რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის გვირაბთან ბექა ხახუბიას დაღუპვის ფაქტზე პატრულის სამ თანამშრომელს ბრალი წაუყენეს
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ათმეთაურს ნუკრი ხაბელაშვილს, პატრულ ინსპექტორებს: გია სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი 21-წლის ბექა ხახუბიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმეზე  ორი მუხლით წაუყენეს. 

აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი დღეს დასრულდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა სამივე მათგანის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გირაო 5 ათასი ლარის ნაცვლად, 1 000 - 1 000 ლარი შეუფარდა.

ამას გარდა, გია სადაღაშვილი და ზურაბ რუსიშვილი თანამდებობიდან მოსამართლემ, ასევე, პროკურატურის შუამდგომლობით გაათავისუფლა, რაც შეეხება ათმეთაურს ნუკრი ხაბელაშვილს, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები, ბექა ხახუბიას გარდაცვალებიდან მეორე დღესვე დატოვა.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის განცხადებით, პატრულ-ინსპექტორები თანამდებობას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე დატოვებენ.

ბრალდებულებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე იცავს. მისი თქმით, სამივე აწ უკვე ბრალდებული მოქმედებდა კანონის შესაბამისად და ისინი, არა თუ სამართალდამრღვევ ბექა ხახუბიას დევნას ახორციელებდნენ, არამედ, უკვე დამნაშავეს.  

საქმე იმაშია, რომ 2017 წლის 17 მაისს, დილის საათებში, გამთენიისას პატრულის დევნის დროს, 21-წლის ბექა ხახუბია დაიღუპა.

მისი ავტომანქანა გორის გვირაბთან ტრაილერს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილი ადგილზევე გარდაიცვალა.

პროკურორების განცხადებით, ათმეთაურის, ნუკრი ხაბელაშვილის მითითებით, გია სადაღაშვილმა და ზურაბ რუსიშვილმა სატვირთო ავტომანქანის მძღოლს გზის სავალი ნაწილი გადააკეტინა ისე, რომ მძღოლს გასასვლელი არ დაუტოვეს. ამსთანავე, პროკურორის განცადებით, პატრულ ინსპექტორის ქმედებით, სხვა მოქალაქეების (მძღოლების) სიცოცხლესაც შეექმნა საფრთხე. 



პროკურორები

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბექა ხახუბიას დევნისას ტრაილერი გვირაბიდან დაახლოებით 200 მ მანძილზე დააყენეს, რითაც დიდი სიჩქარით მიმავალმა ბექა ხახუბიამ ვერ მოახერხა გადაკეტილი გზის ავლა, გადავიდა პირველ ზოლზე, სადაც იმავე მიმართულებით მოძრავ სხვა მანქანას შეეჯახა და შემდეგ მუხრუჭის გარეშე დაეჯახა ტრაილერს.

პროკურორის განმარტებით, პატრულ ინსპექტორების ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს მართლზომიერ ქმედებად, რადგან სატვირთო მანქანას (ტრაილერს) გადაკეტილი ჰქონდა როგორც გზის ორივე ზოლი, ასევე, სათადარიგო ნაწილი.

ადვოკატი ნოდარ ცინცაძე აღნიშნავს, რომ მართალია ჯერ-ჯერობით საქმის არსებითი განხილვა არ მიმდინარეობს, მაგრამ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ პატრულის თანამშრომლის ქმედება სწორედ საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურებოდა:



ბრალდებულების ადვოკატი ნოდარ ცინცაძე

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად, ისინი დევნას ახორციელებდნენ არა როგორც სამართალდამრღვევის მიმართ, არამედ მოქალაქე ბექა ხახუბია უკვე წარმოადგენდა დამნაშავეს. კერძოდ, არსებობს შესაბამისი ჩანაწერები, სადაც მოქალაქე ბექა ხახუბიამ ხაშურთან საკუთარი ავტომანქანა მიუშვა ქვეითად მდგომ პატრულის თანამშრომლებს და არ მოერიდა მათი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას. რომ არა პატრულ - ინსპექტორების დროული რეაგირება, ისინი დღეს გარდაცვლილებები იქნებოდნენ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საქმე გვქონდა პოლიციის მიმართ თავდასხმას. ასეთი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება, რაც გამოიხატა სატვირთო ავტომანქანით გზის გადაკეტვაში, სრულიად შეესაბამებოდა კანონს და საზოგადოებრივ სიკეთეს" - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.

პროკურორი აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადააჭარბეს უფლებამოსილებას, მათი ქმედება კი, არ წარმოადგენდა იმ ზომის სიკეთეს, რასაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ჰქვია. პირიქით, შედეგად მოქალაქის დაღუპვა გამოიწვია.

,,ამით, მათ შეუქმნეს საფრთხე არა მარტო ბექა ხახუბიას, არამედ სხვა მოქალაქეებს, რომლებიც იმ პერიოდში მაგისტრალზე ავტომანქანით მოძრაობდნენ" - განაცხადა პროკურორმა.



ზურაბ რუსიშვილი, რომელმაც ათმეთაურის ნუკრი ხაბელაშვილის მითითებით, გვირაბიდან 200 მ მანძილზე ტრაილერით გვირაბი გადაკეტა




ამავე თემაზე:

გორის გვირაბთან ბექა ხახუბიას დაღუპვის ფაქტზე პატრულის სამ თანამშრომელს ბრალი წაუყენეს


სასიკვდილო განაჩენის ადგილი გორის გვირაბთან - დეპუტატის შვილის ავარიის საქმეს პროკურატურა იძიებს (PHOTO)


ტრაილერისა და ,,X6"-ის შეჯახების ამსახველი ფოტოები


ფოთელი პარლამენტარის შვილი ავარიაში გორთან დაიღუპა
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.