რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შეხვედრა სუფთა გულით უცხო ქვეყანაში
ფეისბუქზე უკვე მეგობრები არიან. უცხო ქვეყანაში შეხვედრის შემდეგ,
ერთმანეთს ხშირად ეხმიანებიან, გამოფი ხაზი მათ შორის წაშლილია.
-------------------------------------------------------
რამდენიმე ხნის წინ სულხანს შეატყობინეს, რომ ერევანში ქართველი, ოსი და აფხაზი აქტივისტები ერთმანეთს ,,კობერმის“ (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM) მხარდაჭერით შეხვდებიან და ჯგუფის წევრად აირჩიეს. ცოტა დაფიქრდა, რადგან სასაუბრო ენა რუსული კარგად არ იცის. როგორც წესი, ასეთი შეხვედრები ნდობის აღდგენას, ერთმანეთის გაცნობას და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
ეს პირველი შემთხვევა იყო სულხანისთვის, როცა ომიდან 9 წლის შემდეგ, ცხინვალელ მოქალაქეებს უნდა შეხვედროდა.
,,რაზე შეიძლება ვისაუბრო მათთან, მით უმეტეს ენა არ ვიცი კარგად. არც ოსური ვიცი. ჩვენი ვებ-გვერდი კი გვაქვს ოსურ ენაზეც, მაგრამ მე თვითონ ერთი სიტყვა არ ვიცი“ - ფიქრობდა სულხანი. იუთუბზე ოსური ენის შემსწავლელი კურსები იპოვა, რამდენიმე სიტყვა ისწავლა, მაგრამ დრო იმდენად ცოტა იყო, რომ ამ ცოდნით ბევრს ვერავის გააკვირვებდა.
ერევანს უკვე დაღამებისას მიაღწიეს. დარეკეს, რომ ვახშამი რესტორანში მზადაა. ოსებიც და აფხაზებიც იქ არიან, მხოლოდ, ქართველებს ელოდებიან. პროგრამის ორგანიზატორი ნინო უკვე ერევანში იყო.
ქართველთა ჯგუფშიც ხუთნი იყვნენ: მწერლები, ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები. რამდენიმე მათგანი, მათ შორის, ბაქარი ადრეც შეხვედრილები იყვნენ ოსებს და ქართველებს. სულხანი კი - პირველად მიდიოდა.
ვახშამზე მისალმების სცენა ცალკე აღნიშვნის ღირსია. დიდი ხნის ნაცნობები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ვინც არ იცნობდნენ ერთმანეთს კი, ხელი ჩამოართვეს.
,,მე სულხანი ვარ, გორიდან“ - გაეცნო თითოეულ მათგანს რუსულად. ყველას სახელი ვერ დაიმახსოვრა იმ წუთას. ოსებთან მისალმების ჯერი რომ დადგა, უცბად დაავიწყდა ოსური სიტყვა ,,ბაირაი“, ანუ ქართულად - გამარჯობა. ყველაზე უხუცესისგან დაიწყო ხელის ჩამორთმევა. თემური დიდი ხანია სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრაზე დადის. თითქოს დიდი ხნის ნაცნობიაო, გადაეხვია სულხანს. ,,გიცნობთ შორიდან, მიხარია რომ გნახეთ“ - უთხრა სულხანმა მას. დანარჩენებიც გაიცნო - სოსლანი, დარინა და მირიანი.
,,მირიანი?“ - ჰკითხა სულხანმა - ,,კი, მირიანი მქვია“ - უპასუხა ცხინვალელმა.
,,ეს ხომ ძველი ქართული სახელია. ვინმე ეყოლება ქართველი. აუცილებლად ვკითხავ მერე“ - გაიფიქრა სულხანმა გულში.
ბაქარს მინერალური წყალი მოუნდა და ერევნის რესტორანში ბორჯომი მოითხოვა.
,,ჩვენც გვაქვს მინერალური წყალი“ - უთხრა სოსლანმა ბაქარს.
,,რომელი? არ ვიცი?“ - ჰკითხა ბაქარმა.
,,ბაგიათი, ჰო?“ - მაშინვე ჩაერთო საუბარში სულხანი.
