რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ქვახვრელში ,,მილიონიანი პროექტის" დასრულებისთვის გამოცხადებული მეორე ტენდერი ჩავარდა
სოფელ ქვახვრელში ,,მილიონიანი პროექტის" დასრულების მიზნით გამოცხადებული მეორე ტენდერი ჩავარდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გამგებლის მოადგილეებმა - გელა კაპანაძემ, ალექსი ვეშაპურმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ტარიელ მაისურაძემ, იურიდიული სამსახურის უფროსმა რევაზ გოგიაშვილმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ანესაშვილმა და შესყიდვების განყოფილების უფროსმა ალექსანდრე თარხნიშვილმა ერთობლივად მიიღეს.

კომპანია ,,გეოპლასტს" დისკვალიფიკაცია მისცეს იმ მოტივით, რომ სპეცტექნიკის 50% არ გააჩნია, ასევე, კომპანიამ ვერ წარადგინა 100 000 ლარის ღირებულების სამუშაოეზე, სხვა დამკვეთისგან გაცემული შესაბამისი რეკომენდაცია. სხდომის ოქმის მიხედვით, კომპანია აპირებდა ქვეკონტრაქტორის დაქირავებას, რომლის თანხმობის წერილიც არ გააჩნდა.

ქვახვრელის სასმელი წყლის პროექტი 2016 წლის ივნისში კომპანია ,,არქიკულტურამ" დაიწყო და 2016 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა.

დათქმულ ვადაში სამუშაოები არ დასრულდა, რის გამოც, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვადა რამდენჯერმე 2017 წლის მარტის ჩათვლით გადაუწია. მიუხედავად ამისა, სამუშაოები მაინც არ დასრულდა. კომპანიას კი, 800 000 ლარი გადაერიცხა.

2017 წლის აგვისტოს გამგეობამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ გამგეობამ ახალი ტენდერი 178 000 ლარზე გამოაცხადა (100 000 ლარით მეტი), ერთთვიანი განხილვის შემდეგ, მეორე, ეს იძულებითი ტენდერიც ჩაიშალა.

გამარჯვების შემთხვევაში, სამი თვის განმავლობაში, უნდა მომხდარიყო მრიცხველების დაყენება, რეზერვუართან გარკვეული სამუშაოების ჩატარება და ქსელში ხარვეზების გამოსწორება. 







ქვემოთ ვიდეო არქივი:

ქვახვრელი, 2017 წლის მარტი




2017 წლის იანვარი, სოფელი ქვახვრელი



2016 წლის დეკემბერი, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლისა და გამგებლის კამათი



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.