რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ავტობანზე პატრული ცემეს და სანიაღვრე არხში ჩააგდეს
ეს ამბავი საპროცესო შეთანხმებით დამთავრდა, რომელიც 2016 წლის მაისში ავტობანზე მოხდა.

მოქალაქემ პატრულის ორი თანამშრომელი სცემა. ორივეს სახეში გაარტყა.

ერთ-ერთი პატრული, ივანე კოშაძე დარტყმისგან სანიაღვრე არხში ჩავარდა, მისი ცემა იქაც გაგრძელდა.

მეორე პატრულს, ვინმე ფრიდონს, სახეში გარტყმასთან ერთად, ფორმა დაუხიეს.

ეს ისტორია დეტალურად აღწერილია გორის სასამართლოდან გამოთხოვილ დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით, აღნიშნული მოქალაქე, თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, 00:10 წუთზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოსთხოვეს.

პროკურორის საბრალდებო დასკვნაშიც აღნიშნულია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შუა ღამეს მთავარ მაგისტრალზე მოსთხოვეს. თუ რომელი საზოგადოება იყო მთავარ მაგისტრალზე, ეს უცნობია.

მოქალაქე პ.წ-ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის) საფუძველზე, პირობითი მსჯავრი გამოსაცდელი ვადით დაედო.

მან საპატიმროში, მხოლოდ, 11 დღე დაჰყო.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ფულადი თანხის გარეშე, გაათავისუფლეს და გამოსაცდელი ვადა სამი წელი მისცეს.

ანალოგიური პრაქტიკა სხვა პირების მიმართ

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული საქმე წარმოადგენს გამონაკლისს, რადგან სხვა შემთხვევებში მოქალაქეები პატიმრობაში დატოვეს, ან და თავისუფლების სანაცვლოდ ფულადი თანხა დააკისრეს.

სხვა საქმეებზე,  აღნიშნულია, რომ სამართალდამცავებმა ცემისას ტკივილი განიცადეს. სანიაღვრე არხში ჩავარდნილ პატრულის შემთხვევაში კი, ტკივილის მიყენების შესახებ საუბარი არაა.

გორის სასამართლომ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებზე, სულ სამი გადაწყვეტილების შესახებ გვაცნობა.


მაგალითი 1

2016 წლის 25 აპრილს, გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, პოლიციის შს სამმართველოს შენობის წინ, მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, გაუწია მას წინააღმდეგობა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციელს დაუზიანდა სამსახურებრივი მაისური.

მოქალაქე იმავე დღეს დააკავეს და ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს. 2016 წლისს 25 მაისს გაფორმებული საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მას 2-წლიანი პირობითი მსჯავრი და 3 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
მაგალითი 2

კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, გაარტყა მას სახის არეში და დაუზიანდა სამსახურებრივი ფორმა.

აღნიშნულ მოქალაქეს 2016 წლის 15 მარტს, რეალური სასჯელის სახით, შეუფარდეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

გამოძიებაში, რომელიც სწორედ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, პოლიციელი აღნიშნავდა, რომ სახეში გარტყმისას მან ტკივილი იგრძნო. შესაბამისად, აღნიშნული საქმე დაემატა 125-ე მუხლით ჩატარდა


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.