რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
უფლისციხეში სასიკვდილოდ დაშავებულმა ტურისტმა რამდენიმე ადამიანს სიცოცხლე აჩუქა
უფლისციხეში, ერთი თვის წინ, ცხენიდან ჩამოვარდნილი ტურისტი, ორიტ გური, ისრაელში გარდაიცვალა.

44 წლის ქალის ერთი თირკმელი მამამისს გადაუნერგეს. ის სამი წლის განმავლობაში ელოდებოდა დონორს. ისრაელის მედიის ცნობით, მამის გარდა მან კიდევ რამდენიმე ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე - მისი გული, მეორე თირკმელი და ღვიძლი სხვა პაციენტებს გადაუნერგეს.

“ჩვენ ჯერ კიდევ წლების წინ შევპირდით ერთმანეთს, რომ თუ რომელიმე ჩვენგანს რამე შეემთხვეოდა, ის აუცილებლად ორგანოების დონორი გახდებოდა. მე ის გავაკეთე, რაც მას სურდა - სხვა ადამიანებს ვაჩუქეთ სიცოცხლე”, - ამბობს ორიტის მეუღლე.

ინციდენტი, რომლის შედეგადაც 44 წლის ისრაელელი პედაგოგი დაიღუპა, 2017 წლის 7 ოქტომბერს, სოფელ ქვახვრელთან მოხდა.



ფოტოზე: შემთხვევის ადგილი

ორიტ გური და მისი მეუღლე, ტურისტული მარშრუტით უფლისციხეში იმყოფებოდნენ. როგორც მუზეუმის თანამშრომელი, გიგუცა თათრიშვილი გვიყვება, მათ ადგილობრივ მცხოვრებს ცხენი სთხოვეს.

,,ამ ბავშვს, პატრონს აუხსნეს, რომ ორიტს ისრაელში ცხენები ჰყავდა და ჯირითიც შეეძლო. მართლაც, კარგად მართავდა თურმე ცხენს, მაგრამ სოფლისკენ, ხიდის ბოლოს შეემთხვევა ეს ამბავი" - ამბობს მუზეუმის თანამშრომელი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ადგილობრივები იხსენებენ, რომ ერთ-ერთ მოსახვევში ცხენი დაფრთხა და ტურისტი ბეტონის ბორდიურებს შორის ჩააგდო. ორიტ გურმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაშავებული გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ სასწრაფოდ ჩაუტარდა თავის ქალის ღრუს ოპერაცია, “მდგომარეობა იყო მძიმე, თუმცა სტაბილური”. ორიტი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ისრაელში გადააფრინეს, თუმცა მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა და 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.

,,მე ავასრულე ჩემი შვილის სურვილი. ხალხი მამშვიდებს, რომ ის ახლა მუდმივად ჩემთან იცხოვრებს" - უთხრა ორიტ გურის მამამ ჟურნალისტებს.  შვილის გარდაცვალებამდე მას 4 დონორი ჰყავდა, თუმცა თირკმელი ყველა შემთხვევაში შეუთავსებელი აღმოჩნდა


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.