რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოს დეკორატიულ ღობეს გაუკეთებენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოს ახალ ღობეს გაუკეთებენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის აპარატიდან აცნობეს.
აპარატის წარმომადგენლის, გიორგი სადაღაშვილის ინფორმაციით, სამუშაოები 2017 წლის 20 აპრილს დასრულდება.
ხელშეკრულება კომპანია ,,იმედი დიდუბესთან" 2017 წლის 10 მარტს დაიდო.
ჯამში, სამუშაოები 58 000 ლარად შესრულდება. ტენდერი კი, 89 000 ლარად იყო გამოცხადებული.
თავდაპირველად, სატენდერო დოკუმენტაცია იმდენად გაურკვეველი იყო, რომ გამგეობის შესყიდვების სამსახურს სამშენებლო კომპანიებმა არაერთი დეტალი დააზუსტებინეს.
მაგალითად, მითითებული ჰქონდათ 6400 კვ.მ ნაცვლად 640 კვ.მ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღობე აუცილებლად უნდა გაკეთდეს აგურის და ნიჩბისის ქვის ელემენტებით. აგურიც და ნიჩბისის ქვაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს. მაგალითად, აქვეა მეტეხის აგურის ქარხნის პროდუქცია.
აუქციონზე ,,იმედი დიდუბემ" აჯობა კასპში რეგისტრირებულ კომპანიას.
თბილისში რეგისტრირებულმა კომპანიამ კასპის მუზეუმების გაერთიანებას წარუდგინა აუდიტორული დასკვნა, რამდენად დროულად და ხარისხიანად შეასრულებს სამუშაოებს. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ასეთი ტიპის ღობის გაკეთება 58 000 ლარად შესაძლებელია.
შეგახსენებთ, მუზეუმის ეზოს და სახლის მდგომარეობის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა სპეციალური სიუჟეტი ზაფხულში მოამზადა, რამად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია. მუზეუმის გაერთიანების ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ასეთი თემის გაშუქება არ შეიძლება, რადგან დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელს არ შეეფერება.

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები