რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სურამი გუშინ და დღეს - მობილური რეპორტიორები (PHOTO/VIDEO)
დაბა სურამში სტიქიისგან
მიყენებულ ზარალს უკვე ითვლიან.
ადგილობრივები სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს დროული რეაგირებისთვის მადლობას უხდიან.
ამჯერად, სტიქია, უხვმა ნალექის შედეგად, მთის ფერდობებიდან წამოსულმა ნიაღვარმა გამოიწვია.
ადგილობრივების ცნობით, მდინარე სურამულა კალაპოტიდან თითქმის არ გადასულა.
მოსახლეობის დიდ ნაწილი გამაგრებულმა ჯებირებმა დაიცვა.
სამაგიეროდ, ზარალი იმ ოჯახებშია დიდი, სადაც ნიაღვარი შევიდა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება:
,,დღეს დილიდან მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები, რომელშიც პირადად მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, სამხარეო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე. სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული და ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ხაშურსერვისისა“ და „სავანეს“ წარმომადგენლები.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ სამაშველო სამსახურის, მელიორაციის სამმართველოსა და „Black Sea Goup”-ის წარმომადგენლები, მოხალისეები და ადგილობრივი მოსახლეობა.
მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენის სამუშაოები. უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფები და სავარაუდო ზარალის ოდენობა ხვალ, დღის მეორე ნახევრისთვის გახდება ცნობილი.
10 ივნისს მომხდარმა სტიქიამ პრობლემები შეიქმნა დაბა სურამში, სადაც სურამულას ადიდების შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ნაკვეთები.
ნიაღვარმა დააზარალა ბაიანთხევის მოსახლეობა.
ქვიშხეთში წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე შოლა, რასაც ნაპირსამაგრი კედლების დაზიანება მოჰყვა. დაიტბორა სახლები და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. მდინარე ტილიანას ადიდებას სოფელ ქემფერში მსხვერპლი მოჰყვა.
45 წლის მამაკაცი, რომელიც საქონელს შინისკენ მიერეკებოდა, მდინარემ გაიტაცა. მდინარის მიერ გატაცებული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და დაახლოებით ღამის 2 საათზე სამაშველო სამსახურმა იგი გარდაცვლილი იპოვა."

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები