდეგ ახსნა-განმარტებები მისცა. მოლარე-ოპერატორი გაათავისუფლეს, ხოლო მასალები პოლიციას გადასცეს.
საქმე გამოსაძიებლად მეჯვრისხევის განყოფილებას გაუგზავნეს.
პოლიციის მუშაობის
შედეგი
,,ლიბერთი ბანკმა" პენსიონერებს თანხის დარიგება გაუგრძელა. ირაკლი იარდალაშვილის ოჯახის წევრები სოფელში აცხადებდნენ, რომ ვალი დაფარეს და ბანკი ამიტომაც აგრძელებს თანხის გაცემას.
სოფელში გამომძიებელი მიხეილ მთვარელიძე მიავლინეს. მან, ჯერჯერობით დაუდგენელ ორ პოლიციელთან ერთად, პენსიონერებისგან ხელწერილებისა და ჩვენებების ჩამორთმევა დაიწყო.
ამ ხელწერილების მიხედვით, პენსიონერებს ირაკლი იარდალაშვილთან პრეტენზიები არ ჰქონდათ. ამით, უმწეო და მარტოხელა მოხუცებს ,,აღიარებინეს", რომ ირაკლი იარდალაშვილს მათთვის არ მოუტყუებია.
,,მხოლოდ რამდენიმე პენსიონერმა არ დაუწერა ჩვენება" - გვითხრეს ლიბერთი ბანკში. სწორედ ამიტომ, ბანკმა თანხის უკან ამოღება პენსიონერებისგან გადაწყვიტა.
რაც შეეხება ირაკლი იარდალაშვილს, მას ბრალი მხოლოდ 2 400 ლარის მითვისებაზე წაუყენეს. დანარჩენი 38 ათასი ლარი კი, პენსიონერების გადასახდელი გახდა.
საიას
პოზიცია
თანხის ამოღების მიზნით ,,ლიბერთი ბანკის" იურიდიულმა სამსახურმა პენსიონერებს სასამართლოში ცალ-ცალკე უჩივლა. პროცესები ინდივიდუალურად იხილება და, მაგალითად, ნაზო პანტიკიანცმა პროცესი უკვე წააგო.
,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისის იურისტები მოსამართლეს მიმართავენ, რომ საქმეები გააერთიანოს.
,,ამით, ნათელი გახდება, რომ ადგილი ჰქონდა მასშტაბურ მოტყუებას" - აცხადებს იურისტი მაია გრძელიშვილი.
საიაც თვლის, რომ პენსიონერებს გამომძიებლებმა ხელწერილები მოტყუებით დააწერინეს.
პენსიონერები ამბობენ, რომ პოლიციაში ისინი ქეთევან იარდალაშვილს მეუღლესთან ერთად მიჰყავდა.
,,მოვიდა მანქანით, გვითხრა, გამომძიებელი გელოდებათ. მხოლოდ ის დაწერეთ, რომ ირაკლისთან პრეტენზიები არა გაქვთ. თანხა ხომ მაინც გერიცხებათ. ეგ ჩვენი დაფარული ვალიაო. ჩვენ კიდევ, არავის გაუბედურება არ გვინდოდა. გამომძიებელიც მაგას გვეუბნებოდა, ირაკლი კარგი ბიჭია, რა დაემართა, ეხლა თქვენ რომ უჩივლოთ, მაგით ვერაფერს მიიღებთო. ამიტომაც დავუწერეთ ჩვენი გამოუცდელობით, ყველანი ჩვენ გვატყუებენ" - აცხადებენ პენსიონერები.
რატომ
მისცეს პენსიონრებმა თანხმობა სესხის
აღებაზე
ლიბერთი ბანკში აცხადებენ, რომ პენსიონერებს თანხა როგორც წინასწარ გამოატანინეს, ასევე, სწრაფი სესხიც ააღებინეს. რამდენიმე მოქალაქეს კი, სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.
,,დადიოდა ირაკლი იარდალაშვილი ორ ბიჭთან ერთად და გვეუბნებოდა, აი, მე დამეხმარეთ, უპატრონო ბავშვთა სახლი უნდა ავაშენოთ, სახლებს გადაგიხურავთ, ფულად დახმარებებს მოგცემთ. ჩვენც კიდევ იმ იმედით, რომ დახმარებას მივიღებდით, დავთანხმდით სამთვიან სესხზე. რომ გავიდა სამი თვე, მივედი და ვეუბნები დედამის, სად არის დახმარება?" - აცხადებს ლიზიკო მექვაბიშვილი.
2015 წლის გაზაფხულზე სოფელში დახმარება მართლაც მოვიდა. ეს დახმარება ლიბერთი ბაკის კასპის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი კოდოშვილის ძმამ, პაატა კოდოშვილმა მიიღო. პაატა კოდოშვილის სახლს ჭერი გამგეობის დავალებით გამოუცვალეს. დანარჩენ ათობით ოჯახს კი, სახურავი დღესაც გადასახური აქვს. ეს ის ამბავია, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაახმაურა - კომპანიას გამგეობამ ჯერ სახურავები შეაკეთებინა, შემდეგ, ტენდერი გამოაცხადეს. ტენდერში კი, ამ კომპანიამ ვერ გაიმარჯვა.
სოფლის წარმომადგენელი საკრებულოში ლექსო ბუჯიაშვილი ამბობს, რომ მან გამგეობას 36 ოჯახის სია გაუგზავნა, სადაც გიორგი კოდოშვილის ძმის სახლი არ იყო ჩასმული. კოდოშვილის სახლი გამგეობის წარმომადგენელმა ჩასვა სიაში.
სოსო ელყანაშვილი ამბობს, რომ მან 15 კაციანი სია გაუგზავნა.
,,აქედან 6 მოქალაქეზე დავწერეთ, რომ მართლაც ესაჭიროებათ დახმარება, ხოლო, დანარჩენზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდით და კომისიას გადავაბარეთო." - ამბობს სოსო ელყანაშვილი.
პაატა კოდოშვილი შს სამინისტროს თანამშრომელია და ამჟამად ტყვიავის განყოფილებაში მუშაობს. მამამისი, ასევე, მისი მოსახელე პაატა კოდოშვილი ამბობს, რომ სახლს გადახურვა ნამდვილად ესაჭიროებოდა, რადგან სტიქიამ დააზიანაო. ამის საილუსტრაციოდ, დაზიანებული სახლის სახურავის ფოტოები გვაჩვენა.
ქეთევან იარდალაშვილი ამბობს, რომ ბანკის კასპის ფილიალის მმართველი გიორგი კოდოშვილი და მისი ძმა, პოლიციელი პაატა კოდოშვილი მისი შვილის ძმაკაცები არიან.
,,ეგეთი ძმაკაცები იცი რამდენი ჰყავს გიორგის?" - გვეუბნება მამა კოდოშვილებისა.
ამჟამინდელი
მდგომარეობა
პენსიონერებმა გადაწყვიტეს, რომ პოლიციაში დაწერილი ჩვენებები შეცვალონ, სადაც აღნიშნავენ, რომ ისინი შეცდომაში გამომძიებელმა შეიყვანა. ამის გამო, პენსიონერების თქმით, გამომძიებელი მიხეილ მთვარელიძე, დაჭერით ემუქრება.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი შს სამინისტროს მეჯვრისხევის განყოფილებას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მიხეილ მთვარელიძე მეჯვრისხევის განყოფილებაში არ მუშაობს. მთვარელიძე შს სამინისტროს გორის შს სამმართველოს გამომძიებელი-დეტექტივია.
ამის შემდეგ მივმართეთ შსს-ს პრეს-ცენტრს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიების მასალები სასამართლოშია გადაგზავნილი. ,,შეგიძლიათ, ინფორმაცია სასამართლოდან მოითხოვოთ" - გვითხრეს პრეს-სამსახურში.
გორის სასამართლოდან მიღებული ცნობით, ირაკლი იარდალაშვილს ბრალი დაუსწრებლად სამი მუხლით აქვს წაყენებული. რამდენიმე პენსიონერის მეშვეობით ბანკისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა, მხოლოდ, 2 400 ლარითაა განისაზღვრული. დანარჩენი პენსიონერები სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებენ.
პროკურატურის პრეს-ცენტრის ცნობით, თუკი პენსიონერები თვლიან, რომ ირაკლი იარდალაშვილის სასარგებლოდ ჩვენებები გამომძიებელმა მოტყუებით დააწერინა, ამის შესახებ, პროკურატურას წერილობით უნდა მიმართონ.
შსს: ,,ირაკლი იარდალაშვილი დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენების ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ს 220 -ე მუხლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
,,რაც შეეხება გამომძიებელ მიხეილ მთვარელიძეს, მან აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს მან, საქმის წარმოების პროცესში, პენსიონერებს ხელწერილები ჩამოართვა, სიმართლეს არ შეესაბამება. საქმეში არსებული ხელწერილები ბრალდებულ ი. ი.-ს ადვოკატმა შეაგროვა. აღნიშნულ ხელწერილების თანახმად, 49 პენსიონერს ი.ი.- სთან პრეტენზია არ ჰქონდა."
ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები