რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
უსახლ-კარო მანანა მეგრელიშვილი საბიუჯეტო რესურსით გამგებლის სიდედრის სახლის რეაბილიტაციას შეესწრო
2017 წლის გაზაფხულზე შინდისელი მანანა მეგრელიშვილი გორის
მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის სიდედრის სახლის
რეაბილიტაციის პროცესს შეესწრო. ამის შესახებ მან შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრთან ისაუბრა. მისი თქმით, გამგეობის რამდენიმე
სატვირთო მანქანა ადგილობრივი მკვიდრის, დარეჯან კვალიაშვილის სახლთან
ნახა, ხოლო მუშები შენობის სახურავის დემონტაჟს ახდენდნენ.
,,ონიაშვილის სიდედრის სახლი სოფლის საკრებულოსთან დგას. მითხრეს, რომ შენი თანხით გამგებელი სახლს სიდედრს უშენებსო. მივუვარდი, დავიწყე ყვირილი. ვეუბნებოდი, ჯერ ჩემი სახლის მშენებლობით უნდა დაგეწყოთ, მერე უნდა მიგეხედათ დარეჯანის სახლისთვის მეთქი. თუ მტყუანი ვიყავი, რატომ შეცვალეს მერე მუშები?" - ამბობს მანანა მეგრელიშვილი. ის, რომ გამგებლის სიდედრის სახლის დემონტაჟი ,,კეთილმოწყობის" სამსახურმა მოახდინა, ეს ამ სამსახურის უფროსმა გიორგი ხიდაშელმაც დაადასტურა, თუმცა, აშენება გამორიცხა.
მანანა მეგრელიშვილის სახლი 2015 წლის სტიქიის დროს დაზიანდა. უფრო კონკრეტულად, სახურავი გადაეხადა. სახლის მეპატრონე ამბობს, რომ თუკი თავის დროზე გადაიხურებოდა მისი სახლი, 2-წლის შემდეგ ამ მდგომარეობაში აღარ იქნებოდა.
,,მას შემდეგ შიგ წყალმა, თოვლმა იდინა. დაინგრა კედლები, უფრო დალპა იატაკი. ისედაც ძველი სახლი იყო. როგორც პატარა თოჯინა, ისე ვუვლიდი. ეს სახლი ძალიან მიყვარს. აქ დაიხოცნენ ჩემი მშობლები, აქ გავიზარდე და სხვაგან ვერსად ვძლებ" - ამბობს მანანა მაგრელიშვილი.
2015 წლიდან 2017 წლის ზაფხულამდე მანანა მეგრელიშვილი გამგეობის დაფინანსებით სხვა სახლში ქირით გადაიყვანეს. მასთან ერთად ძმა ცხოვრობდა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. გამგებლის წარმომადგენელი ბაჩუკი მთვარაძე ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ბიუჯეტიდან გადახდილმა ქირის თანხამ დაახლოებით 850 ლარი შეადგინა:
,,ეს ბოლო სამი თვეა უარს ამბობს ქირით გასვლაზე. უნდა, რომ ახალი სახლი ავუშენოთ. ჯერ-ჯერობით, მუნიციპალიტეტის ამის საშუალება არა აქვს" - აცხადებს ბაჩუქი (ალექსი) მთვარაძე. ის გამორიცხავს, რომ ბიუჯეტის თანხით მუნიციპალიტეტის გამგებლის სიდედრის ძველი სახლის ადგილას ახალი სახლი აშენდა.
,,სიები შევადგინეთ 2015 წელს. ამ სიაში გამგებლის სიდედრი, ქალბატონი დარეჯანი არ იყო და არც არის. არც იმას დავადასტურებთ, რომ სახლების რეაბილიტაცია სიის ნომრების მიხედვით მოხდა. სოფელში მხოლოდ ორი სახლი აშენდა. ამის თაობაზე ჩვენ, სოფლის წარმომადგენლობა გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. დანარჩენების გაკეთება, როგორც ვიცი, მომდევნო წლისთვის იგეგმება" - აცხადებს ბაჩუკი მთავარაძე.
