რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
სტატისტიკის მიხედვით სამ თვეში გორში ძაღლებმა 488 ადამიანი დაიკბინეს VIDEO)
მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში გორის ანტირაბიულ განყოფილებებს ძაღლისგან დაკბენილმა 488 ადამიანმა მიმართა.

აქედან, 197 მოზარდია, 15-წლამდე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, ექიმ-ეპიდემიოლოგის თქმით, გასულ წლებთან შედარებით, რაოდენობა მომატებულია.

მისი აზრით, რაოდენობის მკვეთრი ზრდა მიმართვიანობის კულტურის ჩამოყალიბებამ გამოიწვია.

ქალაქსა და რაიონში ანტირაბიული ორი განყოფილებაა, ერთი ,,გორმედის" საავადმყოფოში, მეორე - ჰოსპიტალში. ორივე დაწესებულების მონაცემები თავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში იყრის.

2015 წელს ანტირაბიულ განყოფილებებს 1554 ადამიანმა, ხოლო 2016 წელს - 2279 პირმა მიმართა.



ყველაზე მეტი ადამიანი ,,გორმედის" საავადმყოფოს მიმართავს. ექიმ კახა ტერტერაშვილის განცხადებით, ადამიანებს ძირითადად შინაური ცხოველი კბენს.

,,თვეში შეიძლება 3-4 ადამიანი იყოს, რომელიც ჩივის რომ მიუსაფარმა ძაღლმა უკბინა" - აცხადებს ექიმი.



ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ქუჩაში გაზრდილი ძაღლები ნაკლებად აგრესიულები არიან. ,,აგრესიულები ძირითადად ის ძაღლები არიან, რომელიც პატრონმა ქუჩაში გაუშვა" - ამბობს მთიულიშვილი.



ზაირა დუდაშვილი ღამის სამ საათზე სტალინის გამზირის დასუფთავებას იწყებს. მას თან 6-8 ძაღლი დასდევს, რომლებიც ნაგვის ურნასთან ნაპოვნ საკვები ნარჩენებს უნაწილებს.

,,როცა ძაღლები ერთად არიან, მაგ დროს სახიფათოა ველოსიპედით ან მანქანით გავლა. იყო შემთხვევა ჩვენს თანამშრომეს გაეკიდნენ. ძაღლებს ჰგონიათ, რომ საკვების წასართმევად მიდიან და აგრესიას გამოხატავენ." - ამბობს ზაირა დუდაშვილი.




გორი მერიაში ორი თვეა ცდილობენ ახალი პროექტი შეიმუშავონ, რომლითაც მთელი რეგიონის, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დონორებთან წარსდგებიან დაფინანსების მისაღებად.

ამ ეტაპზე ქალაქში ააიპ ,,გორის მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი" ფუნქციონირებს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.