რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
,,მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში" - გორში გაიმართება ნათარგმნი წიგნის პრეზენტაცია
გორში, 10 ივნისს, 17 საათზე, პიტერ პომერანცევის წიგნის “არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ პრეზენტაცია გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამომცემლობა ,,რადარამიდან" აცნობეს.

ახალი თარგმანი ,,რადარამის" მე-18-ე ნამუშევარია, რომლის  წარდგენისას, დისკუსია მოეწყობა.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იგეგმება.

სტუმრებს წიგნები ტრადიციულად საჩქურად გადაეცემათ, სადაც დასწრება თავისუფალია.

წიგნის და ავტორის შესახებ:

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე? როგორ ცდილობს კრემლი ადამიანის გონებაში შეღწევას? როგორ იქმნება ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში? სწორედ ამ შეკითხვებს პასუხობს პიტერ პომერანცევის წიგნი რომელიც 2014 წელს გამოიცა.

პიტერ პომერანცევი ბრიტანელი ჟურნალისტი, ავტორი და ტელეპროდიუსერია. იგი 1977 წელს კიევში დაიბადა; მისი დაბადების შემდეგ მშობლები მალევე გერმანიაში გადასახლდნენ, ხოლო მოგვიანებით ლონდონსა და მიუნხენში ცხოვრობდნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პიტერი 2001 წელს რუსეთში გაემგზავრა და ცხრა წლის განმავლობაში სატელევიოზი არხ „ტნტ“-ში იმუშავა. 2010 წელს პომენრაცევი ლონდონში დაბრუნდა. 2013 წლიდან ის აქტიურად წერს და მუშაობს რუსულ პროპაგანდაზე, აქვეყნებს სტატიებს ცნობილჟურნალებსა და ფლატფორმებზე, როგორიცაა: Financial Times, NewYorker.com, Wall Street Journal, Foreign Policy, Daily Beast, Newsweek, Atlanic Montly. პომერანცევი თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული და გამოცდილი მიმომხილველია.

"რადარამი" ქართულად თარგმნის და გამოსცემს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ არამხატვრულ ლიტერატურას, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა. რადარამის მიზანია შეუქმნას ქართველ მკითხველს პირობები, რომ მშობლიურ ენაზე გაეცნოს იმ წიგნებს, რომლებიც თანამედროვე აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება, შეიძინოს ისინი ხელმისაწვდომ ფასად და მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიაში ჩაებას.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის
წარმოუდგენლობა დაასახელა.
უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა დაასახელა.
22:07 / 01.04.2025
"გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ
18:49 / 01.04.2025
განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება.
სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება. სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

17:00 / 01.04.2025
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
16:20 / 01.04.2025
,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
12:06 / 31.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.