,,კი, კი ბაგიათი. საიდან იცი?“ - აღფრთოვანებული სახით სოსლანმაც და მირიანმაც სულხანისკენ მიიხედეს.
,,ვიცი, სკოლაში მაქვს ნასწავლი, მრეწველობის დარგებს როცა გავდიოდით, იქიდან მახსოვს“ - სიამაყე ვერ დამალა სულხანმა, რაკი ოსი თანატოლები მოიყვანა აღფრთოვანებაში.
ვახშამზე საუბარი ძირითადად მგზავრობისას გადახდენილ თავგადასავლებს შეეხო; გაიხსენეს ვის რა შეემთხვა გზაზე; რა გზა გაიარეს ერევნამდე, განსაკუთრებით კურიოზები. პირველ ღამეს სასტუმროში ნაწილი ფეხით დაბრუნდა, ნაწილი კი, ტაქსით. სულხანი და ორი ქართველი კოლეგა მესროფ მაშთოცის გზას ფეხით გაუყვნენ. გზად ორი ერევნელი ახალგაზრდა გააჩერეს და მისამართი იკითხეს. ამ დროს სომხებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს და გაეცინათ.
,,თქვენ რა? მიხვდით, რა ენაზე ვსაუბრობთ?“ - ჰკითხა სულხანის ქართველმა კოლეგამ სომხებს.
,,კი, აბა რა, ქართულად“ - უპასუხა სომეხმა. - ,,მე მშობლები საქართველოში მყავს, ახალქალაქში. იქ გავიზარდე. საქართველოს მოქალაქე ვარ. სკოლა რომ დავამთავრე, ერევანში წამოვედი, ვისწავლე და ახლა აქ ვმუშაობ. მანქანა მყავს ცოტა ზევით გაჩერებული და მიგიყვანთ ადგილზე“ - მიუგო ერევნის სტუმრებს სომეხმა.
,,არა, იყოს, ფეხით მივალთ. დიდი მადლობა.“ - ცოტა ხანში ქართველები დაშორდნენ სომხებს, მაგრამ 50-100 მ მანძილი არ ჰქონდათ გავლილი, რომ სასტუმროსკენ მიიმავალ სტუმრებს ერევნელების მანქანა დაეწია: ,,კარგო ხალხო, დაბრძანდით, მიგივანთ სასტუმრომდე“
,,ჩვენ უკვე ევროკავშირში ვართ, არა?“ - ჰკითხა ქართველებს იმ ერთ-ერთმა სომეხმა, რომლის მშობლები ახალქალაქში ცხოვრობენ. ,,თქვენ კი არა“ - უთხრა სიცილით მეგობარს, რომელიც საჭეს მართავდა. ამ სიტყვებზე მანქანაში ყველას გაეცინა. ზუსტად იმ პერიოდში საქართველოს ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის უფლება მისცა. ,,ჩვენც მალე მალე არჩევნები გვაქვს და ვნახოთ ვის აირჩევენ. იქნებ ამის შემდეგ მოგვცენ უვიზო მიმოსვლის უფლება“ - თქვა ასევე სიცილით მძღოლმა.
მეორე დღეს სემინარი დაიწყო. ერთმანეთის გვერდით ქართველი, აფხაზი და ოსი აქტივისტები ისხდნენ. ფასილიტაციას სომეხი ჟურნალისტი წევდა. საუბარი ადგილობრივ სიტუაციას, სამოქალაქო აქტივისტების მუშაობას, გამოწვევებს და შედეგების განხილვას ეხებოდა. სოხუმშიც და ცხინვალშიც ბევრი რამ ადგილობრივ მთავრობის ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ქართველი აქტივისტები კი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა და დაფინანსება, პირველ რიგში, დამოუკიდებელი საქმიანობისთვის და სამთავრობო პოლიტიკის გავლენისგან თავის არიდების კუთხით.
აფხაზი კოლეგები წუხდნენ, რომ საქართველოს მთავრობა სოხუმის კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ფესტივალებზე მონაწილეობას უკრძალავს. მაგალითად, გაიხსენეს, თუ როგორ არ გაიმართა იტალიაში აფხაზი მხატვრების გამოფენა და მოცეკვავებიის წარმოდგენა. ასევე, როგორ დაიბლოკა აფხაზი გოგონასთვის სწავლის მიღების შესაძლებლობა ბრიტანეთში. ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლმა განუცხადეს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის გამოხატავს პროტესტს აფხაზეთის სახელმწიფოს სახელით, რაიმე ღონისძიების გამართვის შესახებ: ,,სცადეთ ეს გააკეთოთ პოლიტიკის გარეშე. ნუ გამოხვალთ იმ ქვეყნის სახელით, რომელსაც არ აღიარებს ევროპა. ,თუ ამას გააკეთებთ არაღიარებული სახელმწიფოს სახელისა და მისი დროშების დემონსტრირების გარეშე, დარწმუნებული იყავით, რომ ხელს არავინ შეგიშლით. შესაძლოა, ქართული სამოქალაქო საზოგადოებაც კი დაგეხმაროთ ამაში“ - უთხრეს ქართველმა აქტივისტებმა აფხაზ კოლეგებს.
ოსებიდან მოხსენებას ძირითადად სოსლანი აკეთებდა. ის ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ცხინვალის ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით, ახალგაზრდები სხვადასხვა პროექტებში არიან ჩართულნი, რაც მაგალითად ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით განხორციელებულ აქტივობებს გულისხმობს. განაწილებულ ჯგუფებში სულხანი აფხაზ და ოს აქტივისტებთან მოხვდა. უნდა ჩამოეწერათ ქაღალდზე ის სურვილები, რის განხორციელებასაც დონორი ორგანიზაციების ხელშეწობით მოისურვებდნენ.
,,ძალიან მინდა, რომ ქართველი ჟურნალისტებისთვის მედიატური მოეწყოს ცხინვალში. დავათვალიეროთ, მაგალითად, ის სოფლები, სადაც ამჟამად ხალხი აღარ ცხოვრობს, ხოლო ამჟამდ გორთან დევნილთა დასახლებებში არიან. ასევე, ვისურვებდი აფხაზეთში რეპორტაჟების გაკეთებას“ - უთხრა კოლეგებს სულხანმა. ოსმა წარმომადგენელმა დარინამ თქვა, რომ ძალიან აინტერესებს, თუ როგორ ცხოვრობს ის ხალხი, რომლებიც ცხინვლიდან წავიდნენ და მიატოვეს თავისი სახლები სოფლებში. აქ იგულისხმა ქართველებით დასახლებული სოფლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, იძულებით დაიცალა.
აფხაზმა კოლეგამ აღნიშნა, რომ ძალიან გამოადგა საქართველოს მთავრობის ნებართვა ენგურჰესის გადაღების მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შესვლის თაობაზე. ენგურჰესიდან ელენერგიით აფხაზეთიც მარაგდება. ჯგუფის წევრებმა საკუთარი წინადადებები შეიმუშავეს და წარუდგინეს დონორებს. რამდენად განხორციელდება ეს სურვილები, ჯერჯერობით, უცნობია.
ის საღამო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა კვლავ ერთად ივახშმეს.
,,სულხან, მოდი აქ დაჯექი“ - უთხრა ცხინვალელმა თემურმა გორელ აქტივისტს ქართულად. სულხანი ოსების გარემოცვაში აღმოჩნდა. მის წინ მირიანი დაჯდა. გვერდით კი, სოსლანი. ,,იცი, ცოტა რაღაცეები ვიცი ოსურად“ - უთხრა სულხანმა თემურს. ტელეფონით, რეგონალური საიტის Qartli.ge-ს ოსური ვერსია აჩვენა ცხინვალელებს.
,,ხშირად დავდივარ ოსურ სოფლებში, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს. ვინტერესდები მათი ცხოვრებით. სადაც ვარ ნამყოფი, ყველაფერი მაქვს ასახული ამ გვერდზე. თარგმანს ქალბატონი ნაირა აკეთებს.’’ - უხსნის სულხანი მათ და თან სტატიებს აჩვენებს ოსურ ენაზე. მაგალითად, ყურადღება ერთ-ერთ თემაზე შეაჩერა: თუ როგორ გაარემონტა სოფელ ყარაფილაში მემორიალი ვლადიკავკაზში იძულებით წასულმა მწერალმა ვალიკო ტეხტიმ, სადაც ასევე ოსური სალოცავი ვასთერჯი მოაწყო. ამ სიუჟეტში ადგილობრივი მკვიდრი ოსურად იმ ლექსს კითხულობს, რომელიც ვალიკო ტეხტიმ ყარაფილას მიუძღვნა და მემორიალურ დაფაზეა გაკრული.
,,აი, ნახეთ, ეს კუდუხაანთ უბანია. დაცარიელებული სახლები გადავიღე. ერთადერთი ოჯახი ცხოვრობს. ორი რეპორტაჟი უკვე გავაკეთე ამ ოსური სოფლიდან. ვცდილობთ, ადგილობრივი მთავრობა ვაიძულოთ, რომ არასწორად დამონტაჟებული წყლის რეზერვუარი გავაკეთებინოთ. აგერ გამყოფ ხაზთან სხვა სოფლების რეპორტაჟებიც. 100-ჯერ მაინც ვართ გასული ამ სოფლებში. ამერიკის მთავრობა გვიფინანსებს გზის და თარგმნის ხარჯებს. საერთოდ აღარ არსებობს სიძულვილი ოს და ქართველ ოჯახებს შორის. მთავარი პრობლემა ის აქვთ, რომ მაგალითად, შერეულ ოჯახებს, ვერ ნახულობენ თავიანთ ნათესავებს. ზოგს და იქით ჰყავს, ზოგს დედ-მამა აქეთ და სამწუხაროდ ამას ჩვენ ვერ ვშველით. ეს ადამიანები კი თავიანთ გულისტკივილს ჩვენთან ამბობენ და საიტზე ვდებთ“ - უხსნის სულხანი ოსებს და ათვალიერებინებს საიტს. მაგალითად, სოფელ ხურვალეთში საუბრობს ქალი, რომლის ვაჟი ხურვალეთში ცხოვრობს, ხოლო ქალიშვილი ცხინვალშია გათხოვილი. რესპონდენტს კი ცხინვალელი შვილიშვილები ენატრება.
სოსლანმა და მირიანმა საიტის მისამართები ჩაიწერეს, უფრო სწორად, ტელეფონით ფოტო გადაუღეს და თქვეს, ამას წავიკითხავთ-ხოლმეო.
,,მადლობა როგორაა ქართულად?“ - უთხრა სოსლანმა სულხანს რუსულად. სულხანმა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო სოსლანისთვის, რომ თემურიმვე უპასუხა: ,,მ ა დ ლ ო ბ ა“ -ა ქართულად.
სოსლანისგან განსხვავებით, თემურმა ქართული ენა იცის. ის სხვებთან შედარებით ასაკიანია და მოესწრო საბჭოთა საქართველოს. ვახშმიდან წასვლის შემდეგ, გზაში სულხანს ქართულად ესაუბრებოდა. მოიკითხა მეგი ბიბილური, ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსის“ წარმომადგენელი, რომლის ოფისი გორში მდებარეობს.
მესამე დღის საღამოს კოლეგები კონცერტზე წავიდნენ - ,, მალხაზიანცის კლუბში“. საქართველოდან ჩასული სტუმრების უმრავლესობა, სწორედ, ამ კლუბს სტუმრობს ხოლმე, რადგან ქართულ სახელ ,,მალხაზთან“ ასოცირდება. ბუნებრივია, ,,თბილისოს“ ჯაზვერსიაც დაუკრეს და ყველას აღფრთოვანება გამოიწვია.
გზაში ცხინვალელი მირიანი თბილისელ ბაქარს უყვებოდა, რომ ის თბილისშია დაბადებული და 6 წლის ასაკში იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სახლი თემქაზე.
,,პაპაჩემი ცხინვალის შესასვლელში ერედვთან მოკლეს სასტიკად. იმის მერე ჩემი ოჯახი წავიდა თბილისიდან. ახლაც მახსოვს თბილისის მეტროს სახელები“ - ეუბნებოდა მირიანი ბაქარს. ,,თემქაზე ვცხოვრობდით. მახსოვს მაგალითად ,,შემდეგი სადგური - ახმეტელი“ - ეს ბოლო ფრაზა ქართულად თქვა მირიანმა.
,,90-იანი წლები იყო საშინელება. მაგ დროს თბილისში ხალხი ერთმანეთს ხოცავდა, სამოქალაქო ომიც იყო“ - პასუხობდა ბაქარი.
მირიანისა და ბაქარის საუბარს სულხანიც უსმენდა. მირიანმა თავისი ისტორია მოგვიანებით კიდევ ერთხელ გაიხსენა, ოღონდ, სულხანთან.
ჯაზ-კონცერტის შენობის გარეთ სიგარეტის მოსაწევად გავიდნენ:
,,სულხან, რას ფიქრობთ, ქართველებს ყველას გინდათ ოსებთან ყოფნა? - ჰკითხა მირიანმა სულხანს.
,,კი, რა თქმა უნდა, ყველას უნდა“ - უპასუხა სულხანმა.
,,ეს რომ არასდროს მოხდება? ძალიან გაგვამწარეს ქართველებმა. პაპაჩემი მავთულით მოკლეს ქართველებმა ერედვთან. უბრალოდ, ცხინვალში მიდიოდა და არაფრის გამო მოკლეს, თან სასტიკად. კიდევ რომ ომი დაიწყოს, ყველანი სიკვდილამდე ვიბრძოლებთ. პაპაჩემის სიკვდილი როგორ უნდა ვაპატიო ქართველებს?“ - მირიანს თვალები ჩაუწითლდა. სულხანმა ყველა სიტყვის მნიშვნელობა გაიგო.
,,მაშინ სახელმწიფო არ არსებობდა, ქაოსი იყო. მეც პატარა ვიყავი, სადღაც 10-11 წლის წინ. მახსოვს, როგორ დაცალეს სახლები ჩემმა მეზობლემა. ეხლა ნებისმიერი მკვლელობა არ დარჩება დაუსჯელი. მთავარია, ომი არ იყოს და არც უნდა მომხდარიყო. ბავშვობაში ჩემ უბანში 8 ოსი ოჯახი ცხოვრობდა. ახლა ორიღაა დარჩენილი. ერთ-ერთ ოჯახში ჩემი მეგობარი ცხოვრობს. არასდროს გამფიქრებია, რომ ის ოსია და მე ქართველი. მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ ოსია “ - უთხრა სულხანმა.
,,დამიჯერე, აზრი არა აქვს ჩვენ შემოერთებაზე ფიქრს. 300 კაციც რომ დავრჩეთ, ყველა სიკვდილს ამჯობინებს“ - ამბობდა მირიანი.
,,არ ვგულისხმობ, რომ ძალით მოვალთ და დაგიპყრობთ. ომს რომ კარგი არაფერი მოაქვს, ვნახეთ ეს - აყრილი და გაუბედურებული ოჯახები. ერთად ცხოვრება და ურთიერთობა ვიგულისხმე“ - უპასუხა სულხანმა.
,,ურთიერთობა რა თქმა უნდა - არაა პრობლემა“ - ეს იყო ბოლო სიტყვა, რაც ამ მოკლე რთულ საუბარს ახლდა. ისევ შევიდნენ კონცერტზე.
მაგიდაზე თეთრი და წითელი ღვინო შამპანურის ჭიქებით მოიტანეს. ყველა თავის სადღეგრძელოს ამბობდა. ძირითადად, შეხვედრის ორგანიზატორებს და ინიციატორებს ლოცავდნენ. გასაკუთრეული მადლობა პროგრამის კოორდინატორმა ნინომ დაიმსახურა. სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ცხინვალელებმა - სოსლანმა და მირიანმა ბევრი ფოტო გადაიღეს ქართველებთან.
,,მე მინდა ერთი სადღეგრძელო ვთქვა“ - თქვა მირიანმა, რომელიც ნინოს და სულხანს შორის ოჯდა. - ,,მინდა დავლოცო ჩემი მეგობრები - ნინო და სულხანი. იცი რატომ? სუფთა გული გაქვთ. მე თქვენ არასდროს დაგივიწებთ. დაიმახსოვრეთ, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ!“ - ამ სიტყვებზე ნინომ და სულხანმა ერთმანეთს შეხედეს.
გამოყენებულია http://www.ecfr.eu-ს ფოტო

პირველი
დღე

მეორე

მესამე

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები