რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
კიდევ ერთხელ გორის თეატრის დაარსების შესახებ
გორის თეატრის ისტორია, ნაცვლად 1856 წლისა, 1845 წლიდან უნდა ავითვალოთ" - ამ განცხადებას თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი აკეთებს, რომელმაც გორის თეატრის წარმოშობის შესახებ, შეხვედრა გამართა. მან სპეციალური ბლოგიც დაწერა.

მისი თქმით, გორის თეატრის წარმოშობის თარიღად უნდა დასახელდეს 1845 წლის ივლისი, როდესაც დაიდგა სპექტაკლი: ,,გამოუცდელობა, ანუ პირველი განშორება საყვარელთან"

პიესის ავტორი დიმიტრი მეღვინეთუხუცესისშვილია. წარმოშობით, ის სოფელ ხიდისთავიდანაა, სადაც გიორგი ერისთავი მეუღლის სახლში ცხოვრობდა.

ლაშა ჩხარტიშვილს თავის მოსაზრების გასამყარებლად კიდევ ერთი თეატრმცოდნის, პროფესორ ვასილ კიკნაძის მოსაზრება მოჰყავს:

,,გიორგი ერისთავმა სოფლად შემოიკრიბა თეატრის მოყვარენი, გამორჩეული არტისტული ნიჭიერებით. გიორგი ერისთავმა სტუდიური მუშაობა გააჩაღა სოფელში და მოამზადა დასი პროფესიული თეატრისთვის. ამიტომაც შემთხვევითი არ იყო, რომ პროფესიული თეატრის ფუძემდებლები სწორედ გორიდან იყვნენ, მათ შორის, ნ. გაბუნია, დ. ერისთავი, ზ. ანტონოვი, გ. დვანაძე, დ. მეღვინეთუხუცესიშვილი, გ. ჯაფარიძე. სწორედ, ამ გუნდის ძალისხმევით, სანამ 1850 წელს გიორგი ერისთავის "გაყრას" წარმოადგენდნენ დედაქალაქში, პირველი წარმოდგენები გამართეს გორში 1845 წლის 11 ივლისსა და 7 აგვისტოს. დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია "გამოუცდელობა, ანუ განშორება საყარელთან". - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

სპექტაკლში მონაწილეობა ავტორსაც მიუღია.

თეატრის ისტორიკოსი, პროფესორი ვასილ კიკნაძე წერს: "საერთოდ, როცა წარმოდგენების დადგმის" შესახებ არ გვაქვს დოკუმენტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი არ არსებობდა!"

ზოგადად, გორის თეატრის ისტორიის საწყისად 1856 წლის 26 ივლისია მიჩნეული, ამ დღეს დაიდგა სპექტაკლი ,,ძუნწი", ხოლო ,,ქართული თეატრის საწყისად 1850 წლის 14 იანვარია მიჩნეული - სპექტაკლით ,,გაყრა"

ლაშა ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ საბჭოთა ისტორიოგრაფიის წყალობით, თარიღი დამახინჯებულია, მათ შორის, გორის თეატრის დაარსების შესახებაც.

,,რაც განპირობებულია ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნებული პატარა ინფორმაციით: "წლეულს, მკათათვეში, გორში უთამაშიათ ქართული წამრმოდგენა "ძუნწი", კომედია ორ მოქმედებად, თავად გიორგი ერისთავისა. სხვა ცნობა წარმოდგენის შესახებ არ არსებობს. იმის გამო, რომ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის მიერ დადგმული (რაც ფაქტებით დასტურდება) მისივე პიესის პრემიერა არ გაშუქებულა პრესაში, ვფიქრობ, ამის გამო, ისტორიული ფაქტის უგულვებელყოფა არის არაპროფესიონალიზმი და საკითხისადმი არასწორი მიდგომა. ამიტომაც, გორში ინტენსიური სათეატრო ცხოვრება, რომელსაც ადგილობრივები ედგნენ სათავეში იწყება 1845 წლის ივლისიდან იწყება"- აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

 




ფოტო 1. მარჯვნიდან: მედეა ჯაფარიძე, ფატი ფულარიანი, ნარგიზა სალუქაშვილი



ფოტო 2. სანდრო მირიანაშვილი გორის თეატრში



3. მედეა ჯაფარიძე და გორის თეატრის დასი



4. ფატი ფულარიანი და ოთარ ქუთათელაძე



5. ანზორ გვაძაბია და ფატი ფულარიანი



6. წინა პლანზე - ნარგიზა სალუქაშვილი და ფატი ფულარიანი



7. გორის თეატრის დასი, 1988 წელი

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.