რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ხოვლეში სკოლის მშენებლობა ,,ბლოკ ჯორჯიამ" არ დაასრულა (PHOTO/VIDEO)
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ახალი სკოლის მშენებლობა 2017
წლის 24 ივლისს უნდა დასრულებულიყო.
ადგილზე მისულ ჟურნალისტებს, კორპუსის, მხოლოდ, საძირკველი დახვდა.
სპორტული დარბაზის მშენებლობის ადგილას კი, ტრანშეებია გათხრილი. ის ამჟამად ბალახითაა დაფარული.
მშენებარე და, თანაც, ღიად დარჩენილ ობიექტზე ადგილობრივი ბავშვები თამაშობენ.
სკოლის მოსწავლეები პირველ კორპუსში სწავლობენ, რომელიც 2013 წელს გაიხსნა.
სკოლის დირექტორის თქმით, ძირითად ადმინისტრაციულ კორპუსში, მხოლოდ, 6 საკლასო ოთახია მოქმედი.
,,მოსწავლეები ორ ცვლაში დადიან, მოვახერხეთ რომ სასწავლო პროცესები ნორმალურად წარმართულიყო" - აცხადებს იგი.
რაც შეეხება დაუმთავრებელ მეორე კორპუსს, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ხოვლეში, თამაზ ხუციშვილი ამბობს, რომ, სამუშაოების არასათანადო შესრულების გამო, კომპანია სახელმწიფომ ჩამოაცილა.
,,თავიდანვე ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ამიტომ, სახელმწიფომ ჩამოართვა ტენდერი. ეს პროექტი 2 მლნ ნახევარი ლარის ღირებულებისაა. როგორც მე ვიცი, უახლოეს დღეებში ახალი ტენდერი გაიმართება და კომპანიაც გამოვლინდება" - აცხადებს თამაზ ხუციშვილი.
მეორე კორპუსისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა 2016 წლის პირველ აპრილს დაიწყო.

ამავე კატეგორიაში

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ობიქეტიდან წარმოქმნილი წყლები მდინარე

ერთ-ერთი ასეთი მონაწილე დიანა გრიგორიანია. დიანა გრიგორინია ქართლის სტუდიის სტუმარია.

,,ეხ მოხდა აქ, სადაც აქციის წევრები ვიკრიბებით ყოველ საღამოს. მანქანამ ჩვენს წინ ჯერ შეანელა მოძრაობა,

ლაშა გოგნიაშვილი 2012 წელს ქარელის პოლიციის უფროსი იყო.

"დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული,
ადამიანების დაცვის
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები