რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია
გაიმართა.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
„დღეს არის გამარჯვების დღე - პირველი ოქტომბერი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანებმა გაიმარჯვეს. დღეს ჩვენ ისევ ერთად ვართ და ერთად ვამბობთ, რომ ადამიანის ღირსებაზე, მის ბედნიერებაზე გადის გამარჯვება, სახელმწიფოს პერსპექტივა და ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ვიდეორგოლი, რომელიც საარჩევნოდ მომზადდა, სწორედ ადამიანზე საუბრობს; საუბრობს ქვეყანაზე, რომელიც ლამაზი ადამიანებისგან შედგება და ეს იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი კონკრეტული პარტიის საარჩევნო კლიპი.
„სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთეს ხვალინდელ დღეს. როდესაც ამ ვიდეორგოლს ნახავთ, შეუძლებელია არ აივსოთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, შეუძლებელია არ იგრძნო მისი მაჯისცემა, გულისცემა და არ მოგინდეს, კიდევ უფრო მეტი გააკეთო ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ეს არის საქართველო - მისი ყველა კუთხე არის ქვეყნის სიმდიდრე და სილამაზე. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ყველა ერთად შეძლებს ისეთი ლამაზი ქვეყნის აშენებას , რომელიც იქნება პროგრესული და განვითარებული, ექნება თანამედროვე განათლება, წელში გამართული სოფლები და რაც ყველაზე მთავარია, სიყვარულით იქნება გაერთიანებული. „ადამიანობის გამარჯვების დღეს გილოცავთ; მჯერა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის, რომელიც არის სიყვარულზე დაფუძნებული და სიყვარულით გაერთიანებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა კახა კალაძემაც და მათ მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი კეთილდღეობა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ხედვა და მიდგომა განპირობებულია იმ მიმართულებით, რომ დედაქალაქი უფრო ლამაზი, უფრო კეთილმოწყობილი და განვითარებული იყოს“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი კომპანია „აის ბრეიქერმა“ მოამზადა. კლიპის რეჟისორები გიორგი ებრალიძე და ჯაბა მელქაძე არიან, პროდიუსერი - ელენე კოლელიშვილი, არანჟირება კი გიორგი ასანიშვილს ეკუთვნის.

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები