რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
2 ივლისს გორში 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი ჩაშლას გადარჩა
სტადიონის ელექტრო გენერატორმა 2 ივლისის მატჩზე გამართულად მუშაობა ვერ უზრუნველყო, რაც მატჩის ჩატარების პროცესშივე გამოვლინდა და ჩემპიონატის ჩაშლის საშიშროება შეიქმნა.

ამ შინაარსის განცხადება გორის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ შიოშვილმა მთავრობის შესაბამის უწყებებს გაუგზავნა და ახალი გენერატორის შესყიდვა მოითხოვა.

გუშინ, 5 ივლისს, ფორსმაჟორულ ვითარებაში, კომპანია ,,ბურჯისგან" 165 000 ლარის ღირებულების ახალი გენერატორი შეიძინეს. თანხის ნაწილს, 164 000 ლარს მერია 2018 წლის ბიუჯეტიდან გადაიხდიან. 1000 ლარს კი, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დაფარავენ

,,ფაზები არასწორად ყოფილა განაწილებული." - გვითხრა ეკონომიკის სამსახურის უფროსმა აკაკი ხუფენიამ - ,,მაგალითად, როგორც შემდეგ შევისწავლე, ერთ ფაზაზე მიერთებული იყო რამდენიმე განათების ბოძი. სულ ოთხი განათების ბოძია. გუშინ საღამოს დავამონტაჟეთ ახალი გენერატორი, ფაზებიც თანაბრად გადავანაწილეთ და პრობლემა აღარ შექმნილა" - აცხადებს ხუფენია.

როგორც ირკვევა, სტადიონზე ძაბვა დაახლოებით 7-8 წუთი დაეცა. ამის შესახებ მაყურებელმა და ფეხბურთელებმა ვერ შეიტყვეს, რადგან პრობლემა დღის საათებში დადგა.

გორის მერია ოფიციალურად იწერება, რომ 2 ივლისის მატჩი ჩაშლის პირას იმყოფებოდა, რაც ,,გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა სახელმწიფო ინტერესებს, რომლის მიზანიც არის თამაშების მაღალ დონეზე ჩატარება." - აღნიშნულია ოფიციალურ დოკუმენტში.

აკაკი ხუფენია ამბობს, რომ ამჟამად ფრანგული წარმოების გენერატორი მიიტანეს. თურქული წარმოების გენერატორი კი, სათადარიგოდ დაიტოვეს.

,,ზოგადად, თურქული გენერატორი არაა სანდო. მისი გამძლეობა ნახევარი-ნახევარზეა. ფაზებმა, მართალია, ზედმეტი დატვირთვა მიიღეს, თუმცა ძლიერ გენერატორს შეუძლია პრობლემის თავიდან აცილება" - განმარტავს ეკონომიკური სამსახურის უფროსი.

თურქული წარმოების გენერატორი ახალი შეძენილია. სისტემა 2017 წლის ივნისში იმ დროს დამონტაჟდა, როდესაც სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო და საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა, დაახლოებით, 1 მლნ 200 000 ლარი სრულად დაიხარჯა.

ევროპის 19-წლამდელ ფეხბურთელთა ჩემპიონატი 2 ივლისს 20:00 საათზე გორის სტადიონზე გაიხსნა. ჩემპიონატის ფარგლებში ,,თენგიზ ბურჯანაძის სახელობის" მოედანი დღეს 6 ივნისს, ხოლო 8 და 9 ივლისისთვის,  ,,ა" და ,,ბ" ჯგუფის 4 შეხვედრას მასპინძლობს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის
წარმოუდგენლობა დაასახელა.
უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა დაასახელა.
22:07 / 01.04.2025
"გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ
18:49 / 01.04.2025
განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება.
სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება. სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

17:00 / 01.04.2025
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
16:20 / 01.04.2025
,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
12:06 / 31.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.