საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემების მიხედვით, საზღვარგარეთიდან იმპორტირებული მანქანების უდიდესი ნაწილი გერმანიას ეკუთვნოდა და 5 წელია ლიდერობას არც ერთ სახელმწიფოს უთმობს. 2013 წელს იმპორტის მოცულობა 17%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 21,2% დიზელის ძრავიანია.
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი მთელი იმპორტის 15%-ს შეადგენს;
თითქმის 2-ჯერ გაიზარდა SUBARU-ს იმპორტი, რომელმაც ათეულში HYUNDAI ჩაანაცვლა.
ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი რუხი და თეთრი ფერისაა. მფლობელთა რეგისტრაციის მიხედვით ავტომანქანების 37.1% თბილისელებს ეკუთვნის, შემდეგ მოდის იმერეთი-რაჭა ლეჩხუმი. მე-7 ადგილზეა შიდა ქართლი (5.3%).
თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 4-დან 9-მდე მერყეობს. შიდა ქართლში ერთ მანქანაზე 7 ადამიანი მოდის.
2011-2013 წლებში საგრძნობლად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო და სპეცტექნიკის, მისაბმელების და მოტოტრანსპორტის რაოდენობა.
2013 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა NISSAN-ის (32%) და HONDA-ს (30%) რაოდენობა.
HONDA CRV-მ და VOLKSWAGEN JETTA/VENTO-მ 2013 წელს საუკეთესო ათეულში ჩაანაცვლეს VOLKSWAGEN PASSAT-ი და OPEL OMEGA.
მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (51,9%) სედანის ტიპისაა, თუმცა, 2013 წელს უფრო მოთხოვნა იყო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანებზე.
სამგზავრო და სატვირთო ავტომანქანებში ლიდერობს FORD-ი, რომელიც სამგზავროების ა/ მანქანების 53%-ს შეადგენს, ხოლო სატვირთოების - 34%-ს.
მამაკაცთა და ქალთა უმრავლესობა უპირატესობას MERCEDES BENZ-ის მარკის ავტომანქანას ანიჭებს.
2013 წელს RENAULT-ს ახალ ა/მ-ებზე მოთხოვნა თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.
2013 წელს საუკეთესო ავტომწარმოებელთა ხუთეულში შესული ავტომარკების ყველაზე მოთხოვნადი მოდელებია: TOYOTA Hilux, HYUNDAI Elantra, SKODA Octavia, KIA Rio და RENAULT Logan.
2013 წელს პრემიუმ ბრენდების ყველაზე პოპულარული მოდელებია: Land Rover range rower (38), Land Rover Evoque (26), Mercedes ML (24) და BMW X5(23).
პრემიუმ ბრენდებში უპირატესობა ენიჭებოდა 50000 აშშ დოლარამდე ღირებულების ა/მ-ებს, ხოლო საბიუჯეტო კლასიდან - 15000 აშშ დოლარამდე ღირებულების ავტომანქანების .
საქართველოში ავტომანქანების 89% ფიზიკურ პირებს, ხოლო 11% იურიდიულ პირებს ეკუთვნის.
სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევაში „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტ-ექსპორტის და ავტოპარკის სტრუქტურის შესახებ“ გათვალისწინებულია: დინამიკა ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკრეტული მახასიათებლებით; ავტოპარკის განახლების და გაახალგაზრდავების ტენდენციები; ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილება რეგიონების მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ასევე, ფიზიკურ პირთა სქესის და ასაკის მიხედვით.
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
სტატიის გამოყენების პირობები