რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
რა ღირს პატრულის შეგინება გორში, როცა მოსამართლე პოლიციელის მეუღლეა
გორის პატრულის თანამშრომლის შეურაცხყოფის ფაქტზე მოქალაქეებს ადგილობრივ საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა მეთოდით სჯიან.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოითხოვა პოლიციელის დაუმორჩილებლობისათვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოტანილი, სასამართლოს გადაწყვეტილებების ასლები.

მასალების მიხედვით, ერთ პირს, მხოლოდ, შენიშვნა, მეორეს - 250-ლარიანი ჯარიმა, მესამეს კი, 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ყველაზე მკაცრი მოსამართლე შორენა წიქარიძე აღმოჩნდა, რომლის მეუღლე შს სამინისტროს თანამშრომელია.

რაც შეეხება დანარჩენ მოსამართლეებს, მასალების მიხედვით (სულ სამი გადაწყვეტილება მოგვაწოდეს), შედარებით მსუბუქი სასჯელი იმ ადამიანებს მიუსაჯეს, რომლებიც, ასევე, აგინებდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ პოლიციელებს. უფრო მეტიც, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში წერია, რომ ერთ-ერთ მათგანს სამსახურებრივი იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა.

უფრო კონკრეტულად:

,,შენიშვნა“

ქალაქ გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, მ.ჩ-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. მოქალაქე ,,ადმინისტრაციული წესით“ 13:30 წთ-ზე დააკავეს.

სასამართლო პროცესზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შემდგენმა განმარტა, რომ მოქალაქე არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს ,,გაჩერება აკრძალულია“, საჯარიმო ქვითრის შედგენის შემდეგ, გამოხატა აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს.

სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი აღიარა მოქალაქემ.

,,წარმოდგენილი მასალებისა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მ.ჩ-ს ქმედება არ გამოირჩეოდა კანონის არსებითი დარღვევის ხასიათით, მის მიერ ჩადენილ ქმედებას არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი, ყავს შვილი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება და მას უნდა მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა“ - წერს მოსამართლე დავით პაპუაშვილი.

მოქალაქე გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე გაათავისუფლეს სასამართლოს დარბაზიდან..

ჯარიმა

ქ. გორში, მოქალაქე გ.გ. ხელს უშლიდა საპატრულო პოლიციი თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და არ დაემორჩილა მათ. სასამართლოს ოქმის მიხედვით, გ.გ. დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით.

სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა დაადასტურა, რომ გ.გ ხელს უშლიდა პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გ.გ-ს სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არა აქვს.

,,პასუხისმგებლბის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული სამართალდარღვევის ჩადენა. დამამძიმებელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვება“ - წერს მოსამართლე ლევან დარბაიძე.

მისი გადაწყვეტილებით, მოქალაქე გ.გ-ს 250 ლარი ჯარიმა დააკისრეს.

პატიმრობა

შედარებით საკმაოდ მძიმე გამოდგა პატრულის შეურაცხყოფა მოქალაქე გ.მ-სთვის, რომლის საქმე მოსამართლე შორენა წიქარიძემ განიხილა. შორენა წიქარიძის მეუღლე შს სამინისტროში მუშაობს.

,,საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას მოუწოდეს, რომ ავტომანქანა, რომლის საჭესთანაც იგი იჯდა, სავალი გზის ნაწილზე იყო გაჩერებული და ამით აფერხებდა სხვა ტრანსპორტის გადაადგილებას, რა დროსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოხატა აგრესია და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, აგდებულ დამოკიდებულებას იჩენდა როგორც საპატრულო პოლიციის მანქანაში, ასევე, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობისასაც“ - წერს მოსამართლე შორენა წიქარიძე, რომელმაც ფაქტის აღწერისას საკუთარი შინაგანი რწმენაც გამოამჟღავნა მოვლენის შეფასების სახით.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ნაწილობრივ დაეთანხმა, კონკრეტულად, რა ნაწილში, ეს არ წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

,,მართალია, მან აღიარა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, თუმცა, მას არ მოუნანიებია გადაცდომა და სასამართლო სხდომის დარბაზშიც კი გარკვეულ წილად აგრესიას გამოხატავდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის მიმართ“ - აღნიშნავს მოსამართლე შორენა წიქარიძე.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, მოქალაქე, სხვა ორი შემთხვევისგან განსხვავებით, იყო ნასამართლევი პირი და არ წარმოადგენდა რომელიმე საჯარო დაწესებულების თანამშრომელს ან პატრულის თანამშრომლის მეგობარს. მას შორენა წიქარიძემ 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.



ფოტოზე: მოსამართლე შორენა წიქარიძე - მის გვერდით დავით პაპუაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.