რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ემიგრანტის გზა ატენიდან ლონდონამდე - 109 წლის ასაკში ალექსანდრე ბესტავაშვილი გარდაიცვალა
დაიბადა გორის რაიონის სოფელ ატენში, 1907 წელს. რვა წლამდე სოფელში იზრდებოდა.

1915 წელს მისი ოჯახი გორში გადავიდა საცხოვრებლად, სადგურის დასახლებაში. სასულიერო სემინარიაში მიაბარეს, სემინარიის დამთავრების შემდეგ კი, შრომის სკოლაში განაგრძო სწავლა.

1926 წელს, 18 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა საინჟინრო ფაკულტეტზე, ხიდებისა და გზების მშენებლობის სპეციალობით.

1929 წლის 7 ნოემბერს ორ უფროს მეგობართან, მიტო უხურგუნაშვილთან, ვანო ზაზუნაშვილთან და ბიძაშვილ ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, საქართველო დატოვა.

დედას მოატყუა, რომ ახალციხეში ვაშლის საკრეფად მიდიოდნენ.


,,იმ პერიოდში ხალხი ჩამორჩენილი იყო, ვშიმშილობდით... შეიძლება, ჩვენი პოლიტიკოსები გონებაგახსნილები კი იყვნენ , მაგრამ, მგონი, თავის დროზე წესიერად ვერ ისწავლეს. რუსეთიდან უკან მობრუნებულებმა ხალხს ნორმალურად ვერ დაუხატეს საქართველოს მომავლის ნამდვილი ხატი. სწორედ ამით ისარგებლეს ბოლშევიკებმა და კომუნისტებმა: ახლა თქვენი დროა, ჩაეწერეთ პარტიაში და ყველაფერი თქვენი იქნებაო. ჰოდა, ჩაეწერნენ ისინი პარტიაში, დაიკიდეს თეძოებზე რევოლვერები და დაერივნენ შეძლებულ ქართველებს. შეუგნებლობით იყო, გონება რომ გადაეკეტათ და ამოხოცეს ერთმანეთი." - ამბობს მანანა სალაძესთან ინტერვიუში, რომელიც 2001 წელს ,,დილი
ს გაზეთში" გამოქვეყნდა.



ახალციხის გზით, ფეხით მაშინდელ ოსმალეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ. ქალაქ ტოკატში, ჟანდარმერიის უფროსი მამუდ ბეი ლაზი აღმოჩნდა. ერთად შეკრებილმა ქართველებმა აღდგომის დღესასწაული იზეიმეს.

ტოკატში ხუთი თვე დაბინავდნენ. ოსმალეთის მთავრობისგან ევროპაში წასვლის ნებას და ვიზის მიღებას ელოდნენ. ეს დღეც დადგა და კონსტანტინოპოლიდან საფრანგეთში გემით გაემგზავრნენ.

საფრანგეთში რვა წელი გაატარა. ემიგრაციაში მყოფი მენშევიკური მთავრობის წევრები გაიცნო. ჯერ სენ-პოლში ცხოვრობდა, შემდეგ, პარიზის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა.

1937 წელს ბელგიაში მოუწია გადასვლა. სამი წლის შემდეგ მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო და ეს ქვეყანაც უნდა დაეტოვებინა.

ჟურნალისტ გიორგი ლალიაშვილთან მიცემულ ინტერვიუში იხსენებს, რომ გაჭირვებით მოხვდა ესპანეთისკენ მიმავალ გემზე, მაგრამ გერმანელთა შეტევის შიშით, გემი ლონდონში გაჩერდა. ასე მოხვდა ალექსანდრე ბესტავაშვილი ინგლისში, 1940 წელს.
მისი ფრანგული სოციოლოგია არავის დაჭირდა, სამაგიეროდ, საინჟინრო სპეციალობა გამოადგა და წყლისა და გაზგაყვანილობის ხელოსნად მუშაობა დაიწყო.

საკუთარი სამუშაო ჯგუფი შექმნა და მუშაობაც ააწყო, ბევრი დამკვეთიც ჰყავდა.

ლონდონში გაიცნო თორა ედვარდსი, რომელთანაც დარჩენილი სიცოცხლე გაატარა. თორა ედვარდსის დახმარებით, 1963 წელს, ხრუშჩოვის პერიოდში შეძლო გორში ჩასვლა მამის დაკრძალვაზე. დედა ცოცხალი დახვდა.

ამჟამად, ლონდონელ ბესტავაშვილებს გორში სახლი უკვე აქვთ. რამდენიმე წლის წინ იყიდეს. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ალექსანდრე ბესტავაშვილი მშობლიურ ქალაქს უამრავჯერ ეწვია.

2016 წლის 12 ნოემბერს 109 წლის შესრულდებოდა. მის დაბადების დღეს გორელი ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური, ისიც სადგურის დასახლებიდან შეხვდა ლონდონში.






Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.