სიაში 22 ოჯახია შეყვანილი, მათ შორის, შინდისის თემში შემავალი სოფლების: ფხვენისისა და ქვემო ხვითის უსახლ-კაროებიც. სიის სათავეში გოჩა ნებიერიძეა (სულთა რაოდენობა 7), რომლის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მასალაც მოამზადა და რომელი ოჯახიც ვაგონში ცხოვრობს. ამ სიაში დარეჯან კვალიაშვილი არ წერია, თუმცა, რამდენად ოფიციალური დოკუმენტია ეს, ამას ამჟამად გამგეობის აუდიტის სამსახური ადგენს. დავით ონიაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი აუდიტის სამსახური ერთ კვირაზე მეტია შინდისის წარმომადგენლობით ორგანოში არსებულ დოკუმენტაციას სწავლობს.
სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა სია 2015 წელსვე გადაუგზავნა გამგეობას. გამგეობამ ეს სია ,,კეთილმოწყობის" სამსახურს მიაწოდა. თუმცა, 2015 წლიდან 2017 წლის გაზაფხულამდე სახლების რეაბილიტაცია არ განხორციელებულა:
,,ამ გაზაფხულზე შინდისში ვიყავით მე, გამგებელი და გუბერნატორი. იქ ორი ქალი მოვიდა - ბეშკენაშვილი და ხუციშვილი. შემოგვჩივლეს, რომ არ ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები და მიგვეხედა. გუბერნატორმა დაგვავალა, რომ ეს საკითხი მოგვეგვარებინა. ჩვენ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. მეორადი მასალები გვქონდა და იმით ავუშენეთ ამ ორ ადამიანს სახლი, ეს იყო ჩვენი კეთილი ნება" - აცხადებს ,,კეთილმოწყობის" სამსახურის უფროსი გიორგი ხიდაშელი. მისი თქმით, ოფიციალური დოკუმენტაცია, გარდა მიღება-ჩაბარების აქტებისა, არ არსებობს. ეს მიღება-ჩაბარების აქტები კი, გაფორმებულია მოქალაქეებთან - ბეშკენაშვილთან და ხუციშვილთან იმის თაობაზე, რომ მათ აშენებული სახლები ჩაიბარეს.
რაც შეეხება დანარჩენ ოჯახებს, გიორგი ხიდაშელის თქმით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ამის სახსრები 2017 წელს არ აქვს.
მანანა მეგრელიშვილი ამინდების გაუარესებამდე ძველი სახლის გვერდით ერთოთახიან ფარდულში ცხოვრობდა, სადაც ელეტროენერგიაც კი არაა. ამჟამად, შინდისის სადგურის დასახლებაში დის სახლში ცხოვრობს. იქვეა მისი ძმაც.
,,არ ჩერდება ჩემი ძმა იმ სახლში. სულ აქეთ იწევს. გზაზე კიდევ მეშინია მანქანა არ დაეჯახოს. ქირითაც შეუძლებელია სადმე წასვლა.. რატომ უნდა წავიდე სხვაგან? როცა შეიძლებოდა ამ სახლისთვის შველა?" - ამბობს მანანა მეგრელიშვილი.
რაც შეეხება დარეჯან კვალიაშვილის სახლს, ამ სახლში, 2017 წლის გაზაფხულამდე კიდევ ერთი უსახლ-კარო, რუსუდან გაფრინდაშვილი ცხოვრობდა. სახლის რეაბილიტაციის დაწყებისთანავე რუსუდან გაფრინდაშვილი საცხოვრებლად იმავე სოფელში მდგარ ვაგონში გადავიდა და დღემდე იქაა. სოციალურ დახმარებას იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა მისი მდგომარეობა დარეჯან კვალიაშვილის სახლში შეამოწმეს. სოციალური დახმარება გაფრინდაშვილს სწორედ გამგებლის სიდედრის სახლის მისამართზე მისდის. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რუსუდან გაფრინდაშვილიც მოძებნა და მის შესახებ რეპორტაჟსაც ამზადებს.
ფოტოზე: შინდისის თემში შემავალი სოფლების უსახლ-კაროების სია
ფოტოზე: მანანა მეგრელიშვილის სახლის გვერდით მდებარე ფარდული, სადაც ორმა ადამიანმა ზაფხული გაატარა

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები