რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე ქვახვრელის მოსახლეობას დღეს შეხვდა.
ორი დღის წინ სოფელში კომპანია ,,არქიკულტურას" თანამშრომლებმა სასმელი წყლის შეჩერებული პროექტის სამუშაოები განაახლეს.
ამის საილუსტრაციოდ შეკრების ადგილზე ტრაქტორი სადემონსტრაციოდ მიიყვანეს.
გუბერნატორს ქვახვრელელებმა შესავალი სიტყვა გააწყვეტინეს და ჰკითხეს - ,,წყალი როდის გვექნება?"
შემაღლებულ ადგილზე მდგარი ტრაქტორი იმის მაუწყებელი იყო, რომ სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი გაგრძელდა.
,,ორი დღის წინ დაიწყეს მუშაობა და ეხლა ალბათ მაგას გვეტყვიან" - ხუმრობდნენ ქვახვრელელები შეხვედრის დაწყებამდე.
ეს ის ტრაქტორია, რომელიც 2016 წლის სექტემბერში გზიდან გადავარდა და ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა. პოლიციამ მაშინ მძღოლს სიმთვრალე დაუდგინა.
კახა სამხარაძემ შესავალი სიტყვა იმით დაიწყო, რომ სოფელში საზოგადოებრივი საბჭოები შეიქმნას. თუ რას გულისხმობს ან ვინ და როგორ აირჩევს ამ საბჭოებს, ამის განმარტება აღარ დაცალდა.
,,კარგ ამინდში რომ ჩამოხვედით, ჯობდა, ცუდ ამინდში ჩამოსულიყავით." - უთხრეს გუბერნატორს - ,,ისეა გადათხრილი გზები, ვერც მანქანით გაივლით და ვერც ფეხით." - ეუბნებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს.
გუბერნატორთან ერთად მისი მომავალი მოადგილეები (დაუზუსტებელი ინფორმაციით, წინამორბედი გუბერნატორის ყველა მოადგილე გათავისუფლდა), ასევე, რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი თავისი სამსახურის ხელმძღვანელებით იმყოფებოდა.
აქვე იყვნენ კომპანია ,,არქიკულტურას" წარმომადგენლები.
,,ყველა შემთხვევაში, ჩვენზე იქნება საუბარი" - გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა შეხვედრის დაწყებამდე. თუკი, თავდაპირველად, სამუშაოების დამთავრების ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავს იკავებდა, შეხვედრის მიმდინარეობისას იძულებული გახდა, რომ ეთქვა - ,,აი, კამერის წინ გპირდებით, თვის ბოლოს წყალი აუცილებლად გექნებათ" - განაცხადა მან.
ადგილობრივები ფიქრობენ, რომ თავღია მილებში ქვეწარმავლები შეაღწევდნენ. კომპანიის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ სისტემის ამუშავებისას ქსელი მთლიანად სატესტოდ გაირეცხება
ფოტოზე: დავით ონიაშვილი (გამგებელი); გოჩა გუნიავა (კომპანიის ხელმძღვანელი); კახა სამხარაძე (გუბერნატორი)
პროექტის ისტორია
ქვახვრელის სასმელი წყლის პროექტს ,,დიდი ისტორია" აქვს.
ჯერ კიდევ, 2013 წელს, ნახაზების შედგენის მიზნით, გამოცხადდა ტენდერი. მაშინდელი გამგეობის (ხელმძღვანელი პაპუნა კობერიძე) ზედამხედველობის ქვეშ შედგილ პროექტზე უარყოფი დასკვნა დაიდო - პროექტის ღირებულება გაბერილი თითქმის 600 ათასი ლარით აღმოჩნდა.
შესაბამისად, ახალი ტენდერი 2014 წელს გამოცხადდა.
2015 წელს ახალმა საპროექტო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ქვახვრელის სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის საჭირო იყო არა მილიონ ნახევარი ლარი, არამედ დაახლოებით 950 000 ლარი.
2016 წელს ტენდერი გამოცხადდა. მონაწილეობდა რამდენიმე კომპანია.
ყველაზე დაბალი ფასი ,,ექსტერნმა" მიუთითა. მას წარდგენილი დოკუმენტები დაუწუნეს, დისკვალიფიკაცია მიანიჭეს და, ამის შემდეგ, არქიკულტურას" შეთავაზება (დაახლოებით 880 000 ლარი) განიხილეს.
,,არქიკულტურამ" სამუშაოები 2016 წლის 24 ივნისს დაიწყო და 2016 წლის 24 დეკემბერს უნდა დაესრულებინა.
ფაქტობრივად, სამუშაოები ზაფხულსა და შემოდგომით უნდა ეწარმოებიანა, თუმცა, მოსახლეობას მისი ხელმძღვანელი ეუბნებოდა, რომ ზამთარში ყინვასა და თოვლში სამუშაოების წარმოება ვერ შეძლო.
იმის გამო, რომ სამუშაოებზე ბევრი ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული, კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ მოსახლეობამ პრეტენზიების გამოთქმისგან დღესაც თავი შეიკავა.
,,კი, ბატონო, ამ ერთ თვესაც დაგაცდით." - უთხრეს მშენებელს.
შეჩერებული პროექტი - სამუშაოები დაიწყო 2016 წლის ივნისში, დასრულების ვადა - 2016 წლის 24 დეკემბერი; ფოტოები გადაღებულია 2017 წლის 3 მარტს
იხ. ამავე თემაზე
ქვემოთ ვიდეო არქივი:
2017 წლის იანვარი, სოფელი ქვახვრელი
2016 წლის დეკემბერი, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლისა და გამგებლის კამათი
,,ნუ ყაყანებთ!" - გუბერნატორთან შეხვედრაზე ტრაქტორი სადემონსტრაციოდ მიიყვანეს
ტრაქტორისტი: ,,მე რა ვიცი, კრებაზე მოდიო და
მოვედი"

